12 ოქტომბერს "ფურია როხამ" მინსკში გაცილებით იოლად მოიგო, ვიდრე ეს თბილისში მოახერხა

12 ოქტომბერს "ფურია როხამ" მინსკში გაცილებით იოლად მოიგო, ვიდრე ეს თბილისში მოახერხა, ხორდი ალბას გოლისა და პედრო როდრიგესის ჰეთთრიკის წყალობით, ესპანეთის ნაკრებმა ბელარუსისგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 4:0 (იხილეთ ვიდეო).

ვისენტე დელ ბოსკე მატჩზე

"კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, მეტოქე ვერ აგვყვა სათანადოდ და იოლად მოვიგეთ. ბიჭები დიდებულად თამაშობდნენ, ერთმანეთს კარგად უგებდნენ, სიღრმისეულად მოქმედებდნენ, ბურთს მალევე მოიპოვებდნენ. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო.

პედრო ძალიან კარგ ფორმაშია. კლუბშიც კარგად თამაშობს, შეტევაში აგრესიულია და მისი თამაში მეტოქეზე უპირატესობას გვანიჭებს. პედროსთან ერთად მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ ვართ.

სერხიო რამოსმა მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ შევცვალე. მას თამაში შეეძლო, მაგრამ თავი დავიზღვიეთ.

სილვა ძალიან კარგად კი თამაშობდა, მაგრამ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, თან ინიესტას და სილვას შორის სათამაშო დროს ვაბალანსებ.

საფრანგეთთან ასეთ თამაშს არ ველი, მეტოქეს საოცარი შემადგენლობა ჰყავს. ყველა პოზიციაზე ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. ამასთან, საფრანგეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერია. ძნელი მატჩი გველის".

ვინ როგორ ითამაშა

იკერ კასილიასი: ასე იოლი თამაშები კასილიასსაც კი ცოტა აქვს, ბელარუსები ან აცილებდნენ, ან ხელში უგორებდნენ კაპიტანს ბურთს.

ალვარო არბელოა: დაცვაში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა მარჯვენა ფრთაზე შეტევებში ხშირად ერთვებოდა.

სერხიო რამოსი: მშვიდი საღამო ჰქონდა, საჰაერო დუელებში ყოჩაღობდა, ნახევარმცველები საფრთხეს რამოსამდე არ უშვებდნენ.

სერხიო ბუსკეტსი: ითამაშა ცენტრალურ მცველად. პოზიციას ბრწყინვალედ არჩევდა, ბელარუსთა რამდენიმე კონტრშეტევისას გაუვალი იყო.

ხორდი ალბა: მან გახსნა ანგარიში კარიერაში მეორე გოლით ნაკრების მაისურით. თავისი ფრთიდან მუდამ ხიფათი მიჰქონდა ბელარუსთა საჯარიმოში.

ჩავი: დისციპლინირებული, გააკეთა უამრავი პასი. მისი წყალობით ესპანეთმა ცენტრი მოიგო. პედროს მეორე გოლი მისი პასით გავიდა.

ჩაბი ალონსო: ჩავისთან ბრწყინვალე პარტნიორობა შეძლო. მეორე ტაიმში რამდენჯერმე ბუსკეტსს წინ წასვლის საშუალება მისცა.

სანტი კასორლა: ძალიან კარგად ითამაშა, შლიდა მეტოქის იერიშებს, იწყებდა ესპანეთისას. ახლოს იყო გოლთანაც, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

პედრო: გაიტანა სამი ბრწყინვალე გოლი, ნაწილებად დაშალა ბელარუსის დაცვის რედუტები, იყო საუკეთესო.

სესკ ფაბრეგასი: რამდენიმე მომენტი გაანიავა, თუმცა მაინც სასარგებლო იყო, პედროს მესამე გოლი მისი პასით გავიდა.

დავიდ სილვა: ძალიან აქტიური იყო თავიდანვე, პედრომ პირველი გოლი მისი პასით გაიტანა.

კასილიასის რეკორდი

იკერ კასილიასს ზედიზედ 9 მატჩია, რაც გოლი არ გაუშვია ესპანეთის ნაკრებში. ეს კი 728 "მშრალი" წუთია (8 წუთი წინა, მე-10 თამაშიდანაა) - ახალი რეკორდი. წინა რეკორდიც (708 წუთი, 2008 წელს) მას ეკუთვნოდა.

იკერისთვის ბელარუსთან მატჩი კარიერაში 141-ე იყო ეროვნულ გუნდში. მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტანს ბოლოს იტალიელმა ანტონიო დი ნატალემ გაუტანა ევრო 2012-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა