ტურინის "იუვენტუსის" მთვარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მასიმო კარერა გაუფრთხილებელ მკვლელობაში ამხილეს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა აშკარად საშარო საქმეა - ანტონიო კონტე გარიგებული მატჩების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და ლამის პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

ამასთან, ფედერკალჩოსგან დისკვალიფიკაცია აქვს და თავისი გუნდის თამაშებს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს. კონტეს მოვალეობას რომ მასიმო კარერა ასრულებს, ესეც გეცოდინებათ, მაგრამ შესაძლოა "იუვენტუსი" მის გარეშეც დარჩეს.

დიახ, იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა კარერა დაუგეგმავ, გაუფრთხილებელ მკვლელობაში ამხილეს და სასჯელსაც მალე გამოუტანენ. სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერს შედგება და განაჩენიც გაცხადდება...

რაც შეეხება კარერას ბრალეულობის არსს, აქვე გეტყვით, რომ საქმე საავტომობილო შემთხვევას ეხება. ავარიაში ერთბაშად სამი მანქანა მოჰყვა, რომლის შედეგადაც ორი გოგო გარდაიცვალა. ეს ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა გამოძიება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გაირკვა, ავარიის გამომწვევი სწორედ კარერა გახლდათ, რომელიც თავისი "მერსედესით" "ფორდს" შეეჯახა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ იმ მანქანას შეასკდა, სადაც გოგონები ისხდნენ.

მოკლედ, "იუვენტუსის" დამრიგებელი მთავარი დამნაშავე გახლავთ და განაჩენის მოლოდინშია. თუ რას ითვალისწინებს იტალიის კანომდებლობით აღნიშნული დანაშაული და თუ რა განაჩენს უნდა ელოდოს კარერა სასამართლოსგან, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა