ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პატრიოტი ნოვაკ ჯოკოვიჩი - მისი კარიერა ბომბების თანხლებით იწყებოდა

პატრიოტი ნოვაკ ჯოკოვიჩი - მისი კარიერა ბომბების თანხლებით იწყებოდა

სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ომის დროსაც არ წყვეტდა ვარჯიშს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა და თავის სამშობლოში ქვეყნის აღორძინების სიმბოლოდ მიიჩნევა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ბავშვი იყო, როცა 1999 წელს ნატო ბელგრადს ბომბავდა. სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ომის დროსაც არ წყვეტდა ვარჯიშს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა და თავის სამშობლოში ქვეყნის აღორძინების სიმბოლოდ მიიჩნევა.

მას მთელი სერბეთი ელოდა

ნოვაკ ჯოკოვიჩს კარგად ახსოვს 1999 წლის 22 მაისი - თავისი მე-12 დაბადების დღე. არადა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

ახსოვს არა საჩუქრების, არამედ ბომბების გამო:

"პარტიზანის" საჩოგბურთო კლუბში დაბადების დღეს აღვნიშნავდი. მშობლებმა სიმღერა შეასრულეს. დაახლოებით შუადღე იყო, როცა დაბომბვა დაიწყო".

ნოვაკი ნელა ლაპარაკობს, მაგრამ სწრაფად ფიქრობს. "უცებ სირენები ჩაირთო, შემდეგ ბომბების აფეთქების ხმა გაისმა. შუქი ჩაქრა, - ჯოკოვიჩმა თვალები გაახილა. - ძალიან შემეშინდა".

ნატო-ს სამხედრო ოპერაციის მე-60 დღეს დაიბომბა ელექტროსადგური "ბელგრადი-8" და ქვანახშირის ელექტროსადგური ბელგრარდის გარეუბანში. "ეს საშინელება იყო", - ყვება ჯოკოვიჩი.

ნოვაკს გაფითრებული სახე აქვს, წელშია მოხრილი. უცებ სწორდება და ხმამაღლა აგრძელებს: "ომმა უკეთეს ადამიანად მაქცია, რადგან ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ვისწავლე.

ომის წყალობით ჩოგბურთის თამაშიც უკეთ დავიწყე, რადგან დავიფიცე, მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ სერბებს შორისაც არიან კარგი ადამიანები".

სერბეთი ბევრისთვის დღემდე ასოცირდება ომთან და საერთო სასაფლაოებთან, ისტორიულ დანაშაულთან და მორალის დაცემასთან. ეს არის ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებები სჭირდება. ეს ქვეყანა ელოდებოდა ისეთ ადამიანს, როგორიცაა ჯოკოვიჩი.

ოქრო ჯოკოვიჩების ოთახში

ყველაფერი ელენა გენჩიჩიდან იწყებოდა - სწორედ მან აღმოაჩინა მომავალი ჩემპიონის ნიჭი. მისი სასტუმრო ოთახი ჭერამდე წიგნებითაა სავსე, მაგიდაზე კი გაზეთია გაფენილი პირველ გვერდზე ნოვაკ ჯოკოვიჩის სურათით.

"ეს ბიჭი ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა, - ამბობს ელენა გენჩიჩი, სანდომიანი მანდილოსანი მოკლე, ჭაღარა თმით. - ნოვაკი ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი".

ელენა 75 წლისაა, მაგრამ კორტზე ყოველდღე დადის და ბავშვებს ავარჯიშებს. მან 45 წელი იმუშავა ტელევიზიაში რეჟისორად, თამაშობდა ხელბურთს იუგოსლავიის ნაკრებში და საჩოგბურთო გუნდის ღირსებას იცავდა ფედერაციის თასზე.

მან აღმოაჩინა მონიკა სელეში, 90-იანი წლების დასაწყისში კი ნოვაკ ჯოკოვიჩი გაიცნო.

ჯოკო მაშინ ოჯახთან ერთად, ზამთარ-ზაფხულ სამთო კურორტ კოპაონიკეში ისვენებდა, რომელიც ბელგრადიდან სამხრეთით, 250 კილომეტრში მდებარეობს.

მშობლებს სპორტული მაღაზია და პიცერია ჰქონდათ, რომელიც დღემდე არსებობს. მას "რედ ბული" ჰქვია.

უზრუნველი დრო იყო. 1993 წელს ნოვაკმა პირველად ნახა ჩოგბურთი ტელევიზორით. უიმბლდონი. მაშინ ექვსი წლის იყო. ის აღფრთოვანებით უყურებდა, როგორ ანადგურებდა ფინალში პიტ სამპრასი ჯიმ კურიეს.

ორი კვირის შემდეგ რესტორნის მოპირდაპირე მხარეს სამი საჩოგბურთო კორტი გახსნეს. ელენა გენჩიჩმა იქ ბავშვების გაწვრთნა დაიწყო, ნოვაკი კი დილიდან საღამომდე ღობესთან იდგა და კორტს თვალს არ აცილებდა.

"ერთხელ მას ვკითხე: ბიჭუნა, იცი, რას ვაკეთებთ? მოდი ჩვენთან და შენც ითამაშე. მეორე დილით ის კორტზე გამოცხადდა. თან ჩანთა მოიტანა, რომელშიც ჩოგანი, პირსახოცი, წყალი, ბანანი, სუფთა პერანგი და თავსახვევი იდო.

მე მას ვეუბნები: "როგორი ყოჩაღი დედა გყავს". ის გაბრაზდა და მითხრა: "ეს მე გავაკეთე. ჩოგბურთი მე უნდა ვითამაშო და არა დედამ".

ელენამ აჩვენა მას, როგორ დაეჭირა ჩოგანი, როგორ ემოძრავა, როგორ მისულიყო ბურთთან.

"სამი დღის შემდეგ მისი მშობლები დავიბარე და ვუთხარი, რომ ბავშვი კი არა, ოქრო ჰყავდათ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ 17 წლის ასაკში ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდებოდა. ისინი დაბნეულები ჩანდნენ".

ელენა გინჩიჩი დივანზე ზის და იღიმება. იმ დღიდან მოყოლებული, მან ნოვაკთან ინტენსიური ვარჯიშები დაიწყო "პარტიზანის" კლუბში.

ქალმა აუხსნა მას, რომ ფიზიკურად უნდა მომძლავრებულიყო, რათა უფრო ძლიერად დაერტყა ბურთისთვის, უფრო თამამად მიეღო დარტყმები, ხოლო შესვენებებზე ლექსების კითხვა ან ბეთჰოვენის და შოპენის მუსიკის მოსმენა დაავალა.

"ყველაფერი, რაც ჩოგბურთის შესახებ ვიცი, მისი დამსახურებაა", - ამბობს ჯოკოვიჩი, რომელიც დღემდე უსმენს კლასიკურ მუსიკას და ამით მშვიდდება.

ვარჯიში ბომბებით

შემდეგ დაიწყო კოსოვოს კონფლიქტის ესკალაცია და 1999 წლის 24 მარტს ნატო-მ პირველად დაბომბა ბელგრადი.

ორი დღე-ღამე ნოვაკი მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში იჯდა.

შემდეგ მაინც გადაწყვიტეს პირველ სართულზე საკუთარ ბინაში დაბრუნება. "ჩვენ, უბრალო ადამიანები, სავსებით დაუცველები ვართ ბომბების წინაშე, - ყვება ჯოკოვიჩი. - და გადავწყვიტეთ, უბრალოდ, გაგვეგრძელებინა ცხოვრება: რაც მოსახდენი იყო, მაინც მოხდებოდა.

78 დღის განმავლობაში გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები. იუგოსლავიას 28 ათასი ბომბი დაეცა, მაგრამ ჯოკოვიჩი აგრძელებდა ვარჯიშებს.

როცა ნატო დუნაიზე გადებულ ხიდებს ბომბავდა, მომდევნო დღეს ის ელენა გინჩიჩთან ერთად მდინარის პირას მდებარე კლუბში ვარჯიშობდა.

როცა ბომბები ქალაქის სამხრეთ ნაწილში - ბანჟიცის რაიონში ეცემოდა, მეორე დღეს სწორედ იქ, კლუბ "ვოზდოვაჩში" მიდიოდნენ სავარჯიშოდ.

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ ისინი ერთი და იგივე რაიონს ორჯერ არ დაბომბავდნენ", - ამბობს გენჩიჩი.

ელენას და სწორედ ამ დაბომბვების დროს დაიღუპა. სამხედრო ოპერაციის დასრულებიდან ნახევარი წლის შემდეგ გენჩიჩმა უთხრა ნოვაკს, რომ ახალს ვეღარაფერს ასწავლიდა - იმდენად კარგი იყო მისი შეგირდი.

ამიტომაც ქალმა ნიკი პილიჩს დაურეკა. ერთ დროს ეს ხორვატი იუგოსლავიის საუკეთესო ჩოგბურთელი იყო, მისი ხელმძღვანელობით კი გერმანიის ნაკრებმა სამჯერ მოიგო დევისის თასი.

პილიჩი იმ დროს საჩოგბურთო აკადემიას ფლობდა ობერშლაისჰაიმში. ელენა გენჩიჩმა ნიკის ჯოკოვიჩის აყვანა სთხოვა.

ცხოვრება ბავარიაში

აკადემიაში სწავლა და ცხოვრება ძვირი ღირდა. პილიჩმა ფასდაკლება შესთავაზა, მაგრამ მაინც ჯოკოვიჩების ოჯახს თვეში ხუთი ათასი მარკა უნდა ეხადათ.

ნოვაკის მშობლებს ასეთი თანხა არ ჰქონდათ. მამამისმა სპონსორების მოძიება სცადა, მაგრამ არავინ დადო მასთან გარიგება.

ბოლოს და ბოლოს, მას მოუწია სესხის აღება დიდი პროცენტით. უფროსმა ჯოკოვიჩმა გარისკა, შვილის კარიერაზე ყველაფერს ჩავიდა, რაც გააჩნდა. ნოვაკი პროფესიონალებში რომ არ გასულიყო, მისი ოჯახი გაკოტრდებოდა.

ნიკი პილიჩი იმ წლებს მიუნხენის კაფე "იფიტოსში" იხსენებს. ის ამბობს, რომ ყოყმანობდა ჯოკოვიჩის აკადემიაში აყვანაზე.

"ბალკანეთზე ომი ახალი დამთავრებული იყო. მე ხორვატი ვარ, ის სერბი. ერთი წინადადებაც საკმარისი იქნებოდა, სერიოზული პრობლემების შესაქმნელად, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე: ჩემი ცოლიც სერბია, ნოვაკი - სასიამოვნო ბიჭი. იქნებ ვცადო", - იხსენებს მწვრთნელი.

პილიჩი ნოვაკს აიძულებდა, კედელთან საათობით ემუშავა მოწოდებაზე. ჯოკოვიჩი მთელი წელი თავდაუზოგავად მუშაობდა ესპანდერზე სახსრების მოძრაობის გასაძლიერებლად.

"ნოვაკს ძალიან უნდოდა სწავლა. ფაქტობრივად, მანიაკალური მონდომებით მუშაობდა საკუთარ თავზე".

ნოვაკი ოთხი წელი ცხოვრობდა ბავარიაში. ხშირად ის ვარჯიშზე 20 წუთით ადრე მიდიოდა. ერთხელ პილიჩმა ამის მიზეზი ჰკითხა და ნოვაკმა უპასუხა: "არ მინდა, კარიერა რისკის ქვეშ დავაყენო".

კოსოვოს დამცველი ნაციონალისტი

პილიჩმა მას ოთხ ტურნირზე გაუხერხა ე. წ. უაილდ-ქარდი. 2003 წელს მან პირველი მატჩები მოიგო პროფესიულ ტურში, ორი წლის შემდეგ კი ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.

აპრილში ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომლის გახსენება ჯოკოვიჩების ოჯახში არ უყვართ. იმის გამო, რომ სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციას არ სურდა ნოვაკის მხარდაჭერა, ჩოგბურთელმა მოქალაქეობის შეცვლა დააპირა.

დედამისი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრიტანეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან. "საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ეს არ გაგვეკეთებინა. მიხარია, რომ სერბი ვარ. სერბეთი - ჩემი ნაწილია", - ამბობს დღეს ჯოკოვიჩი.

ჩოგბურთელმა 100 ათასი დოლარი შესწირა კოსოვოში ისტორიული ტაძრების შენარჩუნებას. კოსოვოს მიმართ მას ნაციონალური პოზიცია უკავია.

მისი მამა, ბაბუა და დეიდა სწორედ იქ დაიბადნენ. "კოსოვო - ჩვენი ოჯახისა და მთელი სერბეთის აკვანია", - ამბობს ნოვაკი.

მის სიტყვას დიდი წონა აქვს. მას შეუძლია მასის დაწყნარება ან აბუნტება. 2008 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, ნოვაკმა ვიდეომიმართვა გაუგზავნა 150 ათას თანამემამულეს, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას აპროტესტებდა.

"მზად ვართ დავიცვათ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. კოსოვო სერბეთია", - თქვა მაშინ მან. იმავე ღამით დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს ხორვატიის, ბოსნიისა და გერმანიის საელჩოებს; ასევე, თავს დაესხნენ ამერიკის საელჩოს და ხანძარი მოაწყვეს.

ეს ის არის, რაც ნოვაკს სურდა? "არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ჩვენ სამართლიანობა გვინდა, მაგრამ ამას ვერ ვეღირსებით".

ნოვაკი თავის წარმატებებს იმისთვის იყენებს, რომ საკუთარი ქვეყნის ელჩის როლი შეასრულოს. ამერიკის ტელევიზიაში მან სერბული ეროვნული ცეკვა შეასრულა. ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ შეუძლია ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. ის გახდა ქვეყანაში ATP-ის პირველი ტურნირის - სერბეთის ღია პირველობის დამაარსებელი, გახსნა საჩოგბურთო აკადემია...

ჯოკოვიჩს იმედის თვალით უყურებს მთელი ხალხი. სერბეთის მეორე ნომერი იანკო ტიპსარევიჩი სრული სერიოზულობით ამბობს:

"ნოვაკი აახლოვებს სერბეთს ევროპასთან. მე მას ყოველთვის ვეუბნები: "ნოვაკ, კიდევ ერთი მოგება და ევროსაბჭოში მიგვიღებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kosovo

ამისი ნაციონალისტი დედაც ... დიდ პატივს ვცემდი აქამდე ,მარა ეხლა აღარ. კოსოვო სერბეთი არაა და არ იქნება

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა