თუ "ლივერპულის" საქმე ისე წავა, როგოც მისი დირექტორატი ვარაუდობს, ანუ მერსისაიდულ კლუბს "ბოსტონ რედ სოკსის" მეპატრონე ჯონ ჰენრი იყიდის, მაშინ ერთ-ერთი პირველი, რასაც ის გააკეთებს...
თუ "ლივერპულის" საქმე ისე წავა, როგოც მისი დირექტორატი ვარაუდობს, ანუ მერსისაიდულ კლუბს "ბოსტონ რედ სოკსის" მეპატრონე ჯონ ჰენრი იყიდის, მაშინ ერთ-ერთი პირველი, რასაც ის გააკეთებს, ესპანელ ვარსკვლავთან ფერნანდო ტორესთან დალაპარაკება იქნება. თუმცა, როგორც ზემოთ გითხარით, ამისათვის ჰენრიმ და მისმა კორპორაციამ New England Sports Ventures-მა "ლივერპული" უნდა იყიდონ.

უდგას რამე წინ ამ ოპერაციას? "ლივერპულის" ახლანდელი მეპატრონეების ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის სიჯიუტე. მათ კატეგორიულად არ უნდათ, კლუბი New England Sports Ventures-მა რომ შეიძინოს. ჰიკსმა განაცხადა, რომ თანამემამულე ბიზნესმენის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს და არ დუშვებს, "ლივერპულის" ჰენრის ხელში გადასვლას არ დაუშვებს, მითუმეტეს 300 მილიონად. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ ჰიკსისა და ჯილტის გეგმას წინ კლუბის დირექტორატის ინგლისელი წევრები აღუდგნენ და ჰენრისთან გარიგება სწორედ მათი მეცადინეობის შედეგია.

ჰიკსის პოზიცია ასეთია: ჯერ ერთი "ლივერპული" სულ მცირე 600 მილიონი ღირს და მეორეც, კლუბის დირექტორატისა და ჰენრის გარიგება უსაფუძვლოა, რადგან დირექტორატი უფლებამოსილი არ იყო ეს მოლაპარაკებები ეწარმოებინა - ჰიკსმა და ჯილეტმა წინა დღეს დირექტორატიდან ორი წევრი კრისტიან პარსლოუ და იან ეირი გაანთავისუფლეს, მაგრამ სინი არ დაემორჩილნენ, რადგან მათი განთავისუფლების ბრძანებას კლუბის პრეზიდენტმა მარტინ ბრაფტონმა არ მოაწერა ხელი. თავის მხრივ, ბრაფტონი და მისი დირექტორატი ახალი მეპატრონის მოსვლის ბოლო თარიღად 15 ოქტმბერს ასახელებს.

მაშ ასე, მერსისაიდული კლების სათავეში დიდი ბრძოლაა და თუ ჰენრის ბანაკი გაიმარჯვებს, 26 წლის ტორესს ახალ მეპატრონესთან ლაპარაკი მომდევნო კვირაშივე არ აცდება. დღეს ტორესი, მოგეხსენებათ, საზარდულის ტრავმას მკურნალობს, რათა მომდევნო კვირას პრემიერლიგის მერვე ტურში, "ევერტონთან" ითამაშოს.

და მაინც, რა აქვთ New England Sports Ventures-ის წარმომადგენლებს ტორესთან გასარჩევი? ალბათ, ხელფასი... ინგლისური გაზეთები დაჟინებით წერენ, რომ თავდამსხმელის გამომეტყველება და მიხრა-მოხრა (ეგრეთწოდებული სხეულის ენა ანუ ბოდყ ლანგუაგე) პირდაპირ მიუთითებს - ტორესს "ენფილდ როუდიდან" წასვლა უნდა.

როდის პირებს ტორესი "ლივერპულიდან" წასვლას? ვინაიდან, უახლოესი სატრანსფერო ბაზრობა იანვარშია და სავარაუდოდ ნაახალწლევს, მაგრამ ჰენრი და მისი ხელქვეითები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელს დაელაპარაკებიან და ზაფხულამდე მაინც დატოვებენ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა