სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ მის გუნდს "მკვლელის ინსტინქტი" აკლია. ლეგენდარულ სქოთს "მანჩესტერ იუნაიტედზე" ასე თქმა პრემიერლიგის შვიდ შეხვედრაში ოთხი ფრის გამო მოუწია...
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ მის გუნდს "მკვლელის ინსტინქტი" აკლია. ლეგენდარულ სქოთს "მანჩესტერ იუნაიტედზე" ასე თქმა პრემიერლიგის შვიდ შეხვედრაში ოთხი ფრის გამო მოუწია. კერძოდ, მრავლისმნახველმა სპეციალისტმა ბრძანა:

"ჩემს დღევანდელ გუნდს მეტოქეთა "განგმირვის" უნარი არ აქვს, რაც ერთ-ერთი იმ ნაკლთაგანია, აუცილებლად და სასწრაფოდ რომ უნდა გამოსწორდეს. მაგალითად, ლონდონში, "ფულჰემს" რომ ვხვდებოდით, თამაშის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე პენალტი ვერ გავიტანეთ. რომ გაგვეტანა ანგარიში 3:1 გახდებოდა და ამით ყველაფერს წერტილი დაესმებოდა. აი, ასეთი მომენტების ხელიდან გაშვებით ჩვენ ამ სეზონში უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ.

უარესი ამბავი მოხდა ლივერპულში, "გუდისონ პარკზე" ევერტონთან თამაშის დროს. იმ შეხვედრაში, მსაჯის დამატებულ დროში ორი გოლი გავუშვით. ეს დაუჯერებელი გახლდათ. მსგავს შეცდომებს და დაუდევრობას დიდი ფასი აქვს".

და მაინც, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მთავარი ნაკლი იმდენად თავდახსმაში არ უნდა ვეძიოთ, რამდენადაც დაცვაში.

"კარგად თუ დავაკვირდებით, ჩვენ გოლების გატანის პრობლემა არ გვაქვს. "ლივერპულს" ერთ შეხვედრაში სამი გავუტანეთ. სამ-სამი შევაგდეთ "ევერტონის", "ვესტ ჰემისა" და "ნიუკასლის" კარშიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის კარში ბურთის შეგდება არ გვიჭირს".

ფერგიუსონმა პრემიერლიგის ლიდერზე "ჩელსიზეც" თქვა ორიოდ სიტყა... რასაკვირველია, მწარე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ლონდონელები ცხრილს შთამბეჭდავად ლიდერობენ და "იუნაიტედს" 5 ქულით უსწრებენ, სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ ამაში დიდი როლი კალენდარმა ითამაშა.

"თუ "ჩელსის" კალენდარს ერთხელაც გადახევდათ, იფიქრებთ, რომ გუნდს ყველა თამაში მართლაც უნდა მოეგო. ჩვენ კი სტუმრად ვიყავით "ფულჰემთან" და ევერტონთან და "ლივერპულს" ვუმასპინძლებთ. შეადარეთ, ეს თამაშები "ჩელსისას"...

კიდევ, "იუნაიტედის" თავკაცმა თქვა, რომ იანვარში "უიგან ატლეტიკიდან" შეიძლება იჯარით გაშვებული 21 წლის ტომ კლივერლი დაიბრუნოს.

"ტომი დიდი ფეხბურთელი გახდება. მე მისი თამაში ძალიან მომწონს. ვიცი, რომ ფანები მასზე უკვე ლაპარაკობენ და ცამდე მართალნიც არიან, რადგან ტომი კლივერლი ის ფეხბურთელია, რომელსაც შემდეგი თაობის ვაე\რსკვლავად აღიარებენ.

რატომ გავუშვი სხვა გუნდში? ვფიქრობდი, რომ მისი განვითარებისთვის საჭირო თამაშების რაოდენობას ვერ დავუთმობდი და მინდოდა ხუთი ან ექვსი თვით სხვაგან მოესინჯა ძალა. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან "უიგანში" შეიძინა, კლივერპლის ძალიან გამოადგება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა