ჰოჯსონის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად
12 ოქტომბერს როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ის სან მარინოს "უემბლიზე" უმასპინძლებს. იმავე დღეს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები სერბ თანატოლებს ხვდება.

სტიუარტ პირსის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და ამიტომ ჰოჯსონმა პირველი მატჩისთვის ის თავისთან იხმო.

ჯონჯოს ფრენკ ლემპარდის შეცვლა დაევალება. უკანასკნელი "ნორვიჩთან" VII ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ მუხლის ტკივილმა შეაწუხა და შეკრებას აღარ შეერთებია. ნაკრების ექიმებმა ის ადგილზე გასინჯეს და დიაგნოზი დაადასტურეს.

შელვი ახალგაზრდულ ნაკრებს სან მარინოს მერე დაუბრუნდება. ფეხბურთელს სერბებთან განმეორებით შეხვედრაში თამაშის უფლება უკვე ექნება.

ამავე გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ რატომ ემუქრება დისკვალიფიკაცია "ჩელსის" მარცხენა მცველ ეშლი კოულს.

სან მარინოსთან ვეტერანის ასპარეზობა მინიმუმ ეჭვქვეშ დგას. ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ვერც "ვესტ ჰემთან" ტრავმირებული არსენალელი კირან გიბსი ითამაშებს. ჰოჯსონმა მათ ნაცვლად შეკრებაზე "ჩელსის" 23 წლის განაპირა მცველი რაიან ბერტრანი იხმო.

მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ლონდონელს მაინც სკამზე მოუწევს ჯდომა, რადგან ძირითადში ადგილი ევერტონელ ლეიტონ ბეინსს აქვს დაჯავშნული. რაიანს ინგლისის ნაკრებში დებიუტი ევრო 2012-ის მერე იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უკვე ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა