წარსულში სახელგანთქმული ფორვარდის რევაზ ჩელებაძის ვაჟი - გიორგი ჩელებაძე უკრაინის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ ოდესის "ჩერნომორეცში" ერთი წლის წინ ჩაირიცხა...

წარსულში სახელგანთქმული ფორვარდის რევაზ ჩელებაძის ვაჟი - გიორგი ჩელებაძე უკრაინის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ ოდესის "ჩერნომორეცში" ერთი წლის წინ ჩაირიცხა. 17 წლის ბიჭი თავიდან დუბლებში გამოდიოდა, ახლა კი მთავარ გუნდში გადაიყვანეს და ძირითადის ფეხბურთელად ითვლება. გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. ვინც მის თამაშს ნახავს, დარწმუნდება, რომ ვლადიმერ გუცაევს ის მამამისთან მეგობრობის გამო არ აუყვანია...

"ოდესელები უკვე მენდობიან და ძირითად გუნდში მათამაშებენ. ოდესაში ჩავედი როგორც პლეიმეიკერი, მაგრამ ახლა მარცხენა ნახევარმცველად მათამაშებენ. "ჩერნომორეცთან" კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდებაა. სანაკრებო შეხვედრების შემდეგ უკრაინაში დავბრუნდები და ახალი კონტრაქტს გავაფორმებ. შემომთავაზება უკვე მაქვს. თუკი აქამდე ერთწლიანი მქონდა, ახლა ორწლიანს, თანაც გაუმჯობესებული პირობებით მთავაზობენ".

"ჩერნომორეცი" ვიშალიგიდან უფულობის გამო გავარდა, ფეხბურთელები ვერ შეინარჩუნა და გაკოტრების პირას მივიდა.

"ახალის სეზონიდან კლუბში ვითარება შეიცვალა, კარგად გვაფინანსებენ და პირველ ლიგაში საუკეთესო ბიუჯეტიც გვაქვს. მართალია, ჯერ მეოთხე ადგილზე ვართ, მაგრამ პირველადგილოსანთან მხოლოდ ოთხქულიანი ჩამორჩენა გვაქვს. გუნდი კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, უმაღლესში დაბრუნება არ გაგვიჭირდება", - ამბობს ჩელებაძე.

გიორგი ჩელებაძე უკრაინამდე 35-ე საფეხბურთო სკოლასა და კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიკში" ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა