გუშინ საქართველო საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, შვეიცარიელი ჰანს იორგ ვირცი, ამავე ორგანიზაციის ფინანსურ დირექტორთან, ჩეხეთის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაც კარელ პილნისთან ერთად...

გუშინ საქართველო საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, შვეიცარიელი ჰანს იორგ ვირცი, ამავე ორგანიზაციის ფინანსურ დირექტორთან, ჩეხეთის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაც კარელ პილნისთან ერთად. მათი ჩამოსვლა თბილისში 2015 წელს კონტინენტის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კამპანიას უკავშირდება. ისინი საქართველოს დედაქალაქში სპორტულ ბაზებს მოინახულებენ, ეწვევიან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს, დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს, საქმიანი შეხვედრები ექნებათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

გუშინვე, საპატიო სტუმრების საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ახალ ოფისს ეწვივნენ, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და მასმედიის წარმომადგენლებს ესაუბრნენ.

ჰანს იორგ ვირცი: "მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები ჩემს ქართველ კოლეგებთან, თანაც ახალ ოფისში. ასეთ გარემოში მუშაობა სასიამოვნოა. კარგად ვიცი ქართველი მძლეოსნების მიღწევები ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში, თუმცა მსმენია აქაური პრობლემების თაობაზეც, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. გასაკრიტიკებლად არ ჩამოვსულვარ, ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ, პრობლემები ერთად მოვაგვაროთ, საინტერესო შეჯიბრებები ჩავატაროთ... მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, სხვებიც უნდა დაგვიდგნენ გვერდით, რადგან მძლეოსნობა ყველას სჭირდება, მძლეოსნობა ყველა სახეობისთვის საფუძველთა საფუძველია".

თამაზ მდინარაძე, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: "ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის მესაჭის სტუმრობა. მის სიტყვაზე ბევრად იქნება დამოკიდებული, თბილისი 2015 წელს ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს თუ არა. ამ ორგანიზაციაში საქართველოს პატივს სცემენ, რადგან იციან, რომ 11 ოლიმპიური მედლის მფლობელები ვართ და ოლიმპიურ მოძრაობაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, დაგვეხმარებიან და 2015 წლის ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად თანადგომასაც აღმოგვიჩენენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა