საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" 20 წლის კალათბურთელი შეყვარებულია
20 წლის თორნიკე შენგელია, გარდა იმისა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების აქტიური წევრია, თავისი კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა - ის "ბრუკლინ ნეთსის" მოთამაშე გახდა.

ნბა-ში მის გადასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქართველ ქომაგებს შორის. შენგელია განსაკუთრებულად თაყვანისმცემელი გოგონების ყურადღების ცენტრშია, თუმცა კალათბურთელმა გაგვიმხილა, რომ მისი გული უკვე დაკავებულია.

- სულ თავიდან დავიწყოთ, შენი გატაცებიდან, როცა ცხოვრება კალათბურთს დაუკავშირე...

- კალათბურთის თამაში თბილისში არ დამიწყია. მამაჩემიც კალათბურთელი გახლდათ, უნგრეთში თამაშობდა. ორი თვე სწორედ იქ დავდიოდი სპორტის ამ სახეობაზე.

თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ვარჯიშს სერიოზულად მოვკიდე ხელი. 15 წლამდე საქართველოში ვთამაშობდი. შემდეგ ვალენსიაში სინჯებზე გავემგზავრე. ბათუმში საკალათბურთო "კემპი" გაიმართა. გამარჯვებული ვალენსიაში უნდა გამგზავრებულიყო. ღმერთის წყალობით, ამ ბანაკში გავიმარჯვე და მე გავემგზავრე. სამი წელიწადი იქ დავრჩი.

- იქ ვარჯიში აქაურისგან რით განსხვავდებოდა?

- ძალიან დიდი განსხვავება იყო - პირველ რიგში, პირობების თვალსაზრისით. ძალიან კომფორტული საცხოვრებელი გვქონდა; ასევე, მოქმედებდა დღის რეჟიმი, გვიმოწმებდნენ, რას ვჭამდით ყოველდღიურად. კვების რაციონსაც თავად ადგენდნენ. ვიყავით დიეტაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნაკლები უნდა გვეჭამა. უბრალოდ, ერთ დღეს, ვთქვათ, თევზი უნდა გეჭამა, მეორე დღეს ხორცი და ა.შ. არაფერს ვამბობ ვარჯიშის პირობებზე, დარბაზზე...

იქ მივხვდი, რომ კალათბურთი ნამდვილად მაინტერესებდა და ჩემი პროფესია ეს უნდა ყოფილიყო.

შემდეგ გავემგზავრე ბელგიაში. წელს "ბრუკლინ ნეთსის" წევრი გავხდი.

- ამ წარმატების შესახებ დაწვრილებით მოგვიყევი.

- ეს კარგი ნაბიჯია არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ ზოგადად, ამ სპორტის წარმომადგენლისთვის. ბავშვობიდან ჩემი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ნბა-ში მეთამაშა. ამისთვის ვვარჯიშობდი ძალიან ბევრს.

საერთოდ, თუკი თავიდანვე მიზანი არ გაქვს და არ ოცნებობ, წარმატებას ვერ მიაღწევ. თუკი არ იცი, რისთვის შრომობ, ამას რა აზრი აქვს. ძალიან ბევრი ვიშრომე...

თუკი გინდა, ვინმეზე მაგარი და უკეთესი იყო, იმათზე მეტი უნდა ივარჯიშო.

- "ბრუკლინ ნეთსმა" თავად შეგარჩია?

- როდესაც ევროპაში თამაშობ, გაკვირდებიან. იმართება 18-წლამდელთა ევროპის ტურნირები. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც გაკვირდებიან და გარჩევენ. ისე მოხდა, რომ იქ წავედი.

- ამაზე ასე გაწონასწორებულად ლაპარაკობ?

- ახლა იმ ემოციებით ვეღარ გადმოვცემ. აზრზე ვერ მოვდიოდი სიხარულისგან. ზუსტი დღე კი არა, ისიც არ მახსოვს, შერჩევის დროს რა ხდებოდა.

60 მოთამაშეს შორის ვიყავი, რომლებსაც არჩევდნენ. კარგა ხანს ვიჯექი იქ, რადგან 54-ე ნომერი მქონდა. როცა მოახლოვდა ჩემი რიგი, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს, ძალიან დიდი სიხარული განვიცადე.

- თორნიკე, გარდა იმისა, რომ დიდ გამოცდილებას მიიღებ, ალბათ, ანაზღაურებაც კარგი იქნება.

- ვერ ვიტყვი, რომ ანაზღაურებაზე გართულება მაქვს, მაგრამ მაინტერესებს. საბოლოო ჯამში, რაც მეტ თანხას გიხდიან, იმას ნიშნავს, რომ მეტად ფასობ. ყველა ამისკენ მიიწევს და მათ შორის მეც, თუმცა სანამ რაღაც ეტაპამდე მიხვალ, შენთვის ანაზღაურებას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. დამწყები როცა ხარ, ფულზე არ უნდა იფიქრო. როცა სპორტზე ხარ ორიენტირებული, მერე ფული თავისით მოდის.

ბავშვობაში რომ ვოცნებობდი ნბა-ში მოხვედრაზე, მაშინ ანაზღაურებაზე არ მიფიქრია, თუმცა თავისთავად ყველა მოთამაშე იქ მაღალანაზღაურებადია. მინდოდა, საქართველო მესახელებინა.

- რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს...

- ეს მაისური რომ მაცვია, დიდი პასუხისმგებლობაა. ინდივიდუალური რაღაცები გვერდზე უნდა გადადო, როცა ქვეყნის ნაკრებში ხარ. ჩემი ბავშვობის მეორე ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო.

- ნაკრებში გამორჩეული მეგობარი გყავს?

- არა, ერთი ოჯახი ვართ, არა მხოლოდ მოთამაშეები, მწვრთნელები, ექიმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელი იქნება ისეთი მოთამაშის გვერდით თამაში, რომელსაც მოედნის გარეთ არ ელაპარაკები. პირადად მე არ მქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ჩემს გუნდში სხვა ორ მოთამაშეს ჰქონია დაძაბული დამოკიდებულება ერთმანეთთან და ეს შეხვედრაზე ასახულა.

- პოპულარობას გრძნობ თბილისში?

- ხანდახან მცნობენ. მოდიან ხოლმე, გვილოცავენ. რა თქმა უნდა, უცხო ადამიანი რომ მოდის და სიყვარულს გამოხატავს, ეს სიამოვნებას განიჭებს. დალოცვილად ვგრძნობ თავს. არ ხდება ხშირად, უცხო ადამიანს იმიტომ უყვარდე, შენს საქმეს რომ აკეთებ.

- კალათბურთის გარდა, რით ხარ დაკავებული, როცა თავისუფალი დრო გაქვს?

- ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო. ფრენების დროს, თავისუფალ საათებში მიყვარს წიგნის კითხვა. ბოლოს "ჯინსების თაობა" წავიკითხე. აქამდე არ მქონდა წაკითხული.

ძალიან დიდი სიამოვნებით ვინადირებდი და ვითევზავებდი, ამის დრო რომ მქონდეს. თავისუფალ დროს იმაში ვხარჯავ, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები მოვიკითხო, რომლებიც ძალიან მენატრებიან. იქაურ მეგობრებთან ერთად იშვიათად დავდივარ რესტორნებში.

საერთოდ, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. მეორე დღეს რომ ვარჯიში გაქვს, წინა დღეს კლუბში ვერ გაერთობი. ალკოჰოლი საერთოდ არ შეიძლება. არ ვსვამ.

ზოგიერთი დიდი მოთამაშე ეწევა და სვამს. უცხოელებზე ვამბობ. თუკი ხელს არ უშლით, მოწიონ და დალიონ. ჩემი აზრით, ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია.

- თაყვანისმცემლებზე მინდოდა მეკითხა - გწერენ და გირეკავენ გოგონები?

- ჩემი ტელეფონის ნომერს არ ვარიგებ. ასე რომ, არ მირეკავენ. მწერენ "ფეისბუქზე". თუკი შევდივარ, აუცილებლად ვპასუხობ ყველას, ვინც თამაშების შემდეგ მილოცავს ხოლმე. საერთოდ, სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არ ვარ და იშვიათად შევდივარ. ნერვები მეშლება, სულ იქ რომ არიან ხოლმე. მგონია, ჩვეულებრივი ურთიერთობები უფრო კარგია, ვიდრე ვირტუალური.

- შეყვარებული ხარ?

- (თვალები უციმციმებს) არის გოგონა, რომელიც მიყვარს, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა ვრცლად ლაპარაკი. დრო რომ დადგება, აუცილებლად გაიგებთ, არ დაგიმალავთ.

- როგორი გოგონა მოგწონს?

- როგორიც მყავს, ისეთი (იცინის).

- როგორც სპორტსმენს, გიცნობდა?

- არა. შესაძლოა, მიცნობდა კიდეც, მაგრამ...

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ, ოდნავ (იცინის), ნაწილობრივ, ხანდახან... რომანტიკა ინდივიდუალურია. არ მიფიქრია, ჩემთვის რა არის რომანტიკა.

- საკუთარი თავით ამაყობ?

- ამპარტავანი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს. არ მინდა იმან შემცვალოს, რომ ნბა-ში ვთამაშობ და ზევიდან ვუყურო სხვებს. ზუსტად იგივე მენტალიტეტი მაქვს, რაც აქამდე მქონდა. ვის და რატომ უნდა "ვემარიაჟო"? ვერ ვხვდები ამის აზრს. ვის უნდა შევახარბო ჩემი წარმატება? ადამიანს იმის მიხედვით არ ვაფასებ, სად სწავლობს, მუშაობს ან სად თამაშობს. ამის გაკონტროლებისთვის ძალდატანება არ მჭირდება, თავისით გამომდის ასე.

იხილედ სრულად

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

როგორ მოვხვდეთ NBA-ში - თორნიკე შენგელიას მარტივი რეცეპტი

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს