"ინდეპენდენტმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ყველაზე ხმაურიანი ფრაზები გაიხსენა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, 70 წლის ალექს ფერგიუსონი ცნობილია თავისი იუმორით, მაგრამ ხანდახან მისი გამონათქვამები იმდენად უხეში ხდება, რომ იუმორთან საერთო უკვე აღარაფერი აქვს.

"ინდეპენდენტმა" კარიერის განმავლობაში მისი ყველაზე ხმაურიანი ფრაზები გაიხსენა და ერთად შემოგვთავაზა.

* "სულ რაღაც ოთხი წუთი დაგვიმატეს. ეს უბრალოდ ასეთი მაღალი დონის შეხვედრის შეურაცხყოფაა. მსგავსი დამოკიდებულება შანსსაც კი გვისპობს, რომ თამაში მოვიგოთ. ექვსი შეცვლა უკვე 4 წუთია, ამას გარდა მეტოქის მეკარემ კიდევ 2-3 წუთი მოკლა, როცა კარიდან ბურთის გამოტანისას "დროს წელავდა". სერიოზული შეცდომაა, როცა ჩვენს დროში დროის დამატება-არდამატებას არბიტრები წყვეტენ", - 2012 წელი, "ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ.

* "დაუჯერებელია... მართლა დაუჯერებელია... ფეხბურთი. აი, ეს მესმის", - 1999 წლის მაისი, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ.

* "როცა იტალიელები გიმტკიცებენ, რომ თეფშზე პასტა დევს, სოუსის ქვეშ აუცილებლად უნდა გადაამოწმო, რომ ეს ასეა, რადგან მათსავით არავის შეუძლია თვალსა და ხელს შუა მოგატყუოს", - 1999 წელი, "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის წინ.

* "ის რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნებოდა. არადა მამამისი 190 სმ-მდეა, მგონი ჯობია, მერძევე შეამოწმონ", - გარი ნევილის შესახებ, კარიერის დასრულების შემდეგ.

* "ეს უბედურება წესებიდან გამონაკლისი იყო. მსგავს შემთხვევებში ასი მილიონიდან ერთხელაც კი არ მოვიქცეოდი ასე. ჯობდა, ყურადღება თამაშზე გადამეტანა", - დევიდ ბექჰემისთვის ბუცის სროლის შესახებ, როცა უკანასკნელს წარბი გაუსკდა და ექიმები იძულებულები გახდნენ, მისთვის ნაკერები დაედოთ.

* "ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ის ინტელიგენტური ტიპაჟია, რომ ხუთ ენაზე ლაპარაკობს. მეც მყავს გუნდში 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე ხუთი ენა იცის", - 1996 წელი, არსენ ვენგერზე.

* "ასეთ ტემპში მიმავალ შეხვედრას უკეთეს ფორმაში მყოფი მსაჯი უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ დღეს თამაში არ შედგა. საზღვარგარეთ არიან არბიტრები, რომლებიც ბრწყინვალედ გამოიყურებიან ფიზიკურად, ჩვენთანაც არიან ისეთები, რომლებიც ფორმაში არიან, მას კი ნახევარი წუთი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა. თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო", - მსაჯ ალან უაილიზე.

* "რა თქმა უნდა, ის კარგი ბიჭია, ბოსსა და დიდ კაცს მიწოდებდა, პირველი მატჩის შემდეგ ერთმანეთს რომ შევხვდით, მაგრამ იმ სიტუაციას კარგი ღვინო დაამშვენებდა. იმას, რაც მან დამალევინა, ნამდვილად შარდის გემო ჰქონდა", - ჟოზე მოურინიოზე.

* "ამ ფეხბურთელს შეუძლია, ცარიელ სახლში მარტომ ხმაურიანი მიტინგი მოაწყოს", - "ჩელსის" კაპიტან დენის უაიზზე.

* "ეს ფეხბურთელი ნამდვილად თამაშგარე მდგომარეობაში დაიბადა", - ფილიპო ინძაგიზე.

* "საერთოდ არ გენდობით. მიმტკიცებთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ და მერე კიდევ მეკითხებით, რატომ არ ვურთიერთობ თქვენთან? თქვენ დაწყევლილი ცილისმწამებლები ხართ. ერთ დღეს თქვენთან ყველანაირ კავშირს გავწყვეტ", - მიმართვა ჟურნალისტებს.

* "ნამდვილი ტალანტი ვარ. ალბათ ღირს, რომ მხატვრობაში ვცადო ჩემი თავი ან სადმე ამის მსგავს სფეროში", - იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სამწვრთნელო ასპარეზიდან წასვლის შემდეგ.

* "ძნელია გამოიცნო, თუ ვისგან შეიძლება დადგეს კარგი მწვრთნელი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მარკ ჰიუზი ამ საქმეს მოკიდებდა ხელს და პირიქით, სულ მეგონა, რომ ბრაიან რობსონი ამისთვის იყო დაბადებული", - ყოფილ შეგირდებზე.

* "მახსოვს პირველად რომ დავინახე, 13 წლის იყო. კოკერსპანიელივით დარბოდა მინდორზე, რომელსაც ქარის მიერ გატაცებული ფოლგის ქაღალდის დაჭერა სურდა", - რაიან გიგზზე.

* "ჩემი მთავარი მიზანი დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება. ყველაზე მნიშვნელოვანია "ლივერპულს" დაწყევლილი პირველი ადგილი ჩამოვართვა", - 2002 წელი, ალან ჰანსენის მიერ ფერგიუსონის სამწვრთნელო მომავლის ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა