24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ლიტვის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა
24 წლის გიორგი ალავერდაშვილი ივლისში ლიტვურ "ბანგაში" ჩაირიცხა, სადებიუტო შეხვედრაში დუბლით გამოიჩინა თავი და მას შემდეგ კარგად ათამაშდა.

მაშინ გუნდი ლიტვის ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, ახლა კი 41 ქულით 10-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზეა, უახლოეს მდევარ "დაინავას" 13 ქულით უსწრებს და გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა.

ქართველმა თავდამსხმელმა კი 12 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლიტვურმა საფეხბურთო არხმა "ფუტბოლო.ტვ"-მ "ტაურასთან" გიორგის მიერ გატანილი გოლი 25-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელა, შემდეგ კი - მესამე წრის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.

ფეხბურთელისთვის, რომელსაც ტრავმების გამო ბოლო ოთხი წელიწადი ნორმალურად არ უთამაშია, ეს ბევრს ნიშნავდა და სპეციალისტების ყურადღება მიიქცია.

"12 თამაშში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მაქვს და ვიცი, კლუბში ჩემით კმაყოფილები არიან. სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა, გუნდმა აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და ახლა ლიტვის თასზე გადავერთვეთ, ევროპის ლიგაზე რომ გავიდეთ.

კონტრაქტი მიმთავრდება და თავისუფალი აგენტი ვხდები. "ბანგა" ახალ ხელშეკრულებას მთავაზობს, მაგრამ თანხმობის მიცემას არ ვჩქარობ, რადგან არის სხვა შემოთავაზებები და იმედია, უკეთეს კლუბში მოვხვდები.

რომელიმე კლუბი დაინტერესდა? ამაზე ჯერ არაფერს ვიტყვი. სეზონი მიმდინარეობს, მსურს მეტი გავიტანო და შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო. მანამდე ტრანსფერის ამბავი ვერ გადაწყდება.

თამაშს ან "ბანგაში" გავაგრძელებ ან სხვა კლუბში გადავალ. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, რადგან აქამდე რაც ვთქვი, არაფერი გამოვიდა", - გვითხრა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ბანგაში" კიდევ ორი ქართველი თამაშობს: ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა