გასულ ჩემპიონატში დაკავებული მე-3 ადგილისთვის "ტორპედოს" ფეხბურთელებს სფფ-ის მიერ დამზადებული მედლები 4 ოქტომბერს... მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ოფისში გადასცა
უცნაურად გვეჩვენა ქუთაისის "ტორპედოს" პრეს-სამსახურის ცნობა: გასულ ჩემპიონატში დაკავებული მე-3 ადგილისთვის ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამზადებული მედლები 4 ოქტომბერს... მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ოფისში გადასცა.

დავადგინეთ, რომ მედლები ტორპედოელებს გორის "დილასთან" საშინაო მატჩის დაწყებამდე სტადიონზე, ხალხის თანდასწრებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა, გეგუჩაძემ კი შემდეგ ოფისში ფეხბურთელებს სათითაოდ დაურიგა.

კლუბს გარჯა არ დაუკარგავს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ამ მონაპოვარში თავიანთი წვლილი შეიტანეს და დღესდღეობით ქუთაისურ გუნდში აღარ არიან: დავით გამეზარდაშვილს, თემურ ფარულავას, თორნიკე თარხნიშვილს, დავით დიღმელაშვილს, რევაზ გოცირიძეს და მედლები მათაც გადაეცემათ.

გია გეგუჩაძემ გულშემატკივრების მიმართ მშვენიერი ჟესტი გააკეთა: იმის დასტურად, რომ გუნდი და გულშემატკივრები ერთ საქმეს ემსახურებიან და მუდმივი და ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად, ბრინჯაოს მედალი ქომაგთა კლუბ "ტორნადოსაც"გადასცა.

ისე, ურიგო არ იქნებოდა, კვლავ რომ აღდგეს წლის შემაჯამებელი საფეხბურთო შოუ "დია", რომელიც პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის დაშლის შემდეგ, აღარ ჩატარებულა.

ტიტულს და მედლებს ფასი მაშინ აქვს, როდესაც მის გადაცემას მთელი ქვეყანა უყურებს და ამიტომაც გვაქვს იმედი, რომ "დია" მალე დაგვიბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა