ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელიც ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, საქართველოს ნაკრებთან სამომავლო მატჩზე ისაუბრა
ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელმა ტიმოფეი კალაჩევმა, რომელიც ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, საქართველოს ნაკრებთან სამომავლო მატჩზე ისაუბრა.

ფეხბურთელის თქმით, თემურ ქეცბაიას გუნდი ბელორუსის ნაკრების დონისაა.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამ შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და თუ მოვიგეთ, მაშინ მომავალს უფრო ოპტიმისტურად შევხედავთ.

ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებები ერთი დონის არიან. საკუთარ კედლებში თუ არ მოვიგეთ, მაშინ, უბრალოდ, აღარ ვიცი, რა ვთქვა...

ბიჭებს ესმით, რომ ისინი ვალდებულნი არიან, საკუთარ მოედანზე ქართველები დაამარცხონ. ეს თუ ვერ შეძლეს, მომავალზე საუბარი ძნელი იქნება. ისე, უკეთესია, ჯერ თამაშს დაველოდოთ.

ბიჭები მოედანზე გავლენ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებ. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მე კი მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩვენს ნაკრებს წარმატება ვუსურვო", - თქვა კალაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, ხოლო საქართველოს ეროვნულ გუნდს 4 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

აქვე გეტყვით, რომ ბელორუსის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მომზადებულია telegraf.by-ს მიხედვით

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა