"ლივერპულის" ლეგენდარულმა უელსელმა ფორვარდმა იან რაშმა მერსისაიდელების ხელმოცარულ ფეხბურთელთა გასაგონად თქვა, წარუმატებლობის კლუბის ოფისისთვის დაბრალება ძალიან ადვილი საქმეაო...
"ლივერპულის" ლეგენდარულმა უელსელმა ფორვარდმა იან რაშმა მერსისაიდელების ხელმოცარულ ფეხბურთელთა გასაგონად თქვა, წარუმატებლობის კლუბის ოფისისთვის დაბრალება ძალიან ადვილი საქმეა, თუ ბიჭები ხართ, მოედანზე გადით და იქ გვაჩვენეთ რისი თავი გაქვთო. კერძოდ, რაშმა ასე ბრძანა:

"თავის გასამართლებლად კლუბის ვალებისა და სხვა საოფისე პრობლემების მოტანა ძალიან ადვილია. ჩვენ ასე არ ვიყავით. ჩვენს დროს ფეხბურთელებს მთელი ყურადღება თამაშზე გვქონდა გადატანილი".

მათთვის ვინც არ იცის: როი ჰოჯსონის ხელში "ლივერპული" პრემიერლიგის ცხრილის ბოლოში, მე-18 ადგილზეა, იმავდროულად კი სასამართლომ კლუბის მეპატრონეობის საკითხი უნდა გაარჩიოს – ამჟამინდელმა მფლობელებმა ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა თანამემამულე ბიზნესმენს ჯონ ჰენრისა და მის კორპორაციას Nეწ Eნგლანდ შპორტს Vენტურე-ს უჩივლეს. ჰენრი "ლივერპულში" 300 მილიონ ფუნტს იხდის.

ამრიგად, "წითლების" ისტორიაში ყველაზე შედეგიან ფორვარდს (660 შეხვედრაში 346 გოლის ავტორი) მიაჩნია, რომ მეპატრონეთა დავა ფეხბურთის თამაშთან არაფერ შუაშია.

"როდესაც ცუდად თამაშობ, სხვისი კრიტიკა და ყურადღების გარეშე ფაქტორებზე გადატანა ძალიან ადვილია. დაბრალებას მართლაც არაფერი უნდა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველანი, მწვრთნელები, ფეხბურთელები, მეპატრონეები თუ გულშემატკივრები ერთ ნავში ვსხედვართ. ჩვენ თუ ერთმანეთთან დავიწყებთ ბრძოლას, საერთო საქმეს გავაფუჭებთ, ამიტომ, დღეს ყველაფერს აჯობებს გავერთიანდეთ და გუნდი საერთო ძალისხმევით გამოვიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან" - ამბობს უელსელი.

ჩემპიონატის ასეთი ცუდი სტარტი მერსისაიდელებს 1953-54 წლების სეზნიდან არ ჰქონიათ. ეს კი ის სეზონია, რომლის ბოლოსაც გუნდი მაშინდელი პირველი ანუ უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ბოლო ტურში "ლივერპულმა" შინ სამარცხვინოდ წააგო "ბლექპულთან" 1:2, რის შემდეგაც "ენფილდ როუდზე" შეკრებილმა ფანობამ როი ჰოჯსონის მოხსნა და მის მაგივრად კენი დალგლიშის დანიშვნა მოითხოვა. თუმცა, ფანებისგან განსხვავებული აზრი აქვს "წითლების" ჰოლანდიელ ფეხბურთელს დირკ კუიტს:

"ვინც ვარჯიშებზე გვესწრება ხედავს, რომ ჩვენ ყოველდღიურ პროგრესს განვიცდით. ჩვენ საკუთარი შესაძლებლობებისა გვწამს და ამ პროგრესის მოედანზე გადატანა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ფეხბურთელები ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ის ტემპი და რიტმი ვიპოვნოთ, რომელიც მწვრთნელს სურს. სეზონის წინ ახალ სისტემაზე გადაწყობისთვის დიდი დრო არ გვქონია და ეს ყველაფერი, ალბათ, ამიტომაც ხდება".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა