ნაიჯელ დე იონგს უთხრეს რომ ჰატემ ბენ არფას მისი ნახვა არ სურს - ჰოლანდიელი ტუნისური წარმოშობის ფრანგთან საავადმყოფოში აპირებდა მისვლას...
"ნიუკასლ იუნაიტედის" გარემარბი მანჩესტერის ჰოსპიტალში სწორედ დე იონგის მიერ ორ ადგილას მოტეხილ ფეხს მკურნალობს.

მოგეხსენებათ, გასულ შაბათს მომხდარი ეს ინციდენტი მთელს მსოფლიოში გახმაურდა და ისტლენდელთა ჰოლანდიელი ნახევარმცველის იმიჯი შეულახა, მაგრამ დე იონგმა მდგომარეობის გამოსწორება საავადმყოფოში ვიზიტით გადაწყვიტა.

საამისოდ მან ბენ არფას წარმომადგენლებს "მანჩესტერ სიტის" რამდენიმე თანამშრომელი მიუგზავნა, რათა ისინი შეხვედრაზე შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ პასუხად ცივი უარი მიიღო - ბენ არფას არათუ დე იონგის, "სიტიდან" არავის ნახვა არ უნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მორიგი უხეშობის გამო დე იონგი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბერტ ვან მარიიკმა შეკრებაზე აღარ გამოიძახა - მწვრთნელმა 25 წლის ნახევარმცველს ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ ორთამაშიანი შიდა დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თავის მხრივ, ფეხბურთელმა გადაწყვიტა მისთვის რთული პერიოდი მოთმინებით გადაიტანოს და აცადოს, სანამ ინციდენტით დაყენებული მტვერი დაჯდება.

დე იონგის უხეშობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ფიფას სამედიცინო დეპარტამენტის შეფმა დოქტორმა მიშელ დ"უჟმაც გამოთქვა. მან გაიხსენა როგორ ჩაარტყა ჰოლანდიელმა წიხლი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხაბი ალონსოს და დაასკვნა, რომ ასეთი "კრიმინალური" ჯარიმებისთვის უხეში ფეხბურთელები სერიოზულად უნდა დაისაჯონ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე