"ფილადელფიას" შეუძლია, უკვე მომავალ წელს იბრძოლოს კონფერენციის ფინალში გასასვლელად
ფილადელფია სიქსერზი 2011-12

თავდასხმა: საშუალოდ 101,7 ქულა - მე-17 ლიგაში

დაცვა: საშუალოდ 96,6 ქულა - მე-3 ლიგაში

წინა ხაზი

ენდრიუ ბინუმი კარგ თამაშს შემოგვთავაზებს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მაგრამ ახლა გაუგებარი ხდება, რა მიზნებით გაიფორმეს უფრო ადრე სპენსერ ჰაუსი და კვამე ბრაუნი.

შეფასება: 5

უკანა ხაზი

ჯრიუ ჰოლიდეი და ევან ტერნერი საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებდნენ, ოღონდ პლეი ოფის თამაშებში და ისიც ეპიზოდურად. მათ აუცილებლად სჭირდებათ სტაბილურობა. პირველ რიგში, ეს ტერნერს ეხება. ქულების მიხედვით გუნდის ლიდერის, ლუ უილიამსის წასვლა შესამჩნევად შეასუსტებს შემტევ თამაშს.

შეფასება: 4

დაცვა

ანდრე იგუოდალას დანაკარგი ნიშნავს დაცვის შესუსტებას პერიმეტრზე, ბინუმის შეძენა - ბრწყინვალე დაცვას სამწამიან ზონაში, მაგრამ, თუ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს ჰაუსი - ეს კატასტროფა იქნება. ამ ბიჭმა საერთოდ არ იცის დაცვა.

შეფასება: 4

სათადარიგოთა სკამი

ნიკ იანგი არ გამოირჩევა არც სტაბილურობით და არც ეფექტურობით. ამიტომაც გუნდში მიიწვიეს სამქულიანების სპეციალისტი - დორელ რაიტი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩანს ლავოი ალენთან კონტრაქტის გაგრძელება, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო გაცილებით მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს, ვიდრე ჰაუსმა და ბრაუნმა.

შეფასება: 3

მწვრთნელი

დაგ კოლინზმა კარგი სამუშაო ჩაატარა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა მაქსიმუმი სარგებელი მიიღო თავისი ახალგაზრდა მოთამაშეებისგან. ახლა მას მოუწევს, საერთო ენა გამონახოს ენდრიუ ბინუმთან, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე ხასიათით გამოირჩევა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ მომავალ ზაფხულს ენდრიუმ შესაძლოა, დატოვოს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება

ასეთი შემადგენლობით "ფილადელფიას" შეუძლია, უკვე მომავალ წელს იბრძოლოს კონფერენციის ფინალში გასასვლელად.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა გუნდში ბინუმი. მასზე მუდმივად გამოიყენებენ ორმაგ მეურვეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის შეტევა უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე შარშან იყო.

დაცვაშიც ათლეტური მაღალი ცენტრი შეუცვლელი იქნება, მაგრამ საერთო გუნდური თამაშის დახვეწას გარკვეული დრო დასჭირდება.

ასეა თუ ისე, "სიქსერზი" უფრო ძლიერი გახდა, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდება გუნდი მომავალში, მეტწილად დამოკიდებული იქნება ახალგაზრდა მცველების - ჰოლიდეისა და ტერნერის პროგრესზე.

საერთო შეფასება: 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა