კომპანია მზად არის ჩემპიონატში დასაბრუნებლად, თუმცა არც თარიღი დაუსახელებია და არც ფორმულა 1-ში მონაწილეობის სტატუსი

2008 წლის ბოლოს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, იაპონურმა ავტოკონცერნმა "ჰონდამ" ფორმულა 1-ში საკუთარი პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.

დღეს კი კომპანიაში განწყობა შეიცვალა - ამას წინათ, ბრიტანულ Autocar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ჰონდას" აღმასრულებელმა დირექტორმა იოშიჰარუ იამამოტომ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის ჩემპიონატში დასაბრუნებლად, თუმცა არც თარიღი დაუსახელებია და არც ფორმულა 1-ში მონაწილეობის სტატუსი.

"არ შემიძლია "ჰონდას" სახელით ლაპარაკი, მაგრამ პირადად მე მომწონს ავტოსპორტი. თუმცა ფორმულა 1-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ეს არის ავტოსპორტის მწვერვალი, რომელიც უდიდეს მიზანმიმართულებას მოითხოვს.

ჩვენ თვალს ვადევნებთ რბოლებს და ერთხელ ისევ მივიღებთ მასში მონაწილეობას. პირადად მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ შევძლებთ უახლოეს მომავალში დაბრუნებას, მაგრამ ტექნიკურ რეგლამენტში მოსალოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება დაგვაინტერესოს.

რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ცვლილებებს და თუ მთავარი წესები ფორმულა 1-ში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს, ამას სიამოვნებით გამოვიყენებთ.

ახლა ჩვენი პირველადი ამოცანა - WTCC-ის სერიაში გამარჯვებაა. ამის შემდეგ ჩვენ, ალბათ, გავაანალიზებთ ავტოსპორტში უფრო ფართო მოღვაწეობას", - ამბობს იამამოტო.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა არაოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ფორმულა 1-ში მომავალი პროგრამის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა