საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
ბოლო სამი შეხვედრიდან "ზესტაფონმა" ორი მოიგო და ერთი ფრე ითამაშა. ჩემპიონი თითქოს კალაპოტს უბრუნდება. "სიონში" კი ვერ უნდა იყოს საქმე კარგად. გუნდში იმაზე ჩივიან, რომ ყურადღებას მათ არავინ აქცევს.

შეხვედრის დასაწყისში "სიონი" მხნედ გამოიყურებოდა, ბოლნისელები მედგრად იბრძოდნენ და ერთი-ორი მწვავე შეტევაც განახორციელეს.

გიორგი ქუცურუას ფლანგურ ჯარიმას თენგიზ ჩიკვილაძემ შეაგება თავური - დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ამის შემდეგ "სიონს" ერთხელაც ჰქონდა საგოლე შანსი, როცა გიორგი მანწკავამ დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარისთვის უხერხული ტრაექტორიით დაარტყა და ბურთი "ზესტაფონის" კარის ხარიხამ აისხლიტა.

თამაში მალევე გათანაბრდა. რატი წინამძღვრიშვილმა მკერდით ჩამოიღო ბურთი. დარტყმისას ხელი ერთ-ერთმა მცველმა შეუშალა და "ზესტაფონი" აქედან საგოლე კუთხურს გამორჩა - თორნიკე აფციაურმა კარგად ჩააბზრიალა ბურთი მეკარის ბაქანთან და გიორგი კაჭკაჭიშვილმაც თავურით გაიტანა.

"ზესტაფონი" მნიშვნელოვან სათამაშო უპირატესობას ფლობდაო, ვერ ვიტყვით, მაგრამ კლასში სხვაობა უდავოდ იგრძნობოდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ "სიონს" არ აქვს ისეთი სავარჯიშო პირობები, როგორც "ზესტაფონს".

მეორე გოლი ფეროელებმა კონტრშეტევაზე შეაგდეს. წინამძღვრიშვილისა და ორბელაძის ორთაბრძოლა იმით დასრულდა, რომ "სიონის" მცველს ფეხიდან ბუცი გასძვრა და იმ მომენტში თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. "სიონის" დაცვა კაცნაკლული დარჩა, რაც ოპერატიულად გამოიყენა "ზესტაფონმა". აფციაურმა კარგი გადაცემა გაუჭრა შოთა ბაბუნაშვილს, რომელმაც წინამძღვრიშვილის მისამართით შეასრულა გადაცემა და რატიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"სიონი" თამაშის შემომბრუნებელ გუნდს არ ჰგავდა. ბოლნისელები ბრძოლას განაგრძობდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს.

მეორე ტაიმში გამოსარჩევი მხოლოდ არასასიამოვნო ინციდენტი გამოდგა. აფციაური გერმანელმა პატრიკ მილხრაუმმა შეცვალა. როცა ზესტაფონელი სათადარიგოთა სკამთან მივიდა, ბოლნისელმა გულშემატკივრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აფციაურმა ამას ვერ გაუძლო და ხურდაც დაუბრუნა. ალიაქოთში ისეც კი მოხდა, რომ "ზესტაფონის" კაპიტანმა წყლის ბოთლი ისროლა გულშემატკივრებისკენ.

უკვე შეცვლილი აფციაურის გაძევებაც ამ ყველაფერს მოჰყვა.

და კიდევ, "ზესტაფონში" დებიუტი ჰქონდა ილია კერძევაძეს, რომელიც 16 წლისაა...

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური

07.10.ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 600 მაყურებელი

სიონი-ზესტაფონი 0:2 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 0:1 კაჭკაჭიშვილი (24, აფციაურის პასით), 0:2 წინამძღვრიშვილი (35, ბაბუნაშვილის პასით)

სიონი ზესტაფონი

4-2-3-1 4-2-3-1

ბობღიაშვილი რ. კვასხვაძე

ორბელაძე ღონღაძე

ქემოკლიძე კობახიძე

სვანიძე კაჭკაჭიშვილი

ჩიკვილაძე თედ. გრიგალაშვილი

ჯოჯუა მენთეშაშვილი

მანწკავა შარიქაძე

ჭედია თორ. გრიგალაშვილი

ქუცურუა ბაბუნაშვილი

ფეიქრიშვილი აფციაური

უგულავა წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:

ა. ჯელაძე ზ. ზამთარაძე

სიონი

46.ფეიქრიშვილი - ისიანი

68. ჭედია - უგრეხელიძე

84. მანწკავა - მ. ოქროპირიძე

სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, გ. ოქროპირიძე, ნემსაძე, ხურციძე

ზესტაფონი

63. აფციაური - მილხრაუმი

82. წინამძღვრიშვილი - კერძევაძე

89. ბაბუნაშვილი -გაგოშიძე

სათადარიგოები: მამალაძე, რაჟამაშვილი, დ. მუჯირი, ელიავა

გაფრთხილება:

ღონღაძე (18), მენთეშაშვილი (33), ბაბუნაშვილი (48), კობახიძე (72)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა