24 წლის თავდამსხმელს "დილასთან" ერთად ჯერ არ უვარჯიშია, კონტრაქტის გაფორმებას კი მცირე დეტალების დაზუსტება აკლია
ჩაირიცხა თუ არა გორის "დილაში" ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ლატვიის 2011 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი?

24 წლის ბრაზილიელმა ზაფხულში ავსტრიული "კაპფენბერგი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და საქართველოში 16 სექტემბერს ჩამოფრინდა.

ამ კონტრაქტის გაფორმებას "დილაში" არ ადასტურებდნენ. არადა, ინტერნეტ-პორტალებზე ("სოკერვეი" და "ტრანსფერმარკტი") ნათან ჟუნიორი უკვე "დილას" მოთამაშედ გამოაცხადეს.

თავად ფეხბურთელს "დილაში" თამაში რომ არ სურდეს, ცხადია, არც ჩამოვიდოდა, მაგრამ ტრანსფერის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი ბრაზილიელის აგენტს ეკისრებოდა, რომელსაც საქართველოში ელოდნენ.

"ლელო" ვითარებაში გარკვევას შეეცადა. დავაზუსტეთ, რომ ჟუნიორის აგენტი უკვე თბილისშია და კონტრაქტის გაფორმებას მცირე დეტალების დაზუსტებაღა აკლია, მაგალითად, ხელშეკრულებაში როგორ ჩაიწერება დაზღვევის დეტალები, "დილამ" რამდენჯერ უნდა უყიდოს ავიაბილეთი თავდამსხმელს სამშობლოში გამგზავრების დროს...

რაც მთავარია, ჟუნიორმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ფაქტობრივად, ეს უკვე კონტრაქტის გაფორმებას ნიშნავს. თუმცა ბრაზილიელს "დილასთან" ერთად კვლავ არ უვარჯიშია.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ "დილას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ კიდევ ერთი ბრაზილიელი გასინჯა. ოღონდ ის ნახევარმცველი გახლდათ, გორში ორი დღე ივარჯიშა და უკან გააბრუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" ბრაზილიელ ბომბარდირს იმატებს?

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო