"ბარსელონას" დაცვის სამსახურში დასაქმებული დანიელ როხო მანამდე 15 წელი დამნაშავეთა სამყაროში "მოღვაწეობდა"
წარსულში კრიმინალი დანიელ როხო რამდენიმე წლის განმავლობაში "ბარსელონას" დაცვის სამსახურში მუშაობდა და არგენტინელი ლიონელ მესის ერთ-ერთი პირადი მცველი იყო.

როხოს 500 ბანკი ჰქონდა გაძარცვული და 15 წელი დამნაშავეთა სამყაროში "მოღვაწეობდა". 1997 წელს მან გამოსწორება გადაწყვიტა და ფეხბურთში დასაქმდა. 2006 წელს ის "ბარსელონას" მცველად დაიქირავეს, როდესაც კატალონიურ გუნდს ფრანკ რაიკარდი წვრთნიდა.

როხოს მოვალეობაში ფეხბურთელების სახლებში დარიგებაც შედიოდა, როდესაც ისინი ღამის კლუბებში თვრებოდნენ და საჭესთან დაჯდომას ვერ ახერხებდნენ.

"ერთხელ ვარჯიშის შემდეგ მესის წაყვანა დამავალეს. ის თავმდაბალი, მორცხვი ყმაწვილი იყო. სადილობისას ჩემს ისტორიებს ვუყვებოდი.

თავად თითქმის არ მელაპარაკებოდა, უბრალოდ, სათქმელი არაფერი ჰქონდა. მის ცხოვრებაში მხოლოდ ვარჯიშები და მატჩები არსებობდა. კლუბი გოგონებთან გასეირნების უფლებასაც კი არ აძლევდა.

ის მხოლოდ ახლა იწყებს გაცნობიერებას, თუ რა არის ნამდვილი ცხოვრება", - ამბობს როხო.

როხო "ბარსელონაში" უკვე ორი წელია, აღარ მუშაობს. ის ჰყვება, რომ გასულ წელს გუნდის მატჩს ესწრებოდა, რის შემდეგაც მესისთან ერთად ისადილა და არგენტინელმა შინ მანქანით მიიყვანა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა