თელავის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ელინა სვიტოლინამ ლესია ცურენკო დაამარცხა
ლესია ცურენკო (უკრაინა) ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო ასოციაციის რეიტინგით 105-ეა. იგი თელავის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდეც წაუგებლად მიაღწია:

მართალია, ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრა კრუნიჩთან (სერბეთი) პირველი სეტი დაძაბულ პაექრობაში 6:7 დათმო, მაგრამ მომდევნო ორ ხელში შედარებით იოლად აჯობა მეტოქეს - 6:4, 6:2 და გადამწყვეტ პაექრობაში თანამემამულე ელინა სვიტოლინას (157-ე) დაუპირისპირდა, რომელიც თელავის ტურნირზე მეორე იყო.

ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ასევე უკრაინელი ანა შკუდუნი დაამარცხა - 6:3, 6:1. მთავარი პრიზისთვის ორთაბრძოლა დაძაბული არ გამოდგა - სვიტოლინამ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2 და მთავარი პრიზიც მოიპოვა.

წყვილთა ფინალში, როგორც გაუწყეთ, თამაშის უფლება მოიპოვა ბელორუს ეკატერინა ძეჰალევიჩთან შეამხანაგებულმა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ. იგი მიზანთანაც ახლოს იყო: უნგრელ რეკა-ლუკა იანისა და გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს პირველი ხელი 6:3 მოუგო, მეორე კი 4:6 დათმო. ტაიბრეიკებში გერმანულ-უნგრულმა დუეტმა უფრო იყოჩაღა (10:6) და პირველობაც მას დარჩა. ოქსანა მეწყვილესთან ერთად მეორე ადგილს დასჯერდა.

1 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 2 828 050 დოლარი) ანა ტატიშვილი, რომელმაც ერთეულებში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი ვერ გადალახა, წყვილებში ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად ტიმეა ბაშჩინსკისა (შვეიცარია) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა