ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გამოცდილმა "ლელომ" ახალგაზრდა "ჯიქებს" სძლია

გამოცდილმა "ლელომ" ახალგაზრდა "ჯიქებს" სძლია

მეტოქეებმა თითო ლელო გაიტანეს, თუმცა "ლელომ" საჯარიმოები უფრო ზუსტად უწია მიზანს და 22:10 მოიგო
გათამაშების ლიდერის, თბილისის "ლელოსა" და დებიუტანტის, "ილიაუნი ჯიქის" დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მეტოქეებმა თითო ლელო გაიტანეს, თუმცა "ლელომ" საჯარიმოები უფრო ზუსტად უწია მიზანს და 22:10 მოიგო.

ამ გამარჯვებით ლელოელებმა გათამაშების სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნეს. თუმცა საამისოდ დიდი ჯაფა დაადგათ. "ლელომ" მეტოქესთან სათამაშოდ გადახალისებული შერკინება გამოიყვანა. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ახალგაზრდა "ჯიქების" შერკინებას სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში "ლელომ" ოთხი საკუთარი დერეფანი წააგო. საპასუხოდ კი "ჯიქებმა" საჯარიმოს გატანის ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენეს მაშინ, როცა ლელოელები 3:0-ს იგებდნენ. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ რაკში თამაშისას შესანიშნავად ირჯებოდნენ, გიორგი ამირხანაშვილის სამწყსო ხშირად ჯარიმდებოდა.

ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მეორე წუთზე "ლელოს" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ცენტრიდან საჯარიმოთი გახსნა - 3:0. "ჯიქებს" გათანაბრება მალევე შეეძლო, მაგრამ გარემარბმა რამაზ ხარაზაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. თუმცა მე-14 წუთზე მანვე მაინც მოახერხა ბურთის ძელებს შორის გატარება - 3:3.

ეს ანგარიში 30-ე წუთამდე შენარჩუნდა. "ლელო" ბევრს ცდილობდა, მაგრამ მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვას ვერაფრით ახერხებდა. "ჯიქები" დაცვაში თითქმის უშეცდომოდ ირჯებოდნენ. მიუხედავად ამისა, ლელოელთა შუამარბ ნონო ანდღულაძეს ორჯერ შეეძლო მეტოქის დალელოვება. პირველ შემთხვევაში მან თანაგუნდელის შეტევაში ჩართვა ამჯობინა, თუმცა ბურთი არაზუსტად გადააწოდა. მეორედ კი, ყიასაშვილის მიერ სიღრმიდან წამოწყებული იერიშის შემდეგ, მეტოქის ლელოში შეაღწია, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ მოახერხა.

დასკვნით ბოლო 10 წუთში "ლელომ" ტემპს უმატა. შედეგად "ჯიქებმა" შეცდომებს მოუხშირეს. ყიასაშვილმა სამი საჯარიმო დაარტყა და სამივე გაიტანა - 12:3.

ლელოელები ცხრა ქულით დაწინაურდნენ. ეს ანგარიში მატჩის მსვლელობის ადეკვატური იყო. ვერ ვიტყვით, რომ "ჯიქები" ასეთმა ჩამორჩენამ გატეხა. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მეტოქის მიძალებას ვეღარ გაუძლეს და ლელო მიიღეს.

ლელოელებმა 42-ე წუთზე საჯარიმო აუტში გადაიტანეს. დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან რვა მეტრში სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მძლავრი ბიძგებით ლელოში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით შეცვლაზე შესული შეკინების ბურჯი მიხეილ სუჯაშვილი იყო. ყიასაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 19:3.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქები" არც 16-ქულიან ჩამორჩენას შეუშინდა და მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სუჯაშვილის მოედანზე გამოჩენით "ლელოს" შერკინება დალაგდა და რამდენჯერმე მეტოქის რკენა მოიგეს კიდეც.

"ჯიქებმა" ანგარიშის შემცირება ხუთწუთიანი იერიშის შემდეგ შეძლეს. თამაშის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა. "ლელო" თავისი ჩათვლის მოედნის მისადგომებთან მედგრად იდგა. "ჯიქებმა" ჯერ საჯარიმო გაათამაშეს და მორკინალების მიძალებით სცადეს ფონს გასვლა. მერე ბურთი აუტში გადაიტანეს და იქიდან მოლი ააგორეს. "ლელომ" აქაც გაუძლო ზეწოლას.

ბოლოს შერკინება ზედ კარის წინ დაინიშნა. იქიდან ბურთი მესამეხაზელმა ჯაბა კიკვიძემ აიტაცა, რომელიც იქვე შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი კიდევ ერთმა მესამეხაზელმა ბექა მამრიკიშვილმა აიღო, რომლის შეჩერებაც ლელოელებმა ვეღარ მოახერხეს. გარდასახვა შუამარბმა ვლადიმერ კუპრეიშვილმა გაიტანა - 19:10.

"ლელოს" პირველივე საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. 62-ე წუთზე ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 22:10.

დარჩენილ დროში "ჯიქები" ბევრს ეცადა, მატჩი გადაერჩინა, თუმცა ამის რეალური შანსი არ მისცემია. ლელოელებმა, როგორც უკვე ვთქვით, შერკინებაში მოწინააღმდეგის დაჩაგვრა შეძლეს და, შესაბამისად, სათამაშო უპირატესობაც არ დაუთმეს.

მეტიც, მათ ანგარიშის გაზრდაც კიდევ უფრო შეეძლოთ, მაგრამ საჯარიმოს კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი აუტში გადაიტანეს. იქ კი დერეფანში უხეიროდ გაისარჯნენ და სალელოვე შეტევის ორგანიზებაც ვეღარ შეძლეს. მონაგარისთვის "ჯიქებსაც" არაფერი მიუმატებია და "ლელომ" მორიგი გამარჯვება მიითვალა.

ლელო-ილიაუნი ჯიქი 22:10

ლელო (15-9) ყიასაშვილი, გეგენავა, ანდღულაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა. (1-9) გოგიშვილი (სანიკიძე 68), ბელქანია, ბარბაქაძე (სუჯაშვილი 41), ხორბალაძე, ქოიავა, კოლელიშვილი (ჭყოიძე 63), სურგულაძე (მძინარიშვილი 58), დარასელია.

ლ: სუჯაშვილი, 5ს,გ: ყიასაშვილი.

სინბინი: გოგიშვილი.

ილიაუნი ჯიქი (15-9) კიკნაძე (გიორგაძე 45), ნოზაძე (იობაშვილი 57), კუპრეიშვილი, ჯიმუხაძე, ხარაზაშვილი, ფურცელაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (ხატიაშვილი 49), ოქრომელიძე (სვანიძე 63), ყაულაშვილი (გაგნიძე 70), მიქაძე (ტალახაძე 46), გოგოლაძე, მამრიკიშვილი, ცირეკიძე, კიკვაძე.

ლ: მამრიკიშვილი. გ: კუპრეიშვილი. ს: ხარაზაშვილი.

სინბინი: ტალახაძე.

მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა

გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს

კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა

ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"

ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს

ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?