კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების კაპიტანმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს...

კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების კაპიტანმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. სახელოვანი ფეხბურთელის თქმით, "ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება".

გასულ თებერვალში შევჩენკო აცხადებდა, რომ ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ეტყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ უკრაინელ ვეტერანს კარიერის გაგრძელების საშუალება მაინც მისცა.

ცოტაოდენი ანდრეი შევჩენკოს განვლილი კარიერის შესახებაც ვთქვათ. "შევამ" ფეხბურთის თამაში კიევის "დინამოში" დაიწყო, რომელთან ერთადაც ხუთჯერ უკრაინის ჩემპიონი გახდა და სამჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა. 1999 წელს, 22 წლისამ შევჩენკომ იტალიის "მილანთან" პირველი უცხოური კონტრაქტი გააფორმა. "როსონერის" შემადგენლობაში ანდრეიმ 7 სეზონი დაჰყო და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და უეფას სუპერთასიც, იტალიის ჩემპიონი გახდა, ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

2006-ში შევჩენკო ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასებს დაეუფლა. შემდეგ "შევა" "მილანში" ერთი სეზონით დაბრუნდა, ხოლო შარშან ზაფხულში მშობლიურ "დინამოს" შეუერთდა.

უკრაინის ნაკრებმა შევჩენკოსთან ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატში მეოთხედფინალამდე მივიდა. ხოლო მისი ინდივიდუალური ჯილდოების კოლექცია კი მართლაც უნიკალურია: უკრაინის ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი; უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი; ჩემპიონთა ლიგის ორგზის საუკეთესო მეგოლე; იტალიის სერია A-ს ორგზის გოლეადორი; "ფრანს ფუტბოლის" ვერსიით მსოფლიოს 2005 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მრავალი სხვა...

უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკომ 100 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა