ჩინეთის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან სტარტს აიღებს 22 წლის ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში 52-ეა
პეკინში 28 სექტემბერს იწყება ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი - ჩინეთის ღია პირველობა (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი).

საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღებს სტარტს 22 წლის ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში 52-ეა. ტურნირის ორგანიზატორებმა ჩვენებური პირველ ნომრად განთესეს.

28 სექტემბერს, დილით ადრე, იგი რეიტინგით 88-ე ესპანელს - ლარა არუაბარენა-ვესინოს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში ავსტრალიელ ქეისი დელაქუას (77-ე) და რუს ვერა დუშევინას შორის უძლიერესს შეხვდება. პირველი ბარიერის გადალახვისთვის 20, მეორე წრეში გამარჯვებისთვის კი 30 ქულას დაიმსახურებს.

თელავში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირი. მეორე წრის შეხვედრები ჩვენებურთაგან სოფიო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგეს - მათ, შესაბამისად, კონი პერინი (შვეიცარია, 4:6, 6:3, 6:4) და რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლანდია, 6:4, 2:6, 7:6) დაამარცხეს. მაკა ჩახნაშვილი მე-8 ნომრად განთესილ ანა-ლენა ფრიედსამს (გერმანია) დანებდა - 6:7, 7:5, 4:6.

ტურნირის რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ (უკრაინა) მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) აჯობა - 6:3, 6:0. პაექრობას განაგრძობს მისი თანამემამულე ელინა სვიტოლინაც (იგი ასპარეზობის მე-2 ნომერია) - 27 სექტემბერს მან იტალიელი კორინა დენტონი დაჯაბნა - 6:1, 6:4. დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ტერეზა მრდეზა (ხორვატია, 5) - ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკეთი) 1:6, 6:3, 7:6, ანა შკუდუნი (უკრაინა) - რალუკა ოლარუ (რუმინეთი) 6:4, 1:6, 6:4, ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი, 4) - ნადია კიჩენოკი (უკრაინა) 6:1, 6:3.

მეოთხედფინალში ითამაშებენ: ცურენკო - ფრიედსამი, კრუნიჩი - შაფათავა, კალაშნიკოვა - შკუდუნი, მრდეზა - სვიტოლინა.

წყვილთა შეჯიბრებებში ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინა ძეჰალევიჩმა (ბელორუსი) კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოაშორეს პირველ ნომრად განთესილი უკრაინელი დები - ლუდმილა და ნადია კიჩენოკები - 6:4, 6:2.

მეოთხედფინალში გავიდა სოფიო შაფათავას და დარია ლებეშევას (ბელორუსი) დუეტი, რომელმაც თამარ ჭალაგანიძეს და ანი გოგვაძეს აჯობა - 6:1, 6:2. შეჯიბრებას გამოეთიშნენ მარიამ ქურასბედიანი და ბაბილინა მაჩაიძე, რომლებმაც რეკ-ლუკა იანისთან (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) წააგეს - 0:6, 1:6.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა მაკა ჩახნაშვილისა და სოფიო ქვაცაბაიას დუეტი, მაგრამ ჩვენებურებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ირინა ხრომაჩევას (რუსეთი) და ელინა სვიტოლინას (უკრაინა) - 3:6, 1:6. რალუკა ოლარუს (რუმინეთი) და ლესია ცურენკოს (უკრაინა) წყვილმა შვედები - ჰილდა მელანდერი და პაულინა მილოსლავლიევიჩი დაჯაბნა - 6:3, 6:1.

27 სექტემბერსვე გამოვლინდა ერთი ნახევარფინალისტიც: ელიზავეტა იანჩუკმა (უკრაინა) და ალექსანდრა სასნოვიჩმა (ბელორუსი) ჯერ ინეს ფერერი-სუარესსა (ესპანეთი) და რიჩელ ჰოგენკამპს (ჰოლანდია) სძლიეს - 6:2, 5:7, 10:8, 27 სექტემბერს კი დაძაბულ პაექრობაში ტადეია მაიერიჩსა (სლოვენია) და ანა შკუდუნს აჯობეს - 7:5, 7:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩემი კუკარაცა ნანახი გაქვს
გამოვარდა უკვე
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა