საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
საჩხერეში ნათამაშები ფრის გამო, ლიდერობის შესანარჩუნებლად, "დინამოს" ბოლნისელებთან მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს.

მატჩის წინა დღეს უცნობი იყო, მოედნის მდგომარეობიდან გამომდინარე, "დინამო" "სიონს" სად უმასპინძლებდა - მშობლიურ "დინამო არენაზე" თუ "მიხეილ მესხზე". საბოლოოდ, თბილისელებს სხვა არენის დაქირავება არ დასჭირვებიათ, მოედანი კი ურიგო მდგომარეობაში არ ყოფილა.

საკმაოდ უცნაური იყო "სიონის" შემადგენლობა: თარხნიშვილი "დინამოს" ეკუთვნის და შესაძლოა, ამის გამო არ უთამაშია, მაგრამ ასევე არ იყვნენ გამოცდილი ორბელაძე, ქემოკლიძე, ხუბუა, ჭედია.

ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა "დინამომაც", სადაც მრავლად ახალგაზრდა ვიხილეთ.

...თბილისელებს ყველაფერი გამოსდიოდათ და ამ შეხვედრაში გასარჩევი არც არაფერია. ეგაა, ძალიან გასაკვირი იყო "სიონის" სუსტი თამაში. მართალია, წლეულს გუნდი ლიდერებში არ არის და ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ ყველა მეტოქესთან იბრძვის და მისი კატასტროფული მარცხი მოულოდნელი იყო.

დუშან უჰრინის გუნდმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა. მასპინძლებს დასაწყისში "სიონის" კარის აღება უჭირდათ, მაგრამ მერე და მერე ფლანგებზე ძალიან გააქტიურდნენ და მწვავედ შეუტიეს. მე-20 წუთიდან კი "სიონის" კარში ისეთი ლამაზი გოლების წვიმა ვიხილეთ, ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა.

ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა, რომელმაც გიორგი ოქროპირიძეს ბურთი კუთხურთან ახლოს აართვა, საჯარიმოში ცრუ მოძრაობით მცველები ჩამოიცილა და ახლო კუთხეში გაიტანა - ამ გოლზე ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს.

მარცხენა ფლანგიდან კლასიკური კომბინაცია გაუთამაშა დარკო გლიშიჩმა ლევან ხმალაძეს, რომელმაც ულამაზესი თავურით გაიტანა.

იგივენაირად მერე თავად ხმალაძემ "დინამოში" პირველი გოლი გაატანინა ესტონელ თავდამსხმელ ვლადიმერ ვოსკობოინიკოვს.

მერე გიორგი მერებაშვილის ჯერი დადგა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლით ორჯერ ლამის იდენტურად იხეირა: ეგაა, პირველად შორეულ კუთხეში გაიტანა, შემდეგ კი ახლოში, მაგრამ ორივეჯერ ძალიან ლამაზად შეასრულა.

მალე დვალმა დუბლი შეასრულა, რომლის შემდეგაც მაყურებელს ოვაცია მიკელ ალვარომ მოსწყვიტა - მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.

ვერ ვიტყვით, რომ ბოლნისელებს არაფერი გაუკეთებიათ. ისინი დაცვაში სუსტმა თამაშმა დააღალატა, შეტევაში კი ზოგჯერ საკმაოდ მწვავედაც იჩხვლიტებოდნენ, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტით ვერ ისარგებლეს. თუმცა ბოლნისელთა გოლებიც ლამაზი გამოდგა: რამდენიმე გაფუჭებული მომენტის შემდეგ რევაზ ჯიქიამ საჯარიმოს ხაზიდან მეკარე თორნიკე ზარქუას ერთხელ მაინც აჯობა. ბოლოს კი გიორგი მანწკავამ ასევე საჯარიმოს რკალიდან მეკარისგან დაუცველი კუთხე შენიშნა და ბადე ოსტატურად შეარხია.

7:2 - "დინამომ" წლეულს სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვა, ქუთაისში კონკურენტი "ტორპედოს" მარცხით ისარგებლა და ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური

30.09. თბილისი. დინამო არენა. 1000 მაყურებელი.

დინამო-სიონი 7:2

გოლები: 1:0 დვალი (20), 2:0 ხმალაძე (25. გლიშიჩის პასით), 3:0 ვოსკობოინიკოვი (26. ხმალაძის პასით), 4:0 მერებაშვილი (49), 4:1 ჯიქია (60), 5:1 მერებაშვილი (64), 6:1 დვალი (72), 7:1 ალვარო (74), 7:2 მანწკავა (79).

დინამო სიონი

4-4-2 4-2-3-1

ზარქუა ბობღიაშვილი

სეთურიძე ლომაია

ხიზანეიშვილი სვანიძე

გ. კვარაცხელია გ. ოქროპირიძე

გლიშიჩი ჩიკვილაძე

ტვილდიანი ჯოჯუა

ხმალაძე ნემსაძე

ალვარო ფეიქრიშვილი

მერებაშვილი მანწკავა

ვოსკობოინიკოვი ისიანი

დვალი ჯიქია

მწვრთნელები:

დ. უჰრინი ა. ჯელაძე

დინამო

48. ხიზანეიშვილი - გველესიანი

67. ტვილდიანი - პაპავა

80. ვოსკობოინიკოვი - პარუნაშვილი

სათადარიგოები: სეფიაშვილი, ლექვთაძე, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი.

სიონი

46. ნემსაძე - ქუცურუა

46. ისიანი - ჭანკოტაძე

71. ლომაია - მაჭავარიანი

სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ორბელაძე, უგულავა, უგრეხელიძე.

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა