მესამე დღეა, გიორგი შერმადინის ტრანსფერზე გვიწევს წერა. როგორც ყველა სერიალს, ამასაც კეთილი ბოლოჰქონდა - საბერძნეთის "პანათინაიკოსმა" და სლოვენიის "ოლიმპიამ" იოლად გამონახეს საერთო ენა...

მესამე დღეა, გიორგი შერმადინის ტრანსფერზე გვიწევს წერა. როგორც ყველა სერიალს, ამასაც კეთილი ბოლოჰქონდა - საბერძნეთის "პანათინაიკოსმა" და სლოვენიის "ოლიმპიამ" იოლად გამონახეს საერთო ენა. გადაწყდა, რომ გიორგი 2010-11 წლების სეზონს (განათხოვრების წესით) ლიუბლიანის "ოლიმპიაში" ითამაშებს.

გუშინ გაუწყეთ, რომ სამშაბათის ვარჯიშზე შერმადინი პანათინაიკოსელ თანაგუნდელებს გამოემშვიდობა. ოთხშაბათს იგი სლოვენიაში ჩავიდა და საღამოს "ოლიმპიას" ვარჯიშზე გამოჩნდა. 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრზე დიდ იმედებს ამყარებს ოლიმპიელთა თავკაცი იურე ზვოდჩი. ეს მისი ნათქვამიდანაც ჩანს:

- ჩვენი ახალგაზრდა ცენტრისგან ბევრს ველით. "პანათინაიკოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შერმადინი უკვე ლიუბლიანაშია. გიორგი განაცხადში შევიყვანეთ, ახლა მთავარია, მალე ჩაჯდეს სისტემაში. ცენტრის პოზიციაზე პრობლემები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ შერმადინის დამატების შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდება.

ქართველი მეფარე "ოლიმპიასთან" ერთად ადრიატიკის ლიგაზე "იგოკეასთან" მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. 20 ოქტომბერს კი "ოლიმპია" ევროლიგაში ჩაერთვება - "ეფეს პილსენს" დაუპირისპირდება.

სლოვენიელმა ჟურნალისტებმა ახალწვეულის შესახებ აზრის გამოთქმა ვლადიმერ ბოისას სთხოვეს.

- მისი აყვანა "ოლიმპიასთვის" დიდი პლუსი იქნება. ტანმაღალი ცენტრი ძალიან გვჭირდება. შერმადინი მაღალია, კარგი ნახტომი აქვს, მშრომელი ახალგაზრდაა. მოკლედ, მისი თამაშის ხარისხი ეჭვს არ იწვევს. "ოლიმპიაში" აქამდე სამ ქართველს გვითამაშია: მე, ვლადიმერ სტეფანიას და მანუჩარ მარკოიშვილს. ვფიქრობ, გუნდს ყველა კარგად დაეხმარა. მჯერა, რომ გიორგი შერმადინი "ოლიმპიაში" მოთამაშე საუკეთესო ქართველი იქნება.

შერმადინი პაუ გასოლს პირველად ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა შეადარა. ბოლო დროს ეს შედარება სლოვენიელებმაც აიტაცეს და ბოისასაც პარალელის გავლება სთხოვეს. აი, რა უპასუხა გამოცდილმა ქართველმა ფორვარდმა:

- გიორგი კარგი კალათბურთელია, ნიჭიერია... მას ვლადიმერ სტეფანიას შევადარებდი. ვოვაც ცენტრია და ახალგაზრდულ ასაკში ლიუბლიანის "ოლიმპიაში" თამაშობდა. შერმადინი სწრაფია, დაყენებული სროლა აქვს, შეტევაში მასზე დაყრდნობა შეიძლება. გიორგის ცენტრისთვის საჭირო ყველა მონაცემი აქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამ შესაძლებლობების კალათბურთელმა მომავალში NBA-ში ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე