ნეიტრალური ქომაგის თვალით თუ შევხედავთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტური მესამეზე გაცილებით საინტერესოა
ნეიტრალური ქომაგის თვალით თუ შევხედავთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტური მესამეზე გაცილებით საინტერესოა, რადგან (თუ ჩვენს ჯგუფში დაგეგმილ ტოპ-მატჩსაც არ ჩავთვლით) ისეთ გრანდებს, როგორებიც არიან ჰოლანდია და ინგლისი, საკმაოდ რთული გასვლითი შეხვედრები ელით.

საინტერესო იქნება შვეიცარიისა და ისლანდიის დუელი, ჩეხეთისა და ბულგარეთის ჯახი, ასევე გერმანიისა და შვედეთის დაპირისპირება, რომელშიც ზლატანი და კომპანია ბუნდესგუნდის გამწარებას შეეცდებიან.

A ჯგუფი

ვის ათამაშებს სტიმაჩი თავდასხმაში?

16 ოქტომბერი

ხორვატია-უელსი 22:00

მაკედონია-სერბეთი 22:30

ბელგია-შოტლანდია 22:45

პარასკევს მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (3:0 სერბეთში) შემდეგ საფეხბურთო ბელგია ეიფორიაშია.

ბელგიელები ჯგუფს ხორვატებთან ერთად ლიდერობენ, 16 ოქტომბერს კი შოტლანდიასთან ექნებათ საქმე. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბელგიაა, მაგრამ შოტლანდიას ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს და თანაც, კრეიგ ლევეინის გუნდიც წნეხის ქვეშაა.

"სამი ტურის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბელგიას ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ იქ მოსაგებად მივდივართ," - თქვა ლევეინმა უელსში წაგების (1:2) შემდეგ.

უელსელებმა კი, თავის მხრივ, ამ გამარჯვების შემდეგ შვებით ამოისუნთქეს, რადგან პირველი ქულები დაისაკუთრეს. 16 ოქტომბერს კი ხორვატიის სახით ჯგუფის მთავარ ფავორიტს სტუმრობენ, თუმცა წარმატების მიღწევის უმცირესი შანსი აქვთ და თან არსენალელი აარონ რამსიც დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

ხორვატიის ნაკრების თავკაც იგორ სტიმაჩს კი ლუქს-პრობლემა აქვს: აღარ იცის, ვინ გაამწესოს ცენტრფორვარდის პოზიციაზე. მისი თქმით, მარიო მანჯუკიჩი და ნიკიცა იელავიჩი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. დიდი შანსია, რომ დღეს ხორვატიის ნაკრების ცენტრფორვარდად ედუარდო ვიხილოთ.

სკოპიეში მაკედონიისა და სერბეთის ნაკრების უმძაფრესი ჯახი გაიმართება. ამ გუნდების დაპირისპირება ისედაც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და ამჯერად ორმაგად საინტერესოა, რადგან პარასკევს ორივემ წააგო და ახლა ორივე უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული.

ჩედომირ იანევსკიმ განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობას შეცვლიდა და ცხადი მხოლოდ ისაა, რომ ტოპ-თავდამსხმელ გორან პანდევს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

სერბები, ფაქტობრივად, ვალდებულები არიან, მაკედონიაში მოიგონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელგიას და ხორვატიას, სავარაუდოდ, უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს შეიმცირებენ.

"ფაქტია, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მაკედონიაში მოგებაა საჭირო!" - აცხადებს ალეკსანდარ იგნიოვსკი.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბელგია

3

2

1

0

6-1

7

2

ხორვატია

3

2

1

0

4-2

7

3

სერბეთი

3

1

1

1

6-4

4

4

უელსი

3

1

0

2

3-9

3

5

შოტლანდია

3

0

2

1

2-3

2

6

მაკედონია

3

0

0

2

1-8

1

B ჯგუფი

კრიზისში მყოფი დანიელები იტალიაში

16 ოქტომბერი

ჩეხეთი-ბულგარეთი 22:00

იტალია-დანია 22:45

იტალიის ნაკრებმა სამივე თამაში ზედმეტი ბრწყინვალების გარეშე ჩაატარა, მაგრამ ჩეზარე პრანდელის გუნდი შვიდი ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

"სკუადრა აძურამ" მოსაგები თამაშები (მალტასთან და სომხეთში) მოიგო, ბულგარეთში ფრე ითამაშა, ახლა კი კრიზისში მყოფ დანიას მასპინძლობს.

დანიელებს ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, ამ ჯგუფში კი ორი ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. თუმცა სკანდინავიელებს მხოლოდ ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და თუ იტალიაში არ წააგებენ, მდგომარეობას ოდნავ მაინც გამოისწორებენ.

პრანდელი, სავარაუდოდ, ჯანლუიჯი ბუფონს ვერ გამოიყენებს - "იუვენტუსის" მეკარეს კუნთი დაეჭიმა.

სამაგიეროდ, "აძურას" მარიო ბალოტელი უბრუნდება. მეორე მატჩში მესამე ადგილზე მყოფი ჩეხეთი მეორეადგილოსან ბულგარეთს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადასვლა შეუძლია, მაგრამ ბულგარელებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი დამარცხება ძალიან ძნელია.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იტალია

3

2

1

0

7-3

7

2

ბულგარეთი

3

1

2

0

4-3

5

3

ჩეხეთი

2

1

1

0

3-1

4

4

სომხეთი

3

1

0

2

2-4

3

5

დანია

2

0

2

2

1-1

2

6

მალტა

3

0

0

0

1-6

0

C ჯგუფი

შვედეთი იბრას იმედად

16 ოქტომბერი

ფარერები-ირლანდია 22:00

ავსტრია-ყაზახეთი 22:35

გერმანია-შვედეთი 22:45

C ჯგუფში ჯერჯერობით ყველაფერი ისე ხდება, როგორც ველოდით: გერმანიის ნაკრებმა სამივე თამაში მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია; მეორე ადგილზე კი შვედეთის ნაკრებია ექვსი ქულით, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და კომპანიამ ორ თამაშში მოიპოვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდია და ავსტრია ჯერჯერობით არ ჰგვანან ისეთ გუნდებს, რომლებმაც შეიძლება მუნდიალის საგზურისთვის იბრძოლონ; ყაზახეთისგან და მით უმეტეს, ფარერებისგან კი, ისედაც არაფერს ველოდით.

ამ ლოგიკით, 16 ოქტომბერს მთლიანად C ჯგუფის ცენტრალური მატჩია, რადგან გერმანია შვედეთს მასპინძლობს.

ორივე გუნდს ყველა თამაში მოგებული აქვს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ შვედებს ფარერების დამარცხება გაუჭირდათ - აგებდნენ და თამაში შეატრიალეს. გამარჯვებისა და შვებისმომგვრელი გოლი კი, რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შესაბამისად, ცხადია, რომ საფეხბურთო შვედეთს გერმანიასთანაც სწორედ ზლატანის იმედი აქვს.

გერმანიასთან სამარცხვინო 1:6-ის შემდეგ ირლანდია ფარერებს სტუმრობს და თუ ჯოვანი ტრაპატონის შეგირდები ამ თამაშს ვერ მოიგებენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იტალიელი სპეციალისტი შეიძლება გაათავისუფლონ.

აუცილებლად სამი ქულა სჭირდება ავსტრიასაც, რადგან საკუთარ მოედანზე ყაზახეთს ეთამაშება. პარასკევს ყაზახეთში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა და ავსტრიელები ვალდებულები არიან, სუსტი მეტოქე შინ მაინც დაამარცხონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მარსელ კოლერის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოს. ავსტრიელებს იმედი აქვთ, რომ მოედანზე გასვლას ამჯერად მაინც შეძლებს ბაიერნელი დავიდ ალაბა, რომელმაც პარასკევს ვერ იასპარეზა.

თავად მწვრთნელ კოლერს კი წინა ხაზი უფრო ადარდებს, რადგან ვერც მარკო არნაუტოვიჩი და ვერც შტუტგარტელი მარტინ ჰარნიკი იმედებს ვერ უმართლებენ...

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

გერმანია

3

3

0

0

11-2

9

2

შვედეთი

2

2

0

0

4-1

6

3

ირლანდია

2

1

0

1

3-7

3

4

ავსტრია

2

0

1

1

1-2

1

5

ყაზახეთი

3

0

1

2

1-4

1

6

ფარერები

2

0

0

2

1-5

0

D ჯგუფი

ტოპ-მატჩი ბუქარესტში, თურქეთი უმძიმეს მდგომარეობაშია

16 ოქტომბერი

ანდორა-ესტონეთი 21:00

რუმინეთი-ჰოლანდია 22:00

უნგრეთი-თურქეთი 22:30

ჰოლანდიას სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ეს არავის უკვირს. სამაგიეროდ, ფაქტობრივად სენსაციაა ის ფაქტი, რომ რუმინეთის ნაკრებიც ასპროცენტიანი შედეგით იწონებს თავს.

პარასკევს რუმინელებმა თურქეთიდან წაიღეს სამი ქულა (1:0) და ეიფორიაში არიან. 16 ოქტომბერს კი ბუქარესტში სწორედ ჰოლანდიის ნაკრებს მასპინძლობენ და კითხვას, ვინ უნდა იყოს ამ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი, სწორედ ეს შეხვედრა უპასუხებს.

ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმა არიენ რობენი მიუნხენში გაუშვა, რადგან ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებდა და მის ნაცვლად ბრემენის "ვერდერის" დავიწყებული გარემარბი ელჯერო ელია გამოიძახა, რომელსაც ნაკრებში ერთი წელია არ უთამაშია და რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულია.

რუმინეთთან საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ თურქები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცნენ და ფაქტობრივად, ვალდებულები არიან, უნგრეთიდან სამი ქულა წაიღონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მათი შანსი მინიმუმამდე შემცირდება.

მართალია, კიდევ ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი, მაგრამ თურქეთი ჰოლანდიას და რუმინეთს უკვე 6 ქულით ჩამორჩება. თურქებს საკადრო პრობლემებიც აქვთ: მეკარე ვოლქან დემირელს, იომერ ტოპრაკს, არდა თურანს და გიოქჰან გიონულს ტრავმები აწუხებთ.

ანდორა და ესტონეთი არა მარტო უქულოდ არიან, არამედ ჯერ ერთი გოლის გატანაც კი ვერ შეძლეს. ეს განსაკუთრებით ესტონელებისთვისაა საშინელი შედეგი - ბალტიისპირელები დღეს სწორედ ანდორას სტუმრობენ და იმედი აქვთ, რომ პირველ სამ ქულას აიღებენ.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ჰოლანდია

3

3

0

0

9-1

9

2

რუმინეთი

3

3

0

0

7-0

9

3

უნგრეთი

3

2

0

1

7-4

6

4

თურქეთი

3

1

0

2

3-3

3

5

ესტონეთი

3

0

0

3

0-6

0

6

ანდორა

3

0

0

3

0-12

0

E ჯგუფი

ჰიტცფელდის პირველი თამაში სკანდალის შემდეგ

16 ოქტომბერი

კვიპროსი-ნორვეგია 22:00

ისლანდია-შვეიცარია 22:30

ალბანეთი-სლოვენია 22:45

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ნორვეგიასთან მატჩის (1:1) დროს ესპანელ მსაჯს შუათითი უჩვენა და ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პირველ რიგში იმიტომ, რომ "ჯენტლმენად" წოდებული 63 წლის ჰიტცფელდისგან ასეთ რამეს არავინ ელოდა.

ოტმარს ამის გამო დისკვალიფიკაციის საფრთხეც ემუქრება. 15 ოქტომბერს მას ამ თემაზე აღარაფერი უთქვამს და მხოლოდ ისლანდიასთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა - მატჩზე, რომელიც შვეიცარიელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში მეორე ადგილზე სწორედ ისლანდიაა.

შვეიცარიელთა მიზანი ლიდერობის შენარჩუნებაა, თუმცა ბრძოლა დისკვალიფიცირებული ერენ დერდიოკის გარეშე მოუწევთ. მიუხედავად ამისა, ჰიტცფელდს ახალი თავდამსხმელი არ გამოუძახებია.

"ვფიქრობ, ეს არაა საჭირო, რადგან მარიო გავრანოვიჩის, ადმირ მეჰმედისა და ნასიმ ბენ ხალიფას სახით სამი ძალიან კარგი ალტერნატივა მყავს," - უთხრა ოტმარმა ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს.

საკმაოდ საინტერესო იქნება კვიპროსისა და ნორვეგიის დუელიც, ისევე, როგორც ალბანეთისა და სლოვენიის დაპირისპირება, რადგან ჯგუფი გაწონასწორებულია და მეორე ადგილისთვის ბრძოლა ყველას შეუძლია.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

შვეიცარია

3

2

1

0

5-1

7

2

ისლანდია

3

2

0

1

4-2

6

3

ნორვეგია

3

1

1

1

3-4

4

4

ალბანეთი

3

1

0

2

4-5

3

5

სლოვენია

3

1

0

2

3-5

3

6

კვიპროსი

3

1

0

2

3-5

3

F ჯგუფი

რონალდოს მეასე მატჩი

16 ოქტომბერი

რუსეთი-აზერბაიჯანი 19:00

ისრაელი-ლუქსემბურგი 20:00

პორტუგალია-ჩრდ. ირლანდია 23:45

უშუალო კონკურენტ პორტუგალიის დამარცხებით (1:0) რუსეთის ნაკრებმა ბრაზილია 2014-ისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ფაბიო კაპელოს შეგირდებს სამივე თამაში მოგებული აქვთ და დღეს აზერბაიჯანს მასპინძლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მორიგი გამარჯვების მოპოვებას გეგმავენ.

მოსკოვში დამარცხებული კრიშტიანო რონალდო და კომპანია კი ჩრდილოირლანდიელებს უმასპინძლებენ და თუ მეორე ადგილის დათმობა არ სურთ, აუცილებლად უნდა მოიგონ, რადგან ისრაელის ნაკრები პორტუგალიას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და დღეს ჯგუფის უსუსტეს გუნდს, ლუქსემბურგს მასპინძლობს.

აქვე ვთქვათ, რომ რონალდო 16 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების ფორმას მეასედ მოირგებს. შეგახსენებთ, რომ თამაშების რაოდენობის მხრივ პორტუგალიის ეროვნული გუნდის რეკორდსმენი ლუიშ ფიგუა (127 შეხვედრა), მეორე ადგილზე კი ფერნანდო კოუტუ გახლავთ (110).

კრიშტიანო მესამე პორტუგალიელი იქნება, რომელიც ასიანთა კლუბში შევა. რაც შეეხება გოლებს: კრიშტიანოს ნაკრებში 37 გოლი აქვს გატანილი და ლეგენდარულ ეუსებიოს მხოლოდ ოთხი გოლით ჩამორჩება, რეკორდსმენ პედრო პაულეტას კი - 10 გოლით. შესაბამისად, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ კრიშტიანო ამ რეკორდს დაამხობს.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

რუსეთი

3

3

0

0

7-0

9

2

პორტუგალია

3

2

0

1

5-2

6

3

ისრაელი

3

1

1

1

7-5

4

4

ჩრდ. ირლანდია

2

0

1

1

1-3

1

5

აზერბაიჯანი

2

0

1

1

1-4

1

6

ლუქსემბურგი

3

0

1

2

2-9

1

G ჯგუფი

დიდი ინტრიგა ბრატისლავაში

16 ოქტომბერი

ლატვია-ლიხტენშტაინი 21:00

ბოსნია-ლიტვა 22:00

სლოვაკეთი-საბერძნეთი 22:30

G ჯგუფში ფავორიტების ტრიო დაწინაურდა - ბოსნიელებს, სლოვაკებს და ბერძნებს სამი ტურის შემდეგ 7-7 ქულა აქვთ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში კი ბურთების საუკეთესო შეფარდების გამო ბოსნიის ნაკრებია, რომელმაც პარასკევს ათენიდან ქულა წაიღო (0:0), ხოლო 16 ოქტომბერს ლიტვის სახით ისეთ გუნდს მასპინძლობს, რომელთანაც სამ ქულას გეგმავს.

ბალტიისპირელებს 4 ქულა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად მუნდიალის საგზურისთვის გაბრძოლება შეუძლიათ, მაგრამ ლიტველებს სერიოზული პრობლემები აქვთ თავდასხმაში - სამ ტურში მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს და აქედან არცერთი არაა ნომინალური თავდამსხმელის ანგარიშზე.

თუ ბოსნია ლიტვას მოუგებს, მწვრთნელი საფეტ სუსიჩი კარგ ხასიათზე დადგება, რადგან მთავარი კონკურენტები, სლოვაკეთი და საბერძნეთი ერთმანეთში თამაშობენ. სლოვაკები უკვე საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებენ, რადგან ვლადიმირ ვაისი და მარტინ შკრტელი გამოჯანმრთელდნენ.

დღემდე უქულოდ მყოფ ლატვიას კი ლიხტენშტაინთან პირველი სამი ქულის აღების იმედი აქვს.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბოსნია

3

2

1

0

12-2

7

2

სლოვაკეთი

3

2

1

0

5-2

7

3

საბერძნეთი

3

2

1

0

4-1

7

4

ლიტვა

3

1

1

1

3-3

4

5

ლატვია

3

0

0

3

3-8

0

6

ლიხტენშტაინი

3

0

0

3

1-12

0

H ჯგუფი

ინგლისს და პოლონეთს საკადრო პრობლემები აქვთ

16 ოქტომბერი

უკრაინა-ჩერნოგორია 22:00

სან მარინო-მოლდოვა 22:30

პოლონეთი-ინგლისი 23:00

ინგლისის ნაკრები სწორ გზაზე დგას: პარასკევს სან მარინო 5:0 გაანადგურა, მაგრამ 16 ოქტომბერს პოლონეთს სტუმრობს, სადაც როი ჰოჯსონის ბიჭებს იოლი გასეირნება ნამვილად არ ელით. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს.

ჰოჯსონი ფრენკ ლემპარდს, რაიან ბერტრანს და თეო უოლკოტს ვერ გამოიყენებს - სამაგიეროდ, ბრუნდება კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომელიც, თუ ითამაშა, ნაკრებში 99-ე შეხვედრას ჩაატარებს.

სერიოზული პრობლემები აქვს პოლონეთის ნაკრების თავკაც ვალდემარ ფორნალიკსაც: კაპიტანი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, ლუკაშ პიშჩეკი, ოიგენ პოლანსკი და ძირითადი მეკარე ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულები არიან. აღსანიშნავია, რომ პოლონეთს ინგლისი 39 წელია, არ დაუმარცხებია...

პოლონეთისა და ინგლისის დუელიდან ხეირის ნახვა ჩერნოგორიას შეუძლია, მაგრამ ამ გუნდს ურთულესი გასვლითი მატჩი ელის უკრაინაში. "უკრაინა ძალიან ძლიერია, მაგრამ იქ მხოლოდ სამი ქულისთვის მივდივართ," - ამბობს ფლანგის მცველი ვლადიმირ ვოლკოვი.

ჯგუფის მესამე შეხვედრაში უქულო და უგოლო სან მარინო ასევე უგოლო, მაგრამ ერთქულიან მოლდოვას მასპინძლობს. ეს ერთი ქულა მოლდოველებმა პარასკევს, უკრაინასთან მიღწეული 0:0-ით მოიპოვეს.

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ინგლისი

3

2

1

0

11-1

7

2

ჩერნოგორია

2

1

1

0

8-2

4

3

პოლონეთი

2

1

1

0

4-2

4

4

უკრაინა

2

0

2

0

1-1

2

5

მოლდოვა

3

0

1

2

0-7

1

6

სან მარინო

2

0

0

2

0-11

0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა