თბილისის "დინამოს" მცველმა ბოლნისის "სიონთან" დიდი ანგარიშით (7:2) გამარჯვებაში გოლითა და საგოლე გადაცემით თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა
"ლელო" თბილისის "დინამოს" სტაჟიან წევრს ლევან ხმალაძეს ესაუბრა: ბოლნისის "სიონთან" დიდი ანგარიშით (7:2) გამარჯვებაში ლევანმა გოლითა და საგოლე გადაცემით თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა.

საერთოდაც, ლევან ხმალაძემ გუნდში პოზიცია დაიბრუნა და ნელ-ნელა კვლავ "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

- დასამალი არ არის, ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ თავდაჯერებულობა გაკლდა. ახლა პოზიციას იბრუნებ.

- წინა სეზონში კარგად მართლაც ვერ გამოვიყურებოდი. ეს იმის ბრალი იყო, რომ ფორმა მქონდა აღსადგენი. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ თითქმის ერთი წელი ტრავმირებული ვიყავი და შეუძლებელი იყო, კარგად მეთამაშა. ამის შემდეგ ფორმაში შესვლა ყველა ფეხბურთელს უჭირს.

რაც შეეხება მწვრთნელის ნდობას, გიორგი დევდარიანი მენდობოდა და მათამაშებდა. დუშან უჰრინი კი ყველანაირად გვერდში დამიდგა, მის ნდობას ვგრძნობ და ცხადია, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თავდაჯერებულობაც დამიბრუნდა და სტიმულიც.

- "დინამოში" საყრდენადაც გითამაშია და მარცხენა მცველადაც. რომელია "შენი" პოზიცია?

- ბავშვობიდან საყრდენად მათამაშებდნენ და ასე იყო "დინამოშიც", მაგრამ მერე მაქსიმუმ ორი სეზონი ისე მოხდა, რომ კლუბს მარცხენა მცველის პოზიციაზე სულ პრობლემები ჰქონდა, ხალხი დამტვრეული იყო და ამპლუა ამის გამო შემიცვალეს.

მაგრამ მე, რა თქმა უნდა, საყრდენად თამაში მირჩევნია, რადგან ბევრად კარგად ვგრძნობ თავს და იმასაც ვხედავ, რომ გუნდისთვის ბევრად მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია.

- "დინამო" წლეულს გაუთვალისწინებელ ქულებს არ კარგავს და შედარებით სუსტ გუნდებთან მატჩებს უფრო სერიოზულად ეკიდება - რა არის ასეთ მეტოქეებთან ლამის ასპროცენტიანი შედეგის მიზეზი?

- როდესაც გუნდს ჩემპიონობა უნდა, სუსტ გუნდებთან აუცილებლად უნდა მოიგოს და არავითარ შემთხვევაში მოედანზე მოდუნებული არ უნდა გავიდეს.

რეალურად რომ ვთქვათ, შესაძლოა, კონკურენტთან წააგო კიდეც, მაგრამ ჩემპიონი სწორედ ის ხდება, ვინც შედარებით სუსტებთან ქულების მეტ რაოდენობას აგროვებს.

წლეულს ჩვენ ასეთებთანაც კარგად ვთამაშობთ და ლიდერებთანაც. რაც მთავარია, დამაჯერებლად და დიდი ანგარიშებით ვიგებთ. ეს რისი შედეგია, ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. ალბათ, უფრო იმის, რომ შარშანდელთან შედარებით, უფრო შეთამაშებულები ვართ.

საერთოდაც, "დინამო" მოედანზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გავიდეს, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე. სუსტებთან კი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს.

- დიდი ანგარიშით ადრეც მოგიგიათ, მაგრამ "სიონთან" გატანილი 7 გოლი მართლაც ბევრია.

- შარშან "სიონთან" ძლივს მოვიგეთ. წინასწარ ვიცოდით, რომ სერიოზული მიდგომისა და სწრაფი გოლის გარეშე მოგება ძალიან გაგვიჭირდებოდა და თავიდანვე აქტიურად შევუტიეთ.

პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობით ვიგებდით და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით ამიტომაც გავიმარჯვეთ.

კარგია, რომ ამ მოგებით უშუალო კონკურენტ "ტორპედოსთან" უკვე 3-ქულიანი უპირატესობა გვაქვს და ერთპიროვნული ლიდერები ვართ. ძალიან რთული ჩემპიონატია და უშუალო კონკურენტებთან ასეთი მცირე უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა; მაგრამ უპირატესობა ყოველ ტურში უნდა გაზარდო, ჩემპიონი ასე თუ გახდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დინამო-სიონი 7:2 - დინამიური დარბევა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა