ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კობი ბრაიანტი: მალე "ლეიკერსი" დუაიტ ჰოვარდის გუნდი იქნება

კობი ბრაიანტი: მალე "ლეიკერსი" დუაიტ ჰოვარდის გუნდი იქნება

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი სტივ ნეშთან ურთიერთობაზე, ლონდონის ოლიმპიადაზე, აგრეთვე პირად მისწრაფებებსა და ჰობიზე ლაპარაკობს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ლაპარაკობს სტივ ნეშთან ურთიერთობაზე, ლონდონის ოლიმპიადაზე, აგრეთვე პირად მისწრაფებებსა და ჰობიზე...

- ფსიქოლოგიურად რა უფრო იოლია: იყო 34 წლის თუ 26 წლის?

- ალბათ 34 წლის. ასაკთან ერთად ადამიანი უფრო ჭკვიანი ხდება.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ კლუბის ახალწვეულებთან იქამდე გქონდათ ურთიერთობა, სანამ ისინი ხელს მოაწერდნენ "ლეიკერსთან" კონტრაქტს. აქედან კითხვა: როდის გაიგეთ ზუსტად, რომ ნეში "ლეიკერსში" გადავიდოდა? ცნობილია, რომ კანადელის გაფორმებამდე მას თქვენთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი. ის ამ დიალოგის შემდეგ ხომ არ დათანახმდა ტრანსფერს?

- შემიძლია გითხრათ, რომ მას მეტად სოლიდური არგუმენტები წარვუდგინე. ერთმანეთის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობთ. გარდა ამისა, ჩვენ ლიგაში ერთად მოვედით.

- ერთი დრაფტიდან...

- დიახ. რა თქმა უნდა, მაშინდელი დრაფტისას წარმოდგენა არ გვქონდა, ჩვენგან რა გამოვიდოდა, მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ერთ გუნდში მოვხვდებოდით.

ახლა ჩვენ დავამტკიცებთ, რომ "ბებერი მგლები" ვართ, რომლებსაც კიდევ ბევრი შეუძლიათ. ნეში ორჯერ იყო სეზონის MVP - ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელია იმისა, რომ ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებელთან გვაქვს საქმე.

შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად და ჯონ სტოქტონის, მარკ პრაისისა და აიზია ტომასის გვერდზე დასადგომად, მას საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება არ აწყენდა. აი, ეს იყო ჩემი მთავარი არგუმენტი.

- თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოიპოვა ნეშმა ასეთი წარმატება?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ის თითქმის ყველა მოთამაშეზე კარგად ხედავს მოედანს. არ ვიცი ეს საიდან მოვიდა - ეს კითხვა თავად მას უნდა დაუსვათ.

შეიძლება იმის წყალობით, რომ ოდესღაც ფეხბურთს თამაშობდა. ასეა თუ ისე, სტივი შეტევის დროს, გონებაში დაუჯერებელი რაოდენობის ვარიანტებს ამუშავებს. მასთან ერთად თამაში მხიარული იქნება.

- როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ ახლა უფრო ცოტა ხანი იქნებით ბურთით?

- ზოგიერთი ადამიანი ძალიან სულელია. როცა მეუბნებიან, რომ მე ეგოისტი და ზედმეტად პრიმიტიული ვარ, მათ შემდეგ ფაქტს ვახსენებ: ჩემი თაობიდან არავის მოუპოვებია უფრო მეტი საჩემპიონო ბეჭედი. ეგოისტი ერთხელაც ვერ მოიგებს ტიტულს. მე კი ხუთგზის ჩემპიონი ვარ!

სინამდვილეში, სიამოვნებას მანიჭებს უბურთოდ თამაში - გაცილებით მეტი სივრცე გაქვს მანევრებისთვის. მით უმეტეს, თუ გუნდში სტივ ნეში გყავს.

- საინტერესოა, როგორ დაიცავენ თქვენს წინააღმდეგ თავს მეტოქეები? ისინი ორმაგ მეურვეობას დაუყენებენ ნეშს, ჰოვარდს, გასოლსა და ბრაიანტს?

- ვფიქრობ, ყველაფერი გაცილებით რთულადაა. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები რამდენიმე ვარიანტს შეიმუშავებენ: სამწამიანის გამაგრებას, ბურთიანი მოთამაშის გვერდით ხაზზე გადაყვანას და ასე შემდეგ. ორმაგი მეურვეობა კი არ იმუშავებს - ჩვენ ხომ ერთ ადგილას არ ვიდგებით.

- თავის მხრივ, როგორ შეცვლის დუაიტ ჰოვარდი გუნდის თამაშს საკუთარ ნახევარზე?

- გასულ წელს სერიოზული პრობლემები გვქონდა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც არიან "ოკლაჰომა" და "მაიამი". მათ საკმაოდ ათლეტური მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც სამწამიანში შეღწევას ლამობენ.

ახლა მათ ასე ვეტყვი: აბა ახლა სცადეთ იქ შესვლა! ამიერიდან, ჩვენს "დაბლებს" შეეძლებათ პერიმეტრზე დარჩენა - მათ არ მოუწევთ დაზღვევაზე თამაში. ეს კი სწრაფი შეტევების საშუალებას მოგვცემს.

- რადგან ტიტულები ახსენეთ, ფიქრობთ თუ არა მეექვსე ბეჭედზე ამ სეზონის წინ?

- რა თქმა უნდა. ეს ჩემი მთავარი ამოცანაა. ეს არის შემდეგი დასაპყრობი მწვერვალი.

- ამასწინ აღიარეთ, რომ დღევანდელი "ლეიკერსი" - ყველაზე ნიჭიერი გუნდია იმათგან, რომელშიც თქვენ გითამაშიათ.

- ეჭვგარეშე ასეა. თქვენ დაინტერესდით - შეგვიძლია თუ არა ჩემპიონობის მოპოვება? ვნახოთ, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ქაღალდზე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს.

დღეს ეს არის ჩემი გუნდი. მაგრამ მინდა დუაიტ ჰოვარდმა იცოდეს: როცა კარიერას დავასრულებ, ეს მისი გუნდი იქნება. მინდა მას ვასწავლო ყველაფერი ის, რაც მე ვიცი, რათა ჩემი წასვლა გუნდს არ დაეტყოს.

- ასე რომ, "სუპერმენმა" უკვე აქედან უნდა დაიწყოს მზადება?

- დიახ, უკვე არის ამის დრო.

- როგორ უყურებთ NBA-ის ხელმძღვანელობის მიერ გაჩაღებულ ბრძოლას სიმულანტების წინააღმდეგ?

- მინდა, რომ ამან შედეგი მოიტანოს. ჩემი აზრით, ამ მხრივ FIBA-ის სისტემა კარგად მუშაობს. სიმულაციის გამოვლენის მეორე ფაქტზე, მეტოქე გუნდი ორი ჯარიმისა და პრემიალური შეტევის უფლებას იღებს, როგორც ეს ტექნიკური პერსონალურის დროს ხდება.

სამწუხაროდ, NBA-ში მსგავსი გამოვლინებები ხშირია. მე მგონი, ამის წამომწყები დივაცი იყო, რომელიც პლეი ოფში წარმატებით სიმულირებდა შაკის წინააღმდეგ. მას ეს კარგად გამოსდიოდა.

- გაგვიზიარეთ ოლიმპიადაზე გამოსვლის გამოცდილება. მორიგი ოქრო მოიპოვეთ და თქვით, რომ ეს თქვენი ბოლო თამაშები იყო...

- ეს სასარგებლო გამოცდილება იყო. ვცდილობდი, რაც შეიძლება მე ტურნირს დავსწრებოდი.

- თან ბავშვებიც თან დაგყავდათ...

- დიახ. მახსოვს ერთი კარგი დღე, როცა ვნახე მატჩები ფედერერისა და სერენა უილიამსის მონაწილეობით. საინტერესოა, რომ სწორედ მაშინ ჩაატარა როჯერმა ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე გრძელი მატჩი. ვიჯექი და მესმოდა, რომ მთლიანად დავანგრიე საკუთარი დღის განრიგი. რა თქმა უნდა, ბავშვებიც წუწუნებდნენ. მზეზე ამდენი ხანი ჯდომა ძალიან რთულია. ამის შემდეგ ველოდრომზე გავეშურეთ.

- თქვენს გარდა, ლონდონის თამაშებში მონაწილე სპორტსმენებიდან კიდევ ვის შეგვიძლია ვუწოდოთ დიადი?

- ფელპსი არის ფელპსი - ის ფენომენალურია. რა თქმა უნდა, უსაინ ბოლტიც. ჩვენ ცოცხლად ვნახეთ მისი გარბენები.

- შეხვდით მას?

- სტადიონის ბილეთი არ გვქონდა. ამიტომაც, შესასვლელთან ვიდექი, სანამ რომელიღაც ჟურნალისტმა პრესისთვის განკუთვნილ ადგილზე არ მიგვიყვანა. მას შემდეგ, რაც იამაიკელმა საკვალიფიკაციო გარბენი დაასრულა, ჩემს გვერდით გაიარა და მკითხა: "როგორ არის საქმე?"

- ცნობილია, რომ ძალიან გიყვართ ევროპული ფეხბურთი.

- ახლა კიდევ ერთი გატაცება მაქვს - ჩოგბურთი.

- თამაში მოგწონთ თუ ყურება?

- თამაში. ყურება ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ხელში ჩოგანი დავიჭირე და... ძალიან დამოკიდებული გავხდი.

- გრძნობთ თავს ფედერერად?

- ჯერ არა. შეიძლება ერთი წლის შემდეგ დავემგვანო მას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია