უკრაინელმა ფავორიტმა 26 სექტემბერს შავი ფიგურებით მასპინძელ ელთაჯ საფარლის აჯობა და ხუთი შესაძლებლიდან 4 ქულით დაწინაურდა
ბაქოში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის რეიტინგფავორიტია უკრაინელი ანტონ კორობოვი (2705), რომელმაც 26 სექტემბერს შავი ფიგურებით მასპინძელ ელთაჯ საფარლის აჯობა და ხუთი შესაძლებლიდან 4 ქულით დაწინაურდა.

ამდენივე ქულას მოუყარა თავი ბელორუსმა სერგეი ჟიგალკომ, რომელმაც ასევე შავებით აზერბაიჯანელ გულნარ მამადოვას სძლია. ლიდერებთან ქულებით გათანაბრების შანსი ჰქონდა მიხეილ მჭედლიშვილს, მაგრამ ჩვენებურმა საერთაშორისო ოსტატ ზაურ მამადოვის (აზერბაიჯანი) წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ყაიმს დასჯერდა. ლიდერთა ჯგუფიდან ასევე დაზავდნენ პარიმარიჯან ნეგი (ინდოეთი)-ბარის ესენი (თურქეთი, მასაც 4 ქულა აქვს), ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი)-ევგენი ალექსეევი (რუსეთი), რაუფ მამედოვი-გადირ ჰუსეინოვი (ორივე-აზერბაიჯანი).

ქართველ მოჭადრაკეთაგან გაიოზ ნიგალიძეს, ნინო ბაციაშვილსა და სოფიკო ხუხაშვილს ოთხი შესაძლებლიდან 2,5-2,5 ქულა ჰქონდათ. მეხუთე ტურში ნიგალიძე და ბაციაშვილი, შესაბამისად, ნიჯათ მამედოვთან (აზერბაიჯანი) და მაგჰამი ჩაემთან (ირანი) დამარცხდნენ, ხუხაშვილი კი ალექსეი ბარსოვს (რუსეთი) დაშორდა მშვიდობიანად.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ბაჰრუზ რზაევი (აზერბაიჯანი)-თორნიკე სანიკიძე 0:1, ფარიდ ზეინალოვი (აზერბაიჯანი)-ლევან ფანცულაია 1:0, სალომე ხაჟომია-ქანან ჰეიდარლი (აზერბაიჯანი) 1:0, მიტრა ჰეჯაზიპური (ირანი)-ანა გავაშელი 1:0.

ქართველთა მონაგარი 5 ტურის შემდეგ: მჭედლიშვილი - 3,5, სანიკიძე, ხუხაშვილი - 3-3, ხაჟომია, ბაციაშვილი, ნიგალიძე - 2,5-2,5, ფანცულაია - 2, გავაშელი - 1,5 ქულა.

შეჯიბრების დამთავრებამდე 4 ტური დარჩა. დღეს, 27 სექტემბერს, მე-6 ტურში ითამაშებენ: ესენი-კორობოვი, ჟიგალკო-ხენკინი, გუსეინოვი-ალექსეევი, ნ. მამედოვი-ნეგი, მჭედლიშვილი-დურარბეილი, ჩაემი-ს. მამედოვი, საფარლი-მამადოვი... სანიკიძე-ხუხაშვილი, ნიგალიძე-ჰეჯაზიპური, ბაციაშვილი-აბდულა, ნასრი-ხაჟომია, ფანცულაია-რზაევი, გავაშელი-აბასოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე