"სელტიქსის" რიგებში საყოველთაო ყურადღება მიიქცია ბევრისთვის უცნობმა ფორვარდმა ჯარედ სალინჯერმა
სტამბულში "ფენერბაჰჩესთან" წაგების შემდეგ "ბოსტონმა" მორიგი საკონტროლო შეხვედრა მილანში ადგილობრივ "არმანი ჯინსთან" გამართა და ამჯერად უპრობლემოდ დაამარცხა ევროპელი ოპონენტი.

"სელტიქსის" რიგებში საყოველთაო ყურადღება მიიქცია ბევრისთვის უცნობმა ფორვარდმა ჯარედ სალინჯერმა, რომელმაც ამ მატჩებში 16 და 9 ქულა დააგროვა.

ბოსტონელთა დამრიგებლის, დოკ რივერსის აღიარებით, ის ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი ამ კალათბურთელს 2012 წლის დრაფტზე აირჩევდა.

"გასული სეზონის შუაში არც კი ვფიქრობდი, რომ მისი თამაშის ვიდეოჩანაწერებს განვიხილავდით, რადგან არ გვქონდა ჯარედის ხელში ჩაგდების შანსი, - განაცხადა ESPN-თან კომენტარში რივერსმა. - ჩვენმა გენერალურმა მენეჯერმა გაავრცელა ინფორმაცია ზურგთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შედეგად, სალინჯერი ჩვენ გვერგო. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. არ მიიღოთ ჩემი სიტყვები სერიოზულად, თუმცა ვინ იცის, რა ხდებოდა განვლილ ზაფხულს".

კატასტროფული მარცხით დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" - კალიფორნიული გრანდი საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტთან" განადგურდა.

ამ შეხვედრაში არ უთამაშია "ლეიკერსის" ახალწვეულს, ლიგის საუკეთესო ცენტრს დუაიტ ჰოვარდს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სუპერმენი" არ აპირებს წინასასეზონო სპარინგებში მონაწილეობის მიღებას.

"თითქმის ბოლომდე ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობა, - აცხადებს ჰოვარდი. - ვაპირებ, 100 პროცენტით აღვიდგინო კონდიციები და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემპიონატი მოვიგო".

37 წლის ვეტერანი ალენ აივერსონი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ჩინეთის ლიგაში თამაშს. როგორც ირკვევა, კალათბურთელმა ვერ გაიარა ფიზიკური მომზადებისა და ორგანიზმის ფუნქციონალური მდგომარეობის ტესტი. ექიმებმა დაადგინეს, რომ აივერსონი მზად არ არის პროფესიულ დონეზე სათამაშოდ.

ამ ზაფხულს აივერსონმა ასევე ვერ მოახერხა NBA-ს ვერც ერთ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.

ბოსტონი-მილანი 105:75

34:31, 21:11, 26:17, 24:16

ბ: რონდო (17+6 პასი), გრინი (17), პირსი (14), ტერი (11), ბასი (11+8 მოხსნა), ლი (11).

მ: ბურუსისი (15+14 მოხსნა), ჯენტლი (11+6 პასი), ჰეირსტონი (11), ჰენდრიქსი (10).

შარლოტი-ვაშინგტონი 100:88

28:20, 28:22, 21:22, 23:24

შ: ჰენდერსონი (19), მულენსი (18+8 მოხსნა), გორდონი (16), სეშენსი (14+5 მოხსნა+5 პასი), კიდ-გილჩრისტი (12+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ვ: ბილი (18), უებსტერი (18), სერაფინი (11).

ატლანტა-მაიამი 92:79

19:26, 28:19, 23:21, 22:13

ა: სმიტი (21), უილიამსი (18), სტივენსონი (11).

მ: ბოში (22+ 6 მოხსნა), კოული (13), ჯეიმსი (6 მოხსნა+6 პასი), ალენი (10+5 პასი+3 ჩაჭრა).

ნიუ ორლეანი-ორლანდო 85:80

16:18, 15:28, 23:20, 31:14

ნ-ო: რობერტსი (17), რივერსი (10), ტომასი (10).

ო: მური (16+7 პასი), დევისი (13+5 პასი), აიონი (12+6 მოხსნა).

ლეიკერსი-გ. სტეიტი 83:110

26:17, 30:32, 10:37, 17:24

ლ: უორლდ პისი (10), ბრაიანტი (10), ჰილი (10).

გ-ს: ლი (19+7 მოხსნა), ტომპსონი (18), ლენდრი (13), ბარნსი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა