"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიელი თავკაცის, იან სმიტის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი შეკრება "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 5 ოქტომბერს დაიწყეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოქტომბრის ბოლოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ეს ტურნირი მომავალ წელს გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშების შესარჩევი შეჯიბრებაა, სადაც პირველ ადგილზე გასული 2014 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიელი თავკაცის, იან სმიტის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი შეკრება "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 5 ოქტომბერს დაიწყეს.

გუნდში ამჟამად 35 მორაგბეა გამოძახებული, რომელთაგან პორტუგალიაში 26 გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა ნაკრებში ხუთი ლეგიონერია. ესენია: გიორგი სულუაშვილი (სტრასბური), გიორგი შარაშიძე (კლერმონი), მინდია ელგუჯაური (მასი), გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი).

შეჯიბრებაში ექვსი გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ესპანეთისა და რუმინეთის თანატოლთა გუნდები იქნებიან. B ჯგუფში კი პორტუგალიის, ბელგიისა და რუსეთის ნაკრებები ითამაშებენ.

ფინალში ჯგუფებში გამარჯვებულები იასპარეზებენ, რომლებიც ავტომატურად მიიღებენ "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლისაბონში 23 ოქტომბერს გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: დავით ხიდეშელი (ლელო), გიორგი მარგველანი (ივერია), მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქები), თორნიკე ჯიბლაძე (არმაზი), გიორგი სულუაშვილი (სტრასბური), გიორგი შარაშიძე (კლერმონი), გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (ორივე-ალბი).

მეორე ხაზი: გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები), გიორგი გეგია (ლოკომოტივი), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), მინდია ელგუჯაური (მასი), გიგა ჯულუხიძე (არმია).

მესამე ხაზი: ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), თორნიკე გოგლიძე (არმია), გიორგი გოგლიძე (აკადემია), გიორგი მორგოშია (ლელო), რამაზ რუხაძე (ყოჩები).

#9: ირაკლი ლოლუა (ლელო), ლაშა ნადირაძე (ჯიქები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

#10: გიორგი ბასილაია (ხარები).

#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი აფციაური (არმია), ილია მელაძე (აკადემია), გიორგი კოდუა (თიბისი), გიორგი თუთბერიძე (ბაგრატი).

#11-14: რევაზ ბროძელი (არმაზი), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), გიორგი ფრუიძე (აია), ბექა ტორაძე (ბაგრატი).

#15: საბა ნიკოლავა (არმია).

A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი.

B ჯგუფი: ბელგია, პორტუგალია, რუსეთი.

27 ოქტომბერი

საქართველო-ესპანეთი

31 ოქტომბერი

საქართველო-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა