ცნობილმა რუსულმა საიტმა მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ჰავბეკს იუბილესთან დაკავშირებით სტატია მიუძღვნა
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იუბილარია - 10 ოქტომბერს მას 20 წელი შეუსრულდა.
ცნობილმა რუსულმა საიტმა championat.com-მა ქართველ ჰავბეკს სტატია მიუძღვნა, სადაც მისი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და ”სპარტაკში” მისი ამჟამინდელი ყოფაც ახსენა.
10 ოქტომბერს რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ჯანო ანანიძეს 20 წელი შეუსრულდა. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ქართველი ჰავბეკი "წითელ-თეთრების" შემადგენლობაში გამოჩნდა, რუსულ ფეხბურთში ის ერთ-ერთი ყველაზე განსჯადი ფიგურაა.
"სპარტაკის" გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებენ მწვრთნელებს იმის გამო, რომ ჯანოს ნაკლებად სწყალობენ, მაშინ, როცა მის ყოველ გამოჩენას მოედანზე ემოციების ზღვა მოსდევს. არადა, ის ხომ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს!
ჯანო ანანიძე ქალაქ ქობულეთში, ამირან ანანიძისა და სვეტლანა საკუნოვას ოჯახში დაიბადა. მამა თავადაც იყო ფეხბურთელი, შემდეგ კი მწვრთნელი.
ჯანომ ფეხბურთში ვარჯიში სწორედ ქობულეთში დაიწყო - რომ იტყვიან, ბურთთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. 12 წლის ჯანო თბილისის "დინამოს" საფეხბურთო სკოლა "ნორჩ დინამოელში" აღმოჩნდა.
ერთი წლის შემდეგ ანანიძე კიევის "დინამოში" მიიწვიეს. კიეველთა სელექციონერები ამაყობენ იმით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტ-ნაკლებად ნიჭიერ ჭაბუკებს ნახულობენ...
მაგრამ კიევში ჯანომ დიდხანს არ დაჰყო - კლუბის ხელმძღვანელობამ თავის ფეხბურთელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში (1991 წელს დაბადებულები) თამაში აუკრძალა, რის შემდეგაც ჯანოს და კიევის "დინამოს" გზები გაიყო.
ფეხბურთელი სამშობლოში დარჩა, თუმცა არა დიდი ხნით. მალევე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად რუსეთში მოუხდა რუს თანატოლებთან ამხანაგური მატჩის სათამაშოდ გამგზავრება.
სწორედ მაშინ შენიშნეს ის მოსკოვის "სპარტაკის" სელექციონერებმა, რომელთა შორის "სპარტაკის" ბავშვთა და მოზარდ ფეხბურთელთა განვითარების განყოფილების დირექტორი ანდრეი პილიშჩუკიც იყო.
გარკვეული დროის შემდეგ ჯანო "სპარტაკის" ტექნიკურმა დირექტორმა, ევგენი სმოლენცევმა სინჯებზე მიიწვია. ანანიძემ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშისას ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ის კლუბში დატოვეს. ეს 2007 წელს მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ჯანოს აყვანა რუსეთის არაერთ კლუბს სურდა, მაგრამ სწორედ სმოლენცევის ძალისხმევით, რომელიც ბიჭუნასთან მოლაპარაკებებს შუამავლების გარეშე მართავდა, ჯანომ არჩევანი "წითელ-თეთრების" გუნდზე გააკეთა.
იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის არასრულწლოვან მოქალაქე ანანიძესთან კონტრაქტი ვერ ფორმდებოდა, მოსკოვში მისი მშობლებიც ჩამოვიდნენ.
2008 წელს ფეხბურთელი "სპარტაკის" ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას იურიდიული ფორმალობების გამო ვერ ახერხებდა, 2009 წლიდან კი მან გუნდის დუბლებში დაიწყო გამოსვლა.
უკვე 2009 წლის ზაფხულში ჯანომ შეკრება "სპარტაკთან" გაიარა და "კრასნოდარის" წინააღმდეგ სათამაშო მატჩშიც ითამაშა, რომელშიც ლამაზი გოლი გაიტანა.
სეზონის ბოლოსკენ ანანიძემ პრემიერლიგის პირველ მატჩშიც შეაგდო - ამჯერად მოსკოვის "ლოკომოტივს" გაუტანა, რითაც რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა - მაშინ ის 17 წლისა და 8 დღის იყო.
იმავე სეზონში ჯანოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებშიც, რომლის ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ის 16 წლისა და 330 დღის იყო.
მაგრამ, მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი დებიუტისა, ჯანო ჯერაც ვერ გახდა "სპარტაკის" ძირითადი ფეხბურთელი. არადა, თითქოს ის ყოველთვის ახლოსაა სასტარტოსთან - მოედანზე მისი გამოსვლა სასარგებლოა, შეუძლია თამაშის გამრავალფეროვნება და ალბათ, გაცილებით ნაკლებად ამბიციურ გუნდში ის უკვე ლიდერიც იქნებოდა.
...მაგრამ "სპარტაკში" დამკვიდრება გაცილებით რთულია.
აგერ, უკვე სამი წელია, ჯანო საქართველოს ნაკრების მოთამაშეა და ევროპაშიც მას კარგად ცნობენ. მისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი" იჩენს, არსენ ვენგერმა ხომ ახალგაზრდა ტალანტებზე ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი იცის.
სულ ახლახან, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა იკერ კასილიასმა აღნიშნა კიდეც, რომ მის თანაგუნდელებს განსაკუთრებული ყურადღება ჯანოს მეურვეობისთვის უნდა მიექციათ. ძნელი სათქმელია, საიდან იცის კასილიასმა ახალგაზრდა ქართველი ბიჭის შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ მან ეს გასაგებად თქვა.
თავად ჯანო კი მადრიდის "რეალში" თავის კუმირად სულ სხვა მოთამაშეს ასახელებს - არა კრიშტიანო რონალდოს, არამდე კაკას, რომელიც მადრიდში არ ბრწყინავს.
"ქედს ვიხრი კაკას წინაშე. ბრაზილიელს ფენომენალურ მოთამაშედ მივიჩნევ. დაე, ითამაშოს ჯერ "რეალში", შემდეგ კი "სპარტაკში" მოვიდეს", - ეს ჯანომ სამი წლის წინ ინატრა და დღეს უკვე გამორიცხული არაა, ჯანომ და კაკამ "სპარტაკში" მართლაც ერთად ითამაშონ. ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია!
ჯანო თამაშს პოზიციაზე "ფორვარდის უკან" ამჯობინებს. მისი თამაშის მანერიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ბურთის ტარება, ცრუმოძრაობა, გადაცემების გაკეთება უყვარს. ამბობს, რომ მისთვის ფლანგებზე თამაშიც კომფორტულია...
თუმცა მიმდინარე სეზონში თავისი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არცთუ ხშირად ეძლევა.
11 ტურის განმავლობაში ის სულ ორჯერ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში, ხუთჯერ კი შეცვლაზე გამოვიდა და მოედანზე 13-იდან 29 წუთამდე დაჰყო. მის ანგარიშზე "დინამოს" კარში გატანილი გოლია და საგოლე გადაცემა "ტერაკთან" მატჩში.
ჩემპიონთა ლიგაში უნაი ემერის საერთოდ არ მიუცია ჯანოსთვის მოედანზე გამოსვლის შანსი. ჯანომ ბოლო თამაშიც გამოტოვა - დერბი ცსკა-სთან.
მსგავს სიტუაციაში ხომ არაერთი ფეხბურთელი დაიკარგა.
რაც ყველაზე საინტერესოა, "სპარტაკმა" არაერთხელ გაუშვა იჯარით პაველ იაკოვლევი, რომელთან ერთადაც შეაბიჯა ჯანომ "წითელ-თეთრების" გუნდში, მაშინ, როცა მოსკოველები ანანიძეს არსად უშვებენ, უფრთხილდებიან.
ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ისე კი, საეჭვოა, დღევანდელი მდგომარება თავად იუბილარს ახარებდეს.
gizog
ჯანო, გილოცავ დაბადების დღეს, კაკაზე დიდი ფეხბურთი გეთამაშოს და გაგეხარებინოს მშობლებიც და ქართველი ქომაგიც! ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი, გაიხარე!!!
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ