ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მე, კაროლინ ვოზნიაცკი

მე, კაროლინ ვოზნიაცკი

მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი გვიყვება თავისი ცხოვრების საუკეთესო და უარეს მომენტებზე, მშობლიურ ქალაქსა და ოჯახზე, შიშებსა და იმედებზე, აგრეთვე ბოიფრენდის ძიების სირთულეებზე.

მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი გვიყვება თავისი ცხოვრების საუკეთესო და უარეს მომენტებზე, მშობლიურ ქალაქსა და ოჯახზე, შიშებსა და იმედებზე, აგრეთვე ბოიფრენდის ძიების სირთულეებზე.

ქალაქი, სადაც მე დავიბადე - ოდენსე ანდერსენის მშობლიური კუთხეა. ახლა, როცა დანიაში ჩავდივარ, კოპენჰაგენში ვცხოვრობ, მაგრამ ბავშვობა ყოველთვის მახსენედება - ვკითხულობდი ანდერსენის ზღაპრებს და ყოველთვის პრინცესად წარმომედგინა თავი. ეს სულ სხვა სამყარო იყო.

ბავშვობაში ყველაფერში ჩემს ძმას ვბაძავდი. მის ყველა მოქმედებას ვიმეორებდი. ის ფეხბურთს თამაშობდა, მეც ვთამაშობდი... სამწუხაროდ იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, არ იყო გოგონების საფეხბურთო კლუბი, თორემ დღეს, ალბათ, ფეხბურთელი ვიქნებოდი. კორტზეც ძმას გავყევი. ის ჩოგბურთს თამაშობდა, მე კი მოედნის გარშემო დავდიოდი. თავიდან უბრალოდ ვაკვირდებდი, ვცდილობდი ჩოგნის ხელში სწორად დაჭერას, ყველაფერს ხელით ვეხებოდი... შემდეგ ბურთის კედელზე დარტყმა ვისწავლე. აქ მთავარი ისაა, რომ არავინ მაიძულებდა ჩოგბურთში მეცადინეობას. უბრალოდ, მე მინდოდა იგივეს გაკეთება, რასაც ჩემი უფროსი ძმა აკეთებდა. თავიდან არავინ მეთამაშებოდა, იმიტომ, რომ პატარა ვიყავი და ჩოგანს ცუდად ვიქნევდი. როცა ჩემი ძმა თავის მეგობრებთან თამაშობდა, მე მსაჯის როლში ვიყავი. მაგრამ მინდოდა ყველა დარწმუნებულიყო, რომ მეც შემეძლო თამაში და მოგება. ამიტომაც ვაგრძელებდი ვარჯიშს. როცა პირველად საკუთარ მშობლებს მოვუგე, უბედნიერესი ვიყავი. შემდეგ ძმაც დავამარცხე და ასე დაიწყო ყველაფერი.

არასოდეს მიგრძვნია ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან. არ მჭირდებოდა ფულზე ფიქრი, ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ მეთამაშა და ჩოგბურთისგან სიამოვნება მიმეღო.

მამა მწვრთნელიცაა და ჩემს წარმატებებში მისი დიდი წვლილია. დედაჩემიც ყოფილი სპორტსმენია - პროფესიულ დონეზე თამაშობდა ფრენბურთს. საჭიროების შემთხვევაში, დედა ყოველთვის ჩემს გვერდითაა. მაგალითად, მან ჩემთვის გემრიელი კერძების დამზადება ისწავლა. როცა შინ ვბრუნდები, მხოლოდ ჭამით ვარ დაკავებული. გარდა ამისა, როგორც ყოფილი სპორტსმენი, ფიტნესში მავარჯიშებს. დედა, მამა და ძმა - ისინი შესანიშნავ ტრიოს ქმნიან, რომელიც დიდ სამსახურს მიწევს.

მიყვარს ცხოვრება. მომწონს მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა. რა თქმა უნდა, ჩოგბურთი ურთულესი სამუშაოცაა, მაგრამ ამად ღირს. დილის ცხრიდან 11 საათამდე კორტზე ვარჯიში მაქვს, შემდეგ შინ ვბრუნდები, ვსაუზმობ და ვისვენებ. ორიდან ოთხამდე ისევ კორტზე ვარ, ამას ფიტნესი მოჰყვება და ასე ყოველდღე.

დისკვალიფიკაცია იუნიორებს შორის ამერიკის ღია პირველობაზე - ყველაზე უარესი მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ შემეძლო გავმხდარიყავი პირველი ჩოგანი იუნიორთა შორის. პირველი წრის მატჩის მსვლელობისას მომეჩვენა, რომ ხაზის მსაჯები მუდმივად ჩემს საწინააღმდეგოდ ცდებოდნენ. და მე მთავარ არბიტრს ვუთხარი, რომ მას სათვალე სჭირდებოდა. ამას მოჰყვა დისკვალიფიკაცია. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამას ვერ გავექცევით. რადგან ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან გაკვეთილი უნდა მიმეღო. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ეს გაუმართლებელი საქციელი იყო, არადა, თავიდან მეგონა, რომ უსამართლობასთან მქონდა საქმე. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაფერ ცუდს მეორე მხარეც გააჩნია. თუ უსიამოვნებებისგან შეიძლება რაიმე გაკვეთილის მიღება, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.

იუნიორთა წლებიდან ყველაზე კარგი მოგონებაა - 2006 წლის უიმბლდონზე გამარჯვება. კარგად მახსოვს, რომ ჩემს ყოველ მატჩზე გულშემატკივართა დიდი ჯგუფი მოდიოდა. მათ დანიის დროშის ფერებში გაწყობილი მაისურები ეცვათ, რომლებზეც წინ "კაროლინი" ეწერა, უკან - "ვოზნიაცკი". სასიამოვნო მომენტი იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მას შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ უიმბლდონი - ჩემი საყვარელი ტურნირია, ხოლო ბალახი და ჰარდი - ჩემი საყვარელი საფარი. სამწუხაროა, რომ დღეს ცოტა ტურნირი იმართება ბალახის კორტებზე.

ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. უნივერსიტეტში უნდა ვისწავლო. ალბათ, ბიზნესის მიმართულებით ვიმუშავებ. იმის გამო, რომ ძმასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, მინდა მასთან ერთად რაიმე ერთობლივი ბიზნეს-პროექტი წამოვიწყო.

ხშირად ვმღერი ჩემს PlayStation-ზე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგად გამომდის.

შესაფერისი ბიჭის მოსაძებნად დრო არის საჭირო. ხდება ისე, რომ ვიღაცას გაიცნობ, თითქოს თავიდან კარგი ურთიერთობა გაქვს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს ის ადამიანი არ არის. არც ისე იოლია საჭირო მამაკაცის პოვნა...

ხანდახან რთულია პოპულარობა. ყოველთვის გიწევს საკუთარი საქციელისთვის თვალყურის დევნება, არაფერი არ უნდა გამოგეპაროს, რადგან ადამიანები მუდმივად გაქცევენ ყურადღებას. მაგრამ მაინც, პოპულარობა შესანიშნავი რამაა.

მიყვარს გულღია, მხიარული და ჭკვიანი ადამიანები. არ მიყვარს მატყუარები.

დედამიწაზე ბევრი შესანიშნავი ადგილია. ძალიან მომწონს ავსტრალია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ქვეყანა შორს არის. მომწონს რამდენიმე ადგილი ამერიკაში, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ევროპას. დიდი ქალაქები მხიბლავს. და რა თქმა უნდა, კოპენჰაგენი.

საყვარელი თვე - დეკემბერი. სწორედ ამ დროს მაქვს არდადეგები, რომელსაც ყოველთვის შინ ოჯახთან ერთად ვატარებ. ჩვენ ერთად ვზეიმობთ შობას.

ვერ მივეჩვიე სიმდიდრესა და დიდებას. საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ვარ და ამიტომაც მიმიჩნევს ხალხი "თავისიანად". მიყვარს ჩემი სამშობლო და არ მინდა დავივიწყო ჩემი ფესვები.

შემიძლია ნებისმიერი მეტოქე დავამარცხო. მოვუმატე როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მომწონს, როცა მეტოქეებს წინასწარ ეშინიათ ჩემი. ვგრძნობ, რომ ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.

მომდევნო მატჩზე შორს არ ვიყურები და ყოველ შეხვედრაში ასი პროცენტით ვიხარჯები.

კრივი - ეს არის ფიზიკური მომზადების კიდევ ერთი სახეობა. კრივსა და ჩოგბურთს ბევრი რამ აქვს საერთო: მაგალითად, სწრაფი ხელები და ფეხები. თავიდან მრავალფეროვნებისთვის ვცადე ბედი, ახლა კი მომწონს რინგზე ვარჯიშები.

ცხოვრებაში არაფრის მეშინია. ჩემი აზრით, მოსახდენი აუცილებლად მოხდება - ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მხოლოდ სიმაღლის მეშინია, ოღონდ მაშინ, როცა ღია სივრცეში ვიმყოფები.

პროფესიულ ტურში რთულია მეგობრების შეძენა. ჩოგბურთში დიდი კონკურენციაა. ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრს ვვარჯიშობთ და დრო მხოლოდ სასტუმროში დასვენებისთვის გვრჩება. მაგრამ მე გამიმართლა, რადგან გოგონებს შორის შესანიშნავი მეგობრები მყავს.

დიეტას არ ვიცავ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვცდილობ ჯანმრთელი საკვების მიღებას, რათა თამაშისთვის და ვარჯიშებისთვის ენერგია მეყოს. ვარჯიშების გარდა, მასაჟს მიკეთებენ - ეს ძალების აღდგენას ეხმარება. ბოლო დროს იმდენს ვმუშაობ, რომ დასვენებისას ვარჯიშების თავი აღარ მაქვს.

სტელა მაკარტნის ტანსაცმელი ძალიან ქალურია, ამასთან, კორტზე მეტად პრაქტიკული. როცა მოედანზე ლამაზად გამოიყურები, თამაშიც უკეთ გამოგდის. მე ერთადერთი ვარ, ვინც ამ ტანსაცმელს ატარებს და ეს დამატებით ყურადღებას წარმოშობს.

მოდისადმი მიდრეკილება, რაშიც ბევრ ქალ ჩოგბურთელს ადანაშაულებენ, პრობლემა არ არის. ყველა გოგონას უნდა კარგად გამოიყურებოდეს როგორც კორტზე, ასევე მის მიღმა. ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია.

ჩემთვის მისაბაძი მაგალითები არიან მარტინა ჰინგისი და შტეფი გრაფი. კიდევ ჩემს მშობლებზე მაქვს სწორება, რომლებიც ასევე შესანიშნავი სპორტსმენები იყვნენ.

მინდა რაიმე მნიშვნელოვანის მოგება. და მზად ვარ ამისთვის მსხვერპლი გავიღო, მაგალითად, უარი ვთქვა თავისუფალ დროზა. მაგრამ ამას არ შეიძლება მსხვერპლი ეწოდოს, ეს უფრო არჩევანის პრობლემაა. თუ გინდა რაიმეს მიღწევა, უნდა იმუშაო და საკუთარი დრო ამაში დახარჯო. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის