გერმანიის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა იურგენ კიასმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა შეუძლიათ 40 წლამდე ასაკის მოკრივეებს
საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონმა სერხიო მარტინესმა ესპანური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრძოლაში გამოიწვია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, პირველ საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი.

37 წლის მარტინესი ამჟამად აღდგენით პროცესს გადის იმ ტრავმებისგან, რომელიც ხულიო სესარ ჩავესთან ბრძოლაში მიიღო, მაგრამ არგენტინელი ირწმუნება, რომ მომავალი წლის ნოემბრამდე შეხვდება დაუმარცხებელ ამერიკელს. რაც შეეხება მენი პაკიაოსთან სავარაუდო ბრძოლას, მარტინესმა განაცხადა, მასთან წონაში დიდი სხვაობაა.

"როგორც კი ხელში ჩაგიგდებ, ისევე დაგიმტვრევ ძვლებს, როგორც ეს ჩავესთან ბრძოლაში გავაკეთე, - ამბობს მარტინესი. - ჩავესს განადგურებას დავპირდი და პირობა ავასრულე.

მოემზადე, ფლოიდ, 2013 წელს მოგძებნი. ის ცაში დაფრინავს, მაგრამ, როგორც კი ჩემს სიტყვებს გაიგონებს, მიწაზე დაეცემა.

პაკიაოსთან ბრძოლა შეუძლებელია. წონაში დიდი სხვაობაა. მაქსიმალური წონა, რომელიც მან შეიძლება აკრიფოს, 65 კილოგრამია, ჩემი მაქსიმალური წონა კი 70 კილოგრამს შეადგენს".

ბერლინური პრომოუტერული კომპანია Sauerland Event-ის ხელმძღვანელები - ვილფრიდ და კალე ზაუერლანდები სამ სუპერმძიმეწონოსანს სთავაზობენ WBA-ს, IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს.

პირველი ვარიანტია WBA-ს რეგულარულ ჩემპიონთან, ალექსანდრ პოვეტკინთან შეხვედრა. ამ ბრძოლის გამართვის სავარაუდო თარიღი 2013 წლის გაზაფხულია.

მეორე ვარიანტის მიხედვით, Sauerland Event-ის მებრძოლმა კუბრატ პულევმა მიიღო უკრაინელ ჩემპიონთან შეხვედრის შანსი მას შემდეგ, რაც 29 სექტემბერს ჰამბურგში დაამარცხა ალექსანდრ უსტინოვი და IBF International-ის ტიტული მოიპოვა.

მესამე ვარიანტი: რობერტ ჰელენიუსმა უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი პოზიციები IBF-ის რეიტინგში, რათა მიიღოს მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრის უფლება.

"ასე რომ, მივიღებთ ჩემპიონის ტიტულის მოგების სამ შანსს და მოვაწყობთ უმაღლესი კლასის ბრძოლებს", - განაცხადა ვილფრიდ ზაუერლანდმა.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ვლადიმერ კლიჩკო 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლას აპირებდა. უკრაინელს სურდა 1996 წლის ზაფხულის თამაშებზე ტრიუმფიდან 20 წლის თავზე, ისევ მოეგო ოლიმპიადის ოქროს მედალი, მაგრამ ჩემპიონის ოცნებებს ასრულება არ უწერია.

გერმანიის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა იურგენ კიასმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა შეუძლიათ 40 წლამდე ასაკის მოკრივეებს. გარდა ამისა, მათ პროფესიულ რინგზე არ უნდა ჰქონდეთ ჩატარებული 15 ბრძოლაზე მეტი.

ამჟამად ვლადიმერ კლიჩკოს ანგარიშზეა 61 ბრძოლა და თან, 2016 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე ის 40 წლის გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა