ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დუშან უჰრინი: არანაირი თუ, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემპიონი გავხდე!

დუშან უჰრინი: არანაირი თუ, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემპიონი გავხდე!

12 ოქტომბერს გაზეთ "ლელოს" ტრადიციული რუბრიკის სტუმარი "დინამო თბილისის" ჩეხი მწვრთნელი იყო
"დინამო თბილისის" ჩეხი მწვრთნელი დუშან უჰრინი-უმცროსი - სტუმარი მართლაც რომ მნიშვნელოვანი გვყავდა. ახლახან მას 45 წელი შეუსრულდა, თუმცა დაბადების დღის აღნიშვნა ვერ მოახერხა, - ოჯახის ჩამოსვლას ველოდებიო.

უჰრინს აქვს იუმორი და ეხერხება მასმედიასთან ურთიერთობა, რაც, რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის ძალიან საჭირო თვისებაა.

"დინამო" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია და მთავარი ბრძოლები წინ აქვს, იმის თქმა კი ახლავე შეიძლება, რომ უმცროსმა უჰრინმა გუნდში სიტუაცია დაალაგა და ამით სამუშაოს ერთი ნაწილი შესრულებული აქვს.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი პასუხობს.

- უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში მუშაობთ. როგორ შეეგუეთ აქაურობას, რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

- დიდი ხანი მაინც არ არის გასული, რაც აქ ვარ. საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები ხდება, რაც ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანია. ინტეერსით ველოდი, რომელი მხარე მოიგებდა არჩევნებს.

თბილისი ლამაზდება. პრაღაში ოცი წლის წინ დაიწყეს ქალაქის გალამაზება და ახლა კიდევ უფრო მშვენიერი დედაქალაქი გვაქვს.

საქართველოში მუშაობით კმაყოფილი ვარ, უმეტეს დროს "დინამოს" ბაზაზე ვატარებ, ყველა გვერდში მიდგას და მონდომებით მუშაობს.

- ოთხი წელია, "დინამო" ჩემპიონი არ გამხდარა, ასეთი დიდი წყვეტა ამ გუნდს მანამდე არ ჰქონია, ბოლოს მამათქვენის მწვრთნელობის დროს გახდა "დინამო" საქართველოს ჩემპიონი...

- "დინამოში" განახლების პროცესი მიდის. ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა უნდა ვასწავლო, "დინამოში" ყველამ უნდა გაითვითცნობიეროს, თუ რას ნიშნავს, იყო პირველი. "დინამოს" ხომ დიდი ისტორია აქვს.

- თუ ამ სეზონში "დინამო" ჩემპიონი ვერ გახდება, ეს თქვენთვის წარუმატებლობად ჩაითვლება?

- არ მინდა ვთქვა: თუ. ეს სპორტია და წინასწარ ძნელია კატეგორიული ლაპარაკი. აქ რომ ჩამოვედი, ამის მიზეზი ფული არ ყოფილა, მე მინდა რომ ჩემპიონი გავხდე.

- თქვენი ხელმძღვანელობით "დინამომ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო...

- გორის "დილასთან" მართლა ვერ ვითამაშეთ კარგად. ყველა თამაშის მოგება შეუძლებელი არ არის, მაგრამ არ მინდა იმის თქმა, რომ ყველა თამაშს მოვიგებთ.

- ლეგიონერებით გაძლიერებას კიდევ აპირებთ?

- ამ საკითხზე დეკემბრიდან დავფიქრდებით. თუ კმაყოფილი არ ვიქნები, არ არის გამორიცხული, რომ "დინამო" რომელიმე ლეგიონერმა დატოვოს.

- ტაქტიკური სქემის შეცვლა რამდენად მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში?

- 4-4-2-ს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა შესაძლოა, რომ 4-3-3 ავირჩიოთ სიტუაციიდან გამომდინარე. განლაგება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფეხბურთელები არიან ჩვენს განკარგულებაში.

- როგორ ფიქრობთ, უფრო მაინც სად არის ჩისკოს ადგილი, რომელ პოზიციაზე?

- ის მეორე ფორვარდია, ათი ნომრის პოზიციაზე ეფექტურია, გონება უჭრის, საგოლე ალღოც აქვს და კარგი გადაცემის შესრულებაც შეუძლია.

- გიორგი მერებაშვილზე რას გვეტყოდით? როგორ შეადარებდით მას ჩისკოსთან?

- მერებაშვილი ინდივიდუალისტია, ვმუშაობთ იმაზე, რომ შეცვალოს რაღაც-რაღაცეები და უფრო გუნდისთვის ითამაშოს. ის და ჩისკო სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. ჩისკოს სანიმუშო ხასიათი აქვს, სულ გამარჯვება უნდა.

- როცა მამათქვენი თავკაცობდა "დინამოს" , გუნდში მერებაშვილი იყო ლიდერი...

- მერებაშვილი ლიდერი? რატომაც არა, ყველაფერი მასზე დამოკიდებული.

- მიგაჩნიათ, რომ ჩისკო საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოა?

- ამ პოზიციაზე ის მართლაც საუკეთესოა.

- ორი ლეგიონერი "დინამომ" თქვენი თანხმობის შედეგად დაიმატა. რამდენად კმაყოფილი ხართ ვოსკობოინიკოვითა და გლიშიჩით?

- ვოსკობოინიკოვი ისეთი შემტევია, რომელიც ბევრს დარბის, რითაც ზეწოლას ახორციელებს მეტოქე მცველებზე და პოზიციას უმზადებს თნაგუნდელ თავდამსხმელს, უხსნის სივრცეებს. როცა ის "დინამოში" მოვიდა, ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ იყო, ახლა კი უკვე უკეთესად ათამაშდა.

ზოგს ახალ გუნდთან, ახალ გარემოსთან შესაგუებლად ცოტა დრო სჭირდება, ზოგს კი უფრო მეტი.

რაც შეეხება მარცხენაფლანგელ გლიშიჩს, ისიც ბოლო დროს უკეთესად თამაშობს და ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა. მას კარგი ჩაწოდება და დარტყმა აქვს.

- "დინამომ" თქვენი ხელმძღვანელობით არაერთი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, თუმცა დაცვაში უნაკლოდ არ გამოიყურებოდით...

- ყველაფრით კმაყოფილი მართლა არ ვარ. დაცვაში რამდენჯერმე სულელური შეცდომები დავუშვით, "დილასთან" მარცხს ვერ ვივიწყებ...

მე გახსნილი ფეხბურთი მიყვარს, ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ და შესაძლოა, ერთი საკუთარ კარშიც გავუშვათ. მსურს, რომ ჩემი გუნდის თამაში მაყურებლისთვის მიმზიდველი იყოს, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი მაინც არ დადის...

- "დინამო 2", "დინამოს" დუბლშემადგენლობა - ამ გუნდების ხელმძღვანელობაც თქვენი კომპეტენციაა? "დინამო 2"-დან ორი ფეხბურთელი აიყვანეთ პირველ გუნდში, რას გვეტყოდით ლაშა პარუნაშვილის და გიორგი პაპავას პერსპექტივაზე?

- პირველ გუნდში მოხვედრის შანსი ყველას აქვს. ახალგაზრდებმა გამოცდილი ფეხბურთელებისგან ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ზოგ ახალგაზრდას 3-4- თვე სჭირდება პირველი გუნდის ძირითადში მოსახვედრად, ზოგს კი ნახევარი წელი.

"ტიმიშოარაში" რომ ვმუშაობდი, 16-17 წლის ფეხბურთელები ავიყვანე პირველ გუნდში და ერთ წელიწადში უკვე ძირითადში მოხვდნენ.

- რას იტყოდით იმ მოედნებზე, საქართველოში რომ აქვთ გუნდებს. მომდევნო ტურში მარტვილში მოგიწევთ თამაში...

- მარტვილშიც უნდა მოვიგოთ, მეტოქეც ხომ იმავე მინდორზე ითამაშებს. მოედნების საკითხში მთავრობა უნდა ეხმარებოდეს ფეხბურთს, სადაც კი მიმუშავია ასე იყო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აგვარებდნენ ამ საკითხს.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს დაესწარით - რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- თქვენმა ნაკრებმა ცოტა არ იყოს, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, ესპანეთის ნაკრებთან სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა.

ბელარუსის დამარცხება კი არ არის ადვილი საქმე, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ბელარუსის ნაკრებს თამაშის ხარისხით ჩეხეთის ეროვნულ გუნდს შევადარებდი.

საქართველოს ნაკრებს მართლაც კარგი მწვრთნელი ჰყავს, თემურ ქეცბაიას ევროპაში ყველა იცნობს.

- გიორგი ლორიას გარდა კიდევ ვინ იმსახურებს "დინამოდან" საქართველოს ნაკრებში თამაშს?

- რეხვიაშვილი, ხმალაძე... ჯაბა დვალიც მართლა კარგი თავდამსხმელია.

- თქვენ არ გიოცნებიათ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელობაზე?

- არა, ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა მირჩევნია.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ნიკა კვეკვესკირი კარგა ხანს არ ჩანდა "დინამოს" პირველ გუნდში...

- მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მე არ მყავს გუნდში ჩემი ჯილა, ყველა ფეხბურთელთან ერთი და იგივე დამოკიდებულება მაქვს. მინდა რომ ყველა ფეხბურთელმა იგრძნოს, რომ აქვს პირველ გუნდში დამკვიდრების შანსი. ისე კი, შემადგენლობის როტაცია არ მიყვარს.

- აქაურ მსაჯებზე რას იტყოდით?

- მსაჯების მიმართ პრეტენზიები ყველგან აქვთ ხოლმე, შესაძლოა, ჩეხეთში ოდნავ უკეთესობა იყოს ამ მხრივ.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნვეთ?

- "დილა", "ზესტაფონი", "ტორპედო" და ჩვენ - ჩემპიონობისთვის ეს გუნდები იბრძოლებენ. ჩვენს კონკურენტებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ცუდ ფეხბურთს ნამდვილად არ თამაშობენ, ნებისმიერ მეტოქე გუნდს პატივს ვცემ.

- ჩეხურ ფეხბურში რა ვითარებაა? ბოლო დროს ჩეხეთის ნაკრებს მნიშვნელოვანი წარმატებები არ აქვს...

- თითქოს კალაპოტიდან ვართ ამოვარდნილები. პობორსკი, ნედვედი, ბერგერი... ასეთი თაობა აღარ გვყავს, პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, ნაკრების მწვრთნელს უბრალოდ არ აქვს იმის საშუალება, რომ უკეთესი ფეხბურთელებით დააკომპლექტოს გუნდი.

ნაკრების მიმართ კრიტიკა ბევრია... რაც შეეხაბ მილან ბაროშს, ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ პიროვნულად...

- მამათქვენს ხშირად ელაპარაკებით? ისევ ხომ არ აპირებს მწვრთნელობას?

- საქართველოში მუშაობით და ცხოვრებით ის ძალიან კმაყოფილი იყო, მწვრთნელობა კი დაასრულა, დედაჩემსაც ის უნდა, რომ დაისვენოს და აქეთ-იქეთ აღარ მოუწიოს მუშაობა.

მამაჩემს ისედაც უკვე ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული ფეხბურთში. მას ტელეფონით ვუკავშირდები ხოლმე და მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ogafa

უნდა წავიდე თამაშზე მარტვილთან როგორ მოიგებს მაინტერესებს.

გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია

"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს

შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს

ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება

„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში

მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა

ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება

ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია

შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა

"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება

ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა

რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა

"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე

ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა

პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია

აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს