ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგა ინგლისის ჩემპიონატში ზამთარში ხანმოკლე პაუზის შემოღების პერსპექტივას განიხილავს
ინგლისის პროფესიული საფეხბურთო ლიგის (პრემიერლიგა) აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ სკუდემორის თქმით, ის და მისი ორგანიზაცია ინგლისის ჩემპიონატში ზამთარში ხანმოკლე პაუზის შემოღების პერსპექტივას განიხილავენ.

მან გულწრფელად განაცხადა, რომ რეალური შანსი, რომ აღნიშნულ იდეას ხორცი შეესხას, მხოლოდ მას მერე გაჩნდება, რაც საფეხბურთო ასოციაცია ინგლისის თასის შეხვედრების გადათამაშებას გააუქმებს.

მოგეხსენებათ, პირველი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ გუნდებს მეორე შეხვედრის გამართვა უწევთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მასპინძელი იცვლება. სკუდემორს მაგალითად გერმანიის თასის მოჰყავს, სადაც დაპირისპირება ერთმატჩიანია და ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ დამატებითი დრო და საჭიროების შემთხვევაში უკვე პენალტების სერია ინიშნება.

ამჟამად მოქმედი მოდელის გამო საფეხბურთო ლიგას "მძიმეწონოსანი” კრიტიკოსები დიდი ხანია, მოუმრავლდნენ. მაგალითად - სერ ალექს ფერგიუსონი, რობერტო მანჩინი და არსენ ვენგერი. ზამთრის პაუზის შემოღებას ჯერ კიდევ "ვესტ ბრომვიჩში” მუშაობის პერიოდში ითხოვდა ინგლისის ნაკრების დამრიგებელი როი ჰოჯსონიც. სკუდემორის თქმით, მას ესმის ოპონენტების, მაგრამ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილების მისაღებად დაინტერესებული მხარეების (კლუბების, ფედერაციისა და სხვების) პოზიციათა გათვალისწინებაც აუცილებელია.

ამასთან, გადამწყვეტი სიტყვის თქმა მან საფეხბურთო ასოციაციას წამოჰკიდა კისერზე: "გულწრფელად გეტყვით, ამ საკითხის გადაწყვეტა იოლი არ იქნება. ჩვენ ვერ შევამცირებთ მონაწილეთა რაოდენობას პრემიერლიგაში. წარმოიდგინეთ, ხართ თეატრის ხელმძღვანელი, სადაც წლის განმავლობაში 380 თვალწარმტაცი სპექტაკლი თამაშდება და არცერთ მათგანზე მაყურებელთა რაოდენობა არ კლებულობს; ამასთან, იყიდება პირდაპირი სატელევიზიო ეთერიც.

განა იოლია, 60 ან 70 მათგანი ერთბაშად მოხსნა სცენიდან? ამას გარდა, ნამდვილად არავის ინტერესში არ შედის, რომ ლიგის თასის გათამაშება საერთოდ შეწყდეს, რადგან ტურნირი შემოსავლის სერიოზული წყაროა. ამას გარდა, სწორედ აქ ვხედავთ ქვედა დივიზიონისა და ელიტის წარმომადგენელთა ყველაზე დაძაბულ დაპირისპირებებს.

ასოციაციას არც გადათამაშებების დაკარგვა სურს. ცხადია, ყველას მოგვიწევს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და პოზიციების შეჯერება, რათა როგორმე მოვახერხოთ ზამთრის პაუზის შემოღება. გარწმუნებთ, ორკვირიანი პაუზის გამონახვა ამ პირობებში ჯოჯოხეთურად ძნელი იქნება”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს