30 ოქტომბრიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

ჩვენი ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, შესარჩევი ტურნირის ფორმატი კი უცვლელია - პირველი ეტაპის ყოველი ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გუნდი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

საინტერესო სიახლე ის არის, რომ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი ჯგუფის დეტალური კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც მატჩების ჩატარების ადგილიც მითითებულია და არბიტრებიც.

გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდში გასასვლელად ბრძოლას უკრაინით იწყებს, ლუქსემბურგით აგრძელებს და შოტლანდიით ასრულებს.

ვასილ მაისურაძის გუნდის ევროპულმა წარმატებამ ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩინა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი 17-წლამდელთა ახალი თაობაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

იმაშიც დარწმუნებულები ვართ, რომ შინაურ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ქომაგთა მხარდაჭერა არ მოაკლდება.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე ჯგუფში პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ელიტრაუნდის საგზური უკვე მოიპოვეს სერბეთმა, ბელორუსმა, სლოვენიამ, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და რუსეთმა; ხოლო ბრძოლას გამოეთიშნენ მოლდოვა, სომხეთი, ბოსნია, საბერძნეთი, დანია და ჩერნოგორია.

U17. ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

30 ოქტომბერი

14.00 თბილისი. ბასა

შოტლანდია-ლუქსემბურგი

არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

17.00 თბილისი. მ. მესხი

საქართველო-უკრაინა

არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)

1 ნოემბერი

14.00 თბილისი. ბასა

შოტლანდია-უკრაინა

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

17.00 თბილისი. მ. მესხი

ლუქსემბურგი-საქართველო

არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

4 ნოემბერი

17.00 თბილისი. მ. მესხი

საქართველო-შოტლანდია

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

17.00 თბილისი. ბასა

უკრაინა-ლუქსემბურგი

არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა