ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მილანის "ინტერს" "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირება უნდა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ შვაინი ზამთარში ან მომავალ ზაფხულს შეიძინოს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მილანის "ინტერს" "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლიდერის, ბასტიან შვაინშტაიგერის გადაბირება უნდა და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ შვაინი ზამთარში ან მომავალ ზაფხულს შეიძინოს. ეს ინფორმაცია გუშინ "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა. თუკი "ინტერის" ნახევარმცველ ტიაგო მოტას ტრავმა გაურთულდება და დიდხანს დაისვენებს, "ნერაძურის" ხელმძღვანელები შვაინშტაიგერის ყიდვას იანვარშივე შეეცდებიან, თუ არა და ზაფხულამდე მოიცდიან და "ბაიერნზე" იერიშებს ივნისიდან მიიტანენ.

ცნობილია, რომ შვაინშტაიგერის გადაბირება მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსაც უნდა და თანაც, საკმაოდ დიდი ხანია (ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პორტუგალიელი "ინტერს" წვრთნიდა). "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ინტერი" მზადაა, "რეალთან" აუქციონში ჩაებას.

გაგახსენებთ, რომ "ინტერის" ბოსმა მასიმო მორატიმ ჯერ კიდევ ზაფხულში თქვა, შვაინშტაიგერი ყოველთვის ძალიან მომწონდა და რამდენიმე წლის წინ "ბაიერნს" მის შესახებ ერთხელ უკვე ჩამოვუგდე სიტყვა, ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაშის ყურებისას დავრწმუნდი, რომ ბასტიანი უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავიაო.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა