ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის

თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის

შეიძლება ითქვას, თბილისის სპორტის სასახლე უკვე მზადაა ჭაბუკთა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისთვის, რომელსაც ჩვენი დედაქალაქი 8-10 ოქტომბერს უმასპინძლებს...

შეიძლება ითქვას, თბილისის სპორტის სასახლე უკვე მზადაა ჭაბუკთა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობისთვის, რომელსაც ჩვენი დედაქალაქი 8-10 ოქტომბერს უმასპინძლებს. უკვე მოწყობილია არენა (სამი ლეიბით) და მოგვარებულია ყველა საორგანიზაციო საკითხიც. შეგახსენებთ ჩვენი გუნდების შემადგენლობას. ჭაბუკთა ნაკრებში ლერი ჯიხვაშვილი (48), გიორგი საჩალელი (52), ლაშა გიუნაშვილი (56), გიორგი კაცია (60), გოჩა ვარძელაშვილი (65), მიხეილ ჩოხელი (70), შმაგი შარიფაშვილი (75), ბექა რატიანი (81), ალექსანდრე მილდიანი (87), სლავა რეზესიძე (+87) იჭიდავებენ, ახალგაზრდებში - გივი ნადარეიშვილი (48), ვაჟა ლატარია (52), გენადი ჩირგაძე (57), გიორგი ტაბატაძე (62), ზვიად კაპანაძე (68), ზებედა რეხვიაშვილი (74), ვახტანგ სარაჯიშვილი (81), ზაზა დავაძე (90), არჩილ შინჯიკაშვილი (100), ლევან მუქერია (+100).

გოგონათა ტურნირში ახალგაზრდებში დარინა აბულაძე (48), შორენა შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) გამოვლენ, უმცროს ასაკში - ცირა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).

როგორც გუშინ სპორტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების თავკაცმა ოლეგ იაძემ განაცხადა, ახლა ძირითადი საზრუნავი სტუმართა დახვედრა-დაბინავებაა, რადგან სხვა საკითხები მოგვარებულია. თუმცა არ იფიქროთ, დახვედრაზე რაიმე პრობლემები იყოს - ტრანსპორტი თუ დამხვედრთა ვინაობა ზუსტადაა გაწერილი და სტუმრების ჩამოსვლას ელოდებიან. ისინი ყველა წვრილმანს ითვალისწინებენ, რაც კი მათ უცხოეთში პრობლემად დახვედრიათ და ცდილობენ, იგივე აქ ჩამოსულებსაც არ შეექმნათ. მობილიზებულია სათანადო სამსახურები, რათა სპორტსმენები აეროპორტში დიდხანს და გაუმართლებლად არ დააყოვნონ. სტუმართა ორგანიზებულად დახვედრაზე მავან ტურისტულ ფირმასაც უზრუნია, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ბევრ გუნდს მასპინძლებისთვის ჯერ კიდევ არ უცნობებია, რომელ საათზე ჩამოდიან. ამის მიუხედავად, ჩვენები მაინც მზად არიან საიმისოდ, რათა პრობლემა არავის შეექმნას და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებენ. ასევე მოგვარებულია ტრანსპორტის, დაცვის, სასტუმროების და სხვა აუცილებელი საკითხები. ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, მონაწილეებს ღირსეულად უმასპინძლოს და საქართველო კარგად წარმოაჩინოს - ეს ჩემპიონატი ხომ ჩვენი ქვეყნის ერთგვარი რეკლამაცაა.

ფინანსურ საკითხებზე საუბრისას იაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მისამართით, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ძირითადად მის მიერ გამოყოფილი 100 ათასი ლარით ტარდება. ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ დედალაქის მერიამ დანაპირები ბოლომდე არ შეასრულა. ამ თანხებს ფედერაციამ საკუთარი ძალებით მოძიებული 20 ათასი ლარიც დაამატა, თუმცა თანხები სარეკლამო კამპანიისთვის მაინც არ ეყოთ. ტურნირის ჩატარებაში სამბისტებს სპორტის სასახლის ახალი ხელმძღვანელობაც დიდად დაეხმარა, რომელმაც იჯარის საფასურში სერიოზული შეღავათი გაუწია. სიტყვა სამადლობელზე მიდგა და თავისი წილი პატივი საერთაშორისო ფედერაციასაც მიაგეს, რომელმაც თურმე ჩვენს ფედერაციას ბაზის სარემონტოდ თანხა გამოუყო. შეგახსენებთ, რომ სამბისტებს ვაკეში მდებარე ძიუდოისტთა დარბაზი გადასცეს, რომელსაც რემონტი სჭირდება. თურმე საერთაშორისო ფედერაციას მსგავსი დახმარება აქამდე არასოდეს არავისთვის გაუწევია. მათი მხრიდან ეს მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო, ამის დასამტკიცებლად იაძემ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლატვიელი ანდრეი ბირიუკოვიც დაიმოწმა - ის ადრეც იყო ჩამოსული საორგანიზაციო საკითხების მოსაწესრიგებლად. ბირიუკოვი და საერთაშორისო ფედერაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბელარუსი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი ლეონიდა კოზლოვსკაია უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფებიან.

წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 30-35 ქვეყანას ელოდებიან, თუმცა გუშინ, შუადღისთვის მხოლოდ 18 განაცხადი იყო მოსული. კონკრეტული გუნდებიდან უზბეკეთი და სომხეთი უკვე სამი დღეა, თბილისში ვარჯიშობენ. იაძის თქმით, ჩვენი გუნდების პროგრამა-მაქსიმუმი ორივე ასაკში გუნდური პირველობის მოგებაა, პროგრამა-მინიმუმი - ერთში მაინც გამარჯვება.

ჩემპიონატი სპორტის სასახლეში სამივე დღეს დილის 10 საათზე დაიწყება. ხვალ საღამოს ბლოკი 17-ზე განახლდება გახსნის საზეიმო ცერემონიალით, რასაც ფინალური შეხვედრები მოჰყვება. მომდევნო დღეებში ფინალები 18 საათზე დაიწყება. პარასკევს ვაჟებიდან 48, 60, 75 კილოგრამის, გოგოებიდან კი 40, 52 და 65-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. შაბათს - ვაჟთაგან 52, 65, 81 და +87-ის, გოგოებიდან - 44, 56, 70 და +75-ის, კვირა დღე კი დანარჩენებს დაეთმობათ.

სპორტის სასახლეში დასწრება თავისუფალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა