სოფიაში დასრულებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი გუნდები
სოფიაში დასრულებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი გუნდები, რომლებმაც ჯამში 13 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

მონაგარს ასაკობრივად თუ დავახარისხებთ, ოდნავ უფრო წარმატებით ჭაბუკებმა იასპარეზეს, რომლებმაც ერთი ჯილდოთი აჯობეს ახალგაზრდებს. მათ წილად 7 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჭაბუკთა შორის ყველაზე უკეთ ომარ ნიაზაშვილმა (70) იჭიდავა, ვინაიდან მთელი ტურნირი დაუმარცხებლად გაიარა, ფინალში ყირგიზ ჯამალბეკ ასილბეკსაც აჯობა და ჩემპიონი გახდა.

ეს ამბავი 14 ოქტომბერს მოხდა და იმ დღესვე ჩვენებს კიდევ შეეძლოთ ანალოგიური წარმატების მოპოვება - ფინალში ილია ოტიაშვილიც (87) გავიდა, მაგრამ ყაზახ ნიკიტა აზაროვთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. 13 ოქტომბერს ჩემპიონობის მოპოვების შანსი ლევან კირკიტაშვილმაც (65) დაკარგა, რადგან ფინალი რუს რამაზან კოძოკოვთან წააგო. ჭაბუკთაგან ბრინჯაოს პრიზიორები ირაკლი კუპატაძე (48), გიორგი ნათათრალიშვილი (56), უშანგი მარგიანი (75) და გიორგი ლაზუაშვილი (+87) გახდნენ.

ახალგაზრდების 6 მედალი ხარისხობრივად ასეა განაწილებული: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. როგორც ვხედავთ, ამათაც 3 ფინალი იჭიდავეს, თუმცა ერთ ოქროს გამორჩნენ. როგორც 13 ოქტომბერს უკვე გაუწყეთ, ეს ამირან იანვარაშვილმა (82) შეძლო, რომელმაც ფინალში რუსი გიორგი კორელი დაჯაბნა. 13-ში ორი ქართველი გავიდა ფინალში - ირაკლი ლომიძე (68) და უშანგი კოკაური (100), მაგრამ პირველი რუს ილია ილიასოვთან, მეორე კი რუმინელ დანიელ ნეტიასთან დამარცხდა. ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა (52), თეიმურაზ ხაჩიძემ (90) და მიხეილ ჩოხელმა (74) მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკები მეორეზე გავიდნენ, ახალგაზრდები - მესამეზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა