ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯერაც გამოცანა - რატი წინამძღვრიშვილის პორტრეტი

ჯერაც გამოცანა - რატი წინამძღვრიშვილის პორტრეტი

ბევრისთვის უკვე ჩამოწერილმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის წინა ტურში "ზესტაფონს" "ვიტ ჯორჯიასთან" მოაგებინა
რწმენა დიდი საქმეა. ფეხბურთელსაც ეს სჭირდება, როცა მოედანზე გადის, როცა ჩავარდნა აქვს და ხელახლა უნდა წამოდგეს ფეხზე.

"ზესტაფონის" ახალმა მწვრთნელებმა, დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ნდობა გამოუცხადეს რატი წინამძღვრიშვილს.

ერთი მხრივ, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან წინამძღვრიშვილის გარდა, "ზესტაფონს" ამ დროისთვის ასე თუ ისე გამოცდილი თავდამსხმელი არ მოეპოვება; მეორე მხრივ კი, წინამძღვრიშვილის საფეხბურთო რეანიმაცია არის ნდობა - რატი ხომ ბევრს უკვე ჩამოწერილი ეგონა, ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში კი "ზესტაფონს" მცხეთა პარკზე მოაგებინა "ვიტ ჯორჯიასთან" (იხილეთ ვრცლად).

რატი "ამერიდან" გაიცნეს, როცა ამ გუნდის თავკაცი გაიოზ დარსაძე იყო. 1988 წელს დაბადებულები - "ამერმა" ამ პლეადაზე გააკეთა გათვლა.

წინამძღვრიშვილი, გიორგი განუგრავა, ბექა გოცირიძე... ისინი იყვნენ დარსაძის ჯილები.

"ამერშიც" თავიდან სჯეროდათ 88-იანების პროექტის. ისიც სჯეროდათ, რომ ყველა 88-იანი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა და მათგან ერთს ან ორს რომ გაექაჩა, უკვე შედეგი იქნებოდა.

რატი ოქროყანიდან დადიოდა თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ. თბილისი-ოქროყანა-თბილისი: თუ აგარაკზე მიდიხარ, სასიამოვნო მარშრუტია, საფეხბურთო სკოლაში სასიარულოდ კი ვერ არის იოლი საქმე.

რატის ფესვები წინამძღვრიანთკარიდან არის. ეს არის სოფელი საგურამოსთან ახლოს. იქ ფეხბურთელის ბაბუა ცხოვრობს. რატის კი საქმე ისე წაუვიდა, რომ ხეტიალი მისი ცხოვრების სტილი გახდა. ის სპეციფიკურ გარემოში გაიზარდა და შესაბამისად, განსაკუთრებული მიდგომა იყო საჭირო...

წინამძღვრიშვილი ასაკობრივ ნაკრებებში გამოიძახეს. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად უმცროსი ნოდარ ახალკაცი მოიყვანეს, ვინც გაიოზ დარსაძეს და "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას ეყრდნობოდა, თავისებური ტრიუმვირატი ჩამოყალიბდა ქართული ფეხბურთის სვე-ბედის შესაქმნელად.

რატი "ამერის" ფეხბურთელი იყო და მისით "ზესტაფონი" დაინტერესდა. წინამძღვრიშვილს დარსაძემ ეროვნულ ნაკრებშიც მისცა თავის გამოჩენის შანსი. რატის აქციებმა აიწია.

2006 წელს "ამერმა" საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონი" დაამარცხა. ჩინებული თავური გოლი და საგოლე პასი - ასეთი გამოდგა რატის მონაგარი იმ ფინალში.

წინამძღვრიშვილი მაშინ 18 წლის გახლდათ. ბევრი გახსოვთ, თასის ფინალი 18 წლისას რომ "გაეკეთებინოს"? არადა, მართლაც ასე იყო, რატის უკვე შეეძლო თამაშის გაკეთება.

თინეიჯერულ ასაკში სტაბილურობა ძალიან ძნელია. რატი რეალითი შოუ "ჯეო-ბარში" გამოჩნდა სიგარეტით. ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული, თუმცა ზოგიერთის მენტალიტეტი ფეხბურთელის ასეთნაირად გამოჩენას ვერ ეგუება. მე მაინც მგონია, რომ მაშინ ყველაფერი ასაკის ბრალი იყო და არა ფეხბურთელის ხასიათის.

წინამძღვრიშვილს ტრავმამაც შეუშალა ხელი. რატი "ამერის" მეორე გუნდში აღმოჩნდა...

ამასობაში ჩვენი ნაკრებების ხელმძღვანელიც შეიცვალა. ამას მოჰყვა ის, რომ წინამძღვრიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. შემდეგ "ამერიც" დაიშალა.

ყველაფერი ერთმანეთს აეწყო, მაგრამ ცუდს კარგიც მოჰყვა - "ზესტაფონის" პრეზიდენტს ამ ფეხბურთელის აყვანა ძალიან უნდოდა და საწადელსაც მიაღწია.

"ზესტაფონმა" ბევრი გააკეთა წინამძღვრიშვილისთვის. კლუბის დახმარებით ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი რატიმ ევროპაში მოილია. "ზესტაფონმა" ის ხელახლა აქცია ფეხბურთელად.

წინამძღვრიშვილი თითქოს ურიგოდ არ გამოიყურებოდა "ზესტაფონში", მაგრამ ვერ ვნახეთ მისი ისეთი აფეთქება, როგორსაც მისგან ელოდნენ. რისი ბრალი იყო ეს? "ზესტაფონის" სხვა ფეხბურთელები წინ მიიწევდნენ, რატი კი...

წინა სეზონის დასრულების შემდეგ წინამძღვრიშვილი სხვა გუნდში აპირებდა გადასვლას, ოღონდაც ტრანსფერი გვარიანად რთული საქმეა და მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელის, ბოლო დროს წარმატებით რომ ვერ თამაშობდა.

წინამძღვრიშვილი, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თან იყო "ზესტაფონის" ფეხბურთელი და თან - არც იყო.

ახმახი, აგრესიული, გოლის გატანის ალღოთი დაჯილდოებული, თავით კარგად მოთამაშე, ცენტრფორვარდი, რომელსაც ბურთის შენარჩუნება, გუნდის "ამოყვანაც" რომ შეუძლია - ასეთი კაცი უქმად დარჩა.

ახლა კი მორიგი რეანიმაციაა. მუჯირი და ზამთარაძე, ალბათ, აღმზრდელობით მუშაობასაც ეწევიან "ზესტაფონის" ზოგიერთ ფეხბურთელთან. ესეც მწვრთნელობის ერთ-ერთი ნაწილია. ამ საქმიდან რაღაც უკვე გამოდის, წინამძღვრიშვილი ისევ მოედანზეა და გოლებიც გააქვს.

ნიჭს ბევრი შეუძლია. წინამძღვრიშვილის შესაძლებლობების ზღვარი კი სად გადის, ჯერ გამოცანაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

• janorhus

იმედია მედიის ასეთი ყურადღება ბოლო არ იქნება და რატი შედეგებს გააუმჯობესებს

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა