"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასზე "ნიუკასლს" უმასპინძლა და სტუმართა ამბიციური გუნდი უშანსოდ დაამარცხა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასზე "ნიუკასლს" უმასპინძლა და სტუმართა ამბიციური გუნდი უშანსოდ დაამარცხა.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ "ეშმაკების" რიგებში თავი იმ ფეხბურთელებმა გამოიჩინეს, რომელთაც გოლი იშვიათად გააქვთ ხოლმე - ანდერსონმა და ტომას კლევერლიმ.

ამას გარდა, ხანგრძლივი და არცთუ ხანგრძლივი პაუზების შემდეგ ძირითადს დაუბრუნდნენ დარენ ფლეტჩერი და უეინ რუნი.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონი გახარებული იყო:

"კმაყოფილი ვარ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ "ნიუკასლი" რაღაც წილად ჩვენზე უკეთ აღმოჩნდა მზად ამ თამაშისთვის, მაგრამ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა.

დროდადრო ფანტასტიკურ ფეხბურთს ვაჩვენებდით.

ტრიბუნებიდან წამოსული ზეწოლის მიუხედავად, ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

უეინ რუნი და დარენ ფლეტჩერი დღეს ძალიან კარგები იყვნენ. უეინს თამაშის ბოლოს ცოტა დაღლა დაიტყო. ეს ბუნებრივიც იყო. რუნის დარად რამდენიმე ფეხბურთელისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს პირველი მატჩი იყო და გუნდური გადაღლილობა, პრინციპში, ამით აიხსნება.

მოხარული ვარ, რომ ანდერსონმა და კლევერლიმ გამოიჩინეს თავი. განსაკუთრებით, მეორე გოლი უნდა აღვნიშნო, რადგან ამ მომენტში მთელი გუნდი დიდებულად გამოიყურებოდა.

მეტოქეს რაც შეეხება, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენთვის ცხოვრება გაერთულებინათ. მათთვის ეს იოლი ამოცანა ნამდვილად არ იყო.

ფეხბურთელები ხვდებიან, რომ ყოველი შეხვედრის მოგება აუცილებელია. რაც მთავარია, ასპარეზობა მომავალშიც ასეთივე განწყობით უნდა გავაგრძელოთ".

ბოლომდე სერიოზულად

"არსენალისგან" ყველა გოლების წვიმას ელოდა. ეს ასეც მოხდა. "მეთოფეებმა" რანგით მესამე დივიზიონის აუტსაიდერ "ქოვენთრისთან" ფანტასტიკური თამაში ჩაატარეს და მეტოქეს თავბრუ დაახვიეს სწრაფი, მრავალსვლიანი კომბინაციებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს პირველი გოლი ახალ გუნდში. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ სტუმართა გამოცდილმა ირლანდიელმა გოლკიპერმა ჯო მერფიმ მას პენალტი აუღო.

ფრანგის გარდა, თავი გამოიჩინეს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, თეო უოლკოტმა (დუბლი), ანდრეი არშავინმა და 18 წლის ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა იგნასი მიკელმა.

არსენ ვენგერმა თამაშის შეფასება არ დაიზარა:

"მგონია, რომ ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ. პირველი ნახევარი გარკვეული გამოცდა იყო, განსაკუთრებით, დაცვაში. მეორე ტაიმში კი მეტოქე დაიღალა და ჩვენმა შემტევებმაც ამის მერე მოკიდეს საქმეს ხელი.

გუნდს, რომელსაც წინა ხაზზე ოქსლეიდ-ჩემბერლენი, უოლკოტი, არშავინი და ჟირუ ჰყავს, ცხადია, ხიფათს ყოველთვის შექმნის.

სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი ამ წარმატებაში. საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია გუნდებს შორის კლასში სერიოზულმა სხვაობამაც. ამის მიუხედავად, "ქოვენთრის" მიმართ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია - გუნდმა ძალიან დიდი ძალა და ენერგია დახარჯა.

ხომ ნახეთ, ბოლო წამამდე არ გაჩერებულან, ყოველი ბურთისთვის თავდადებით იბრძოდნენ. ეს ისეთი ხასიათის შეხვედრა იყო, რომელსაც ბოლომდე სერიოზულად უნდა მოვკიდებოდით და ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ცალკე უნდა აღინიშნოს ოლივიე ჟირუს გოლი. აქამდეც ვიცოდით, რომ ის ოდესღაც დაიწყებდა გატანას და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდით, რომ ეს რაც შეიძლებოდა, სწრაფად მომხდარიყო.

მას მერე, რაც ჩვენთან გოლების ანგარიში გახსნა, ეს მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. იმედი მაქვს, რომ ის ასეთივე ეფექტური იქნება პრემიერლიგის შეხვედრებშიც".

თინეიჯერების ლივერპული

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა სერიოზულად გარისკა, როცა ლიგის თასის მესამე ეტაპზე "ვესტ ბრომვიჩთან" შემადგენლობა, ძირითადად, ახალგაზრდებით (კოატესი, უისდომი, რობინსონი, ასაიდი, პაჩეკო, იესილი, ჰენდერსონი) დააკომპლექტა, მაგრამ სწორედ ახალგაზრდულმა მონდომებამ გაამართლა.

"ლივერპულის" მცველებისა და მეკარის შეცდომა გარკვეულწილად ტრადიციასავით ჩამოყალიბდა. ასე მოხდა მე-3 წუთზე - ბრედ ჯონსი გამოსვლაზე თანაგუნდელებს შეეჯახა და ბურთი გაბრიელ ტამაშს დაუგდო. უნგრელმა თავდამსხმელმა ერთი შეხებითვე გაიტანა.

"ლივერპულმა" ნური შაჰინის ეფექტური გოლებით მოიგო. თურქმა საყრდენმა პირველად ბენ ფოსტერის საშინელი თამაშის წყალობით გაიტანა, მეორედ კი ფლანგური ჩაწოდებისას მცველს დაასწრო და ახლოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აი, რა თქვა ბრენდან როჯერსმა თამაშის შემდგომ:

"ეს მოგება სიმბოლური იყო, რადგან მან ყველას დაუმტკიცა, რომ ჩვენ, როგორც გუნდი, უკვე გაზრდილი ვართ. ამავე მოედანზე ჩემპიონატის პირველ ტურში წაგების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არ ესმოდათ, თუ რას ვითხოვდი მათგან.

ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ახალგაზრდა, ტექნიკური ფეხბურთელების ერთად ხილვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ბიჭებმა უკვე იციან, თუ როგორ უნდა იბრძოლონ. წინ "ენფილდზე" "სუონსისთან" დიდი მატჩი გველის.

ყველამ იცის, რომ ეს კლუბი მხოლოდ განსაკუთრებული წინადადების მიღების შემდეგ დავტოვე. სწორედ ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი საღამო იქნება.

მთელი სულითა და გულით ვულოცავ ისტორიულ მიღწევას ჯერომ სინკლერს (ფეხბურთელმა გუშინ 16 წლისამ და 6 დღისამ მოირგო "ლივერპულის" მაისურა ოფიციალურ შეხვედრაში. რედ).

პირადად თამაშის დასრულებისთანავე უკვე ვუთხარი სათქმელი. მნიშვნელოვანია, რომ ჯერომი და ჯეკ რობინსონი მინდორზე ერთად იყვნენ (წინა რეკორდი სწორედ რობინსონს ეკუთვნოდა. დებიუტისას ის 16 წლისა და 250 დღისა იყო. რედ). ისინი უნდა გავაფრთხილო, რომ ყველაზე მძიმე სამუშაო მათ ჯერ კიდევ წინ ელოდებათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა