ფეხბურთში ტაქტიკური ფორმაციები მოდიან და ქრებიან, მაგრამ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ახლა 4-2-3-1-ის ხანაში ვართ

ფეხბურთში ტაქტიკური ფორმაციები მოდიან და ქრებიან, მაგრამ ეჭვიც კი არავის ეპარება, რომ ახლა ჩვენ 4-2-3-1-ის ხანაში ვცხოვრობთ, სადაც კლასიკური "ათიანები" მეფეებად იქცნენ, ხოლო შუამარბები ცენტრფორვარდების უკან დარბიან და საერთოდაც, ორი განაპირა მცველის გარდა, ყველა მინდვრის სიღრმეში მოქმედებს.

ამ სქემამ ისე გაიდგა ფესვები დღევანდელ ფეხბურთში, რომ კონსერვატორი ინგლისელებიც კი მიეძალნენ მას. როი ჰოჯსონის ფორმაციის ინგლისის ნაკრები 4-2-3-1-ს იყენებს, სადაც სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლემპარდი საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებენ.

თვით სერ ალექს ფერგიუსონიც კი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი ყველა გამარჯვება 4-4-2-ის წყალობით აქვს მოპოვებული, იაპონელი შინჯი კაგავას ყიდვით ადასტურებს, რომ მზადაა, საფეხბურთო მოდას ფეხი აუწყოს.

კაგავა სუფთა "ტრეკვარტისტაა", ანუ შემტევი ნახევარმცველი, სხვანაირად, "ათიანი". ის მოქმედებს ნახევარდაცვასა და შეტევას შორის, როგორც გამტარი. თითქმის შეუძლებელია იაპონელის წარმოდგენა კლასიკურ, 4-4-2 სქემაში.

იგივეს თქმა შეგვიძლია "ჩელსის" ედენ აზარზე, "ტოტენჰემის" გილფი სიგურდსონზე, "არსენალის" სანტი კასორლაზე, "სიტის" დავიდ სილვასა და სამირ ნასრიზე. თითქმის ყოველი მათგანი პრემიერლიგის წარმატების სიმბოლოდ იქცა.

ამ სისტემას წარმატება მოაქვს. გასულ სეზონში მადრიდის "რეალმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" თავ-თავიანთ ქვეყნებში მოიგეს ჩემპიონატები 4-2-3-1-ით, ხოლო "ჩელსიმ" - ჩემპიონთა ლიგა.

მაშ, როდის დასრულდა 4-4-2-ის ეპოქა და დაიწყო 4-2-3-1-ის ზეობა?

"სპორტს ილუსტრეიდის" ჯონათან უილსონი ამბობს, რომ ეს სქემა ესპანეთში დაიბადა 90-იანი წლების დასაწყისში, საფეხბურთო ტახტზე კი 2010 წლის მუნდიალზე ავიდა - სამხრეთ აფრიკაში ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ.

2010 წლის დეკემბერში ამის შესახებ "ზონალ მარკინგი" წერდა:

"2010 წლის მუნდიალმა დაადასტურა 4-2-3-1-ის უპირატესობა. ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი (ესპანეთი, გერმანია და ჰოლანდია) ამ სისტემას იყენებდა. ეს სისტემა კი კარგ პლეიმეიქერს ითხოვს, როგორებიც ამ გუნდებში ჩავი, მესუთ იოზილი და ვესლი სნეიდერი იყვნენ".

ამ გუნდების წარმატებიდანაც გამოჩნდა, რომ ჰოჯსონი, უბრალოდ, იძულებული იყო, თავადაც ეს სისტემა მოერგო გუნდზე - თუკი ვერ უგებ მათ, გახდი მათნაირი... თეორიულად მაინც.

მაგრამ ფორმაცია ვერაფერს მოგცემს, თუკი მას შესაფერის ფეხბურთელებს ვერ მოარგებ. ინგლისელები კი "ათიანებით" არ არიან განებივრებულნი. ამიტომაც ჰოჯსონმა კრეატივს მიმართა - "მანჩესტერ იუნაიტედის" კლევერლი შეარჩია "ტრეკვარტისტად", ხოლო ჯერარდს და ლემპარდს ევალებათ მის უკან მოქმედება. არადა, ორივეს უყვარს თავად წინ წასვლა.

ახლა შუამარბებზე ვთქვათ. უკრაინასთან ევრო 2014-ის შესარჩევ მატჩში ინგლისელებმა ამ პოზიციაზე გამოუცდელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ჯეიმს მილნერი დააყენეს.

4-2-3-1 მხოლოდ სხვადასხვა კუთხით შეტევებს არ უზრუნველყოფს, იმის გამო, რომ თითქმის 8 ფეხბურთელი იყრის მოედნის სიღრმეში თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეები ეკეტებათ.

აი, ამიტომაც "ლივერპულის" ყოფილი ბოსი, ესპანელი რაფა ბენიტესი ევრო 2012-ის წინ ინგლისელებს ურჩევდა, 4-2-3-1 გამოეყენებინათ ფრანგების წინააღმდეგ:

"ეს სისტემა ინგლისელებს უპირატესობას მისცემს ფრანგების წინააღმდეგ, რომლებიც სწრაფები და ტექნიკურები არიან", - წერდა რაფა "ეკონომისტში".

მაშ, როგორი ფორმაციაა 4-2-3-1, ნეგატიური თუ პოზიტიური? ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც ვიყენებთ და იმ მენტალიტეტზე, რომლითაც ვუდგებით საკითხს. ერთი სისტემით ხომ სხვადასხვანაირი ფეხბურთის ჩვენება შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონას" სქემა "ამობრუნებული პირამიდა" და მისი საიდუმლოება

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა