"ტოტენჰემმა" "იუნაიტედი" საკუთარ ბუნაგში, მისივე იარაღით, ლაღი, შემტევი ფეხბურთით დაამარცხა
ტურის უმთავრესი მოვლენა მანჩესტერში მოხდა: "ტოტენჰემმა" "იუნაიტედი" საკუთარ ბუნაგში, მისივე იარაღით, ლაღი, შემტევი ფეხბურთით დაამარცხა.

ჩრდილოლონდონელთა ფანები მეორე დღესვე ჩემპიონობაზე ალაპარაკდნენ, რასაც ანდრე ვილაშ ბოაში კატეგორიულად არ ეთანხმება.

აი, რას ამბობს ის:

"სულაც არ ვფიქრობ ამ თემაზე, რადგან დიდი ხანი არ არის გასული მას მერე, რაც ხალხი საპირისპიროს ამტკიცებდა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა, მაგრამ ამის მიუხედავად, სეზონის უმთავრესი მიზანი თასის მოპოვება და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა.

ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება და ამას პრემიერლიგის საუკეთესო გუნდები თუ მოახერხებენ.

"იუნაიტედთან" მატჩის შესვენებისას კომფორტული უპირატესობის მიუხედავად, ჩვენთვის ცხადი იყო, რომ მეტოქე უბრძოლველად არაფერს დათმობდა, რადგან შარშან ჩემი "ჩელსი" 3:0-ს იგებდა და ის თამაში 3:3 დასრულდა. მეტოქეს ნამდვილად შეეძლო რამე ამის მსგავსი ჩაედინა".

ბომბარდირები

6 - დემბა ბა (ნიუკასლი);

5 - სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუის სუარესი (ლივერპული);

4 - მიგელ მიჩუ (სუონსი), პიტერ კრაუჩი (სტოკ სიტი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

ასისტენტები

4 - ედენ აზარი (ჩელსი);

3 - უეინ რუტლეჯი (სუონსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი);

2 - კრის ბრანტი (ვესტ ბრომვიჩი), ნათან დაიერი (სუონსი), რიკარდუ ვას ტე (ვესტ ჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), სტივენ პიენაარი (ტოტენჰემი), ჯობი მაკანუფი (რედინგი), სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი), ხუან მატა (ჩელსი), ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

გოლი+პასი

6 - დემბა ბა (ნიუკასლი) - 6+0, რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5+1, ლუის სუარესი (ლივერპული) - - 5+1;

5 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - (4+1), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 3+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 1+4, სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი) - 5+0, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 4+1, რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი) - 4+1;

გაფრთხილებები

4 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი);

3 - მარტინ შკრტელი (ლივერპული), ლუის სუარესი (ლივერპული), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), დავიდ ლუისი (ჩელსი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), ანხელ რანხელი (სუონსი);

გაძევება ორი ყვითლით

1 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ნათან დაიერი (სუონსი);

გაძევება წითელი ბარათით

1 - კირან კლარკი (ასტონ ვილა), ჩიკო (სუონსი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), პიტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), დანიელ აგერი (ლივერპული), ხორდი გომესი (უიგანი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. დემბა ბა (ნიუკასლი)

2. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

4. დემიენ დაფი (ფულჰემი)

5. ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:

59 მატჩი

40 მოგება

19 ფრე

29 მშრალად შენახული კარი

171 გოლი

823 ზუსტი დარტყმა კარში

656 აცილება

404 ფეხბურთელი

68 ეროვნების მოთამაშე

2 ჰეთ თრიკი

155 ყვითელი ბარათი

10 წითელი ბარათი

2 104 395 ფანი ტრიბუნებზე

ტურის გმირი

ლუის სუარესმა "ნორვიჩთან" ჰეთ თრიკის გარდა, შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლაში რეალური კონკურენტი არც ჰყოლია.

სწორედ 25 წლის ურუგვაელმა დაუდო სათავე "წითლების" დაბრუნებას ამბიციური გუნდების მარაქაში.

იმედია, ამ პოზიციას ისინი სეზონის ბოლომდე აღარ დათმობენ.

ტურის მწვრთნელი

ანდრე ვილაშ ბოაშმა ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრეფორდზევე" დაამარცხა. განა მეტი რა მიზეზია საჭირო, რომ სპეციალისტი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დავასახელოთ?

არც არაფერი. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ "დეზებმა" ეს საქმე წელში გამართულებმა გააკეთეს.

დიახ, "ტოტენჰემმა" "იუნაიტედს" შემტევი, რაღაც წილად ავანტიურისტული ფეხბურთით აჯობა.

საინტერესოა, რომ ერთმანეთის პირისპირ პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა (34) და ყველაზე ხანდაზმული (70) მწვრთნელები იდგნენ. ახალი თაობის წარმომადგენელმა კოლეგას მშვენიერი გაკვეთილი ჩაუტარა.

მომდევნო ტური

6 ოქტომბერი

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი, ჩელსი-ნორვიჩი, სუონსი-რედინგი, ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი, უიგანი-ევერტონი, ვესტ ჰემი-არსენალი

7 ოქტომბერი

საუთჰემპტონი-ფულჰემი, ლივერპული-სტოკ სიტი, ტოტენჰემი-ასტონ ვილა, ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის