7 ოქტომბერს, "ნოუ კამპზე" გამართულ კლასიკოში კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ თავი დუბლებით გამოიჩინეს
7 ოქტომბერს, "ნოუ კამპზე" ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდნენ.

კლასიკო, როგორც მოსალოდნელი იყო, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ორი უდიდესი ვარსკლავის - ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დუელად იქცა და მათაც სრულებით გაამართლეს მოლოდინი. არგენტინელმაც და პორტუგალიელმაც ორ-ორი გოლი გაიტანეს.

ანგარიში "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებმა გახსნეს. 23-ე წუთზე სტუმრებმა მარჯვენა ფრთიდან წამოწყებული შეტევა ცენტრში გადაიტანეს. ქარიმ ბენზემამ ბურთი კრიშტიანო რონალდოს გადააწოდა, რომელმაც ვიქტორ ვალდესს აუღებელი დაურტყა - 0:1 "რეალის" სასარგებლოდ.

ამ გოლით რონალდომ რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეექვსე კლასიკოა, ის "ბარსელონას" კარში გატანას ახერხებს.

თუმცა, მადრიდელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. 31-ე წუთზე პედროს გამჭოლი გადაცემის შემდეგ პეპე ვერ გაისარჯა კარგად და ბურთი მესის დარჩა, რომელმაც იკერ კასილიასს შანსი არ დაუტოვა - 1:1.

მეორე ტაიმის 61-ე წუთზე არგენტინელმა ვარსკლავმა კვლავ გაიბრწყინა, რომელმაც მისი წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა - მესიმ ბურთი ცოცხალ კედელს აარიდა, იკერ კასილიასის ნახტომი კი ამაო აღმოჩნდა - 2:1.

და აი, 5 წუთში დუბლს უკვე მსოფლიოს მეორე ვარსკლავი ასრულებს - იოზილის დიდებული პასის შემდეგ რონალდო ვალდესის პირისპირ აღმოჩნდა და რა თქმა უნდა, 2:2!

მატჩის ბოლო წუთებზე კატალონიელებს გამარჯვების შანსი მიეცათ. ჯერ იყო და, 89-ე წუთზე, "ბარსელონასთვის" ჩვეული სწრაფი შეტევა, ბურთზე ერთი შეხებით, მონტოიამ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით დაასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი პედროს შეეძლო ინიესტას ბრწყინვალე პასის შემდეგ "ბარსელონასთვის" სამი ქულის მოტანა, თუმცა რონალდო-პეპეს ჩამოშორების შემდეგ კარში ბურთი ზუსტად ვერ გადაგზავნა.

საბოლოოდ, "ბარსელონა"-"რეალის" ჭიდილი ფრედ დასრულდა და ამ გუნდებს შორის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში სხვაობა კვლავ უცვლელია - მე-7 ტურის შემდეგაც ტიტო ვილანოვას გუნდი "სამეფო კლუბს" 8 ქულით უსწრებს.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა