იტალიური პრესა ტურიდან ტურამდე ელოდება იმას, რომ ფრანჩესკო გვიდოლინს "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ

იტალიური პრესა ტურიდან ტურამდე ელოდება იმას, რომ ფრანჩესკო გვიდოლინს "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

არა იმიტომ, რომ იტალიელ ჟურნალისტებს 57 წლის სპეციალისტი გულზე არ ეხატებათ, უბრალოდ "ბიანკონერის" შედეგები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

მიუხედავად ამისა, გვიდოლინი დანებებას არ აპირებს და როგორც აცხადებს, თანამდებობას თავისი სურვილით არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს:

"დიახ, მეც ვფიქრობდი, რომ გაცილებით უკეთესი სტარტი გვექნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. მთავარია, რომ დიდი ენთუზიზმით ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს მალე გამოიღებს.

მიხარია, რომ ფეხბურთელები ყოველმხრივ ჩემს გვერდით არიან და ცდილობენ, რომ კრიზისი ერთად დავძლიოთ. მართალია, ანტონიო დი ნატალესთან პატარა გაუგებრობა მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დალაგდა.

მხარდაჭერას კლუბის მესვეურებისგანაც ვგრძნობ, რაც დიდ სტიმულს მაძლევს.

საკადრო პრობლემები? - შეტევაში გვიჭირს, ამაში ორი აზრი არ არის და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას შევეცდებით.

სამწუხაროა, რომ ლუის მურიელმა ტრავმა მიიღო - მისი სახით დიდი ძალა გამოგვაკლდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მალე უნდა შემოგვიერთდეს. დარწმუნებული ვარ, კოლუმბიელი რომ მწყობრში ყოფილიყო, დღეს გაცილებით მეტი ქულა გვექნებოდა.

მიზანი? - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. დღეს ეს შეიძლება ბევრს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ ვეცდებით, რომ სკეპტიკოსები კიდევ ერთხელ გავაჩუმოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე