ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
დუდუ დადიანის მემორიალი: "არმია" თასს პერიმეტრიდან შესწვდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "არმია" თასს პერიმეტრიდან შესწვდა
მეათე, საიუბილეო გათამაშებამ ახალი ჩემპიონი გამოავლინა: "არმია" მესამე სეზონია, ქართული კალათბურთის კაბადონზეა, მაგრამ აქამდე დადიანის მემორიალში მონაწილეობა არ მიუღია
დუდუ დადიანის მემორიალი 2002 წლიდან იმართება. პირველად თასი "დინამომ" აღმართა. მეათე, საიუბილეო გათამაშებამ ახალი ჩემპიონი გამოავლინა: "არმია" მესამე სეზონია, ქართული კალათბურთის კაბადონზეა, მაგრამ აქამდე დადიანის მემორიალში მონაწილეობა არ მიუღია.
დებიუტი არმიელებმა ტრიუმფით აღნიშნეს, თუმცა მწვრთნელი, კოტე ტუღუში ჩაფიქრებული და, როგორც საუბრისას გაირკვა, უკმაყოფილო იყო.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მიიღებთ. შესავალში კი მხოლოდ "არმიას" ხსენება მართებული არ იქნება, რადგან მას ღირსეული მეტოქე ჰყავდა ("შსს აკადემია"), სწორედ ისეთი, რომელმაც ევროჩელენჯისთვის მზადებაში მყოფი არმიელების მინუსები სააშკარაოზე გამოიტანა.
სეზონისწინა შეჯიბრება კი იმისთვისაა, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მზადება შეფასდეს და ლაფსუსები აღმოიფხვრას.
თავის მხრივ, უკმაყოფილო იყო "შსს აკადემიას" მწვრთნელი გიორგიოს კეცელიდისი. არა, მისმა გუნდმა სუსტად არ ითამაშა; პირიქით, ვფიქრობთ, შსს-ელებმა შესაძლებლობები კარგად გამოავლინეს - მწვრთნელი უკმაყოფილო იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ შედარებით ძლიერი შემადგენლობის მეტოქეს სამი პერიოდი თანაბრად ეთამაშა და რომ არა მცირე ჩავარდნა, შეიძლებოდა, სეზონი ტიტულის მოგებით დაეწყო.
არადა, ეს შსს-სთვის მემორიალის ზედიზედ მესამე წაგებული ფინალია.
შესავალში დავწერეთ "შედარებით ძლიერი შემადგენლობის მეტოქეს". ეს "არმიას" ეხებოდა, რომელსაც ევროპულ კალათბურთში გამოცდილი, ევროთასსა თუ ევროჩელენჯზე გამოწვრთნილი ლეგიონერები ჰყავს. მათ დავუმატოთ საქართველოს ნაკრების წევრები და არანაკლებ სასარგებლო ქართველი კალათბურთელები.
გავბედავთ და ვიტყვით, რომ ასეთი შემადგენლობით ოპტიმალურ ფორმაში მყოფ "არმიას" ევროჩელენჯზე ღირსეულად გამოსვლა შეუძლია.
რაც შეეხება "შსს აკადემიას", ისეთი მაღალანაზღაურებადი უცხოელები არ ჰყავს, როგორც მეტოქეს, ქართველთაგან კი საქართველოს ნაკრების წევრი მხოლოდ ბესიკ ლეჟავაა.
მაშ, რამ განაპირობა სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი თამაში? ეს მხოლოდ ანგარიშზე არ ითქმის, საბოლოო სტატისტიკაც არაერთ კომპონენტში იყო თანაბარი: რეალიზებული ორქულიანები - 15:15, ჩაჭრები - 5:5, სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულები - 22:22, მოხსნები - 40:38, პასები - 17:16 (ბოლო ორი მაჩვენებლით ოდნავ წინ "არმიაა"), შეცდომები - 18:16 (აქ უფრო მეტი შსს-ია).
პირველი მიზეზი "შსს აკადემიას" სწორი თამაში იყო. ამ გუნდის კალათბურთელებმა დაცვაში გააზრებულად, ენერგიულად იშრომეს და ამიტომაც გამოვიდა ქულამწირი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება ორივე გუნდს უჭირდა. ერთმაც და მეორემაც სამწამიანი ზონიდან მხოლოდ 22-22 ქულა მიითვალეს, რაც არცთუ დიდი რიცხვია.
იყო მეორე მიზეზიც, რაზეც მატჩის შემდეგ "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ილაპარაკა:
"ამჟამად ფიზმომზადებას გავდივართ, რათა ნოემბრის დასაწყისს და ევროჩელენჯის მატჩებს ოპტიმალურ კონდიციებში შევხვდეთ. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ტყორცნების მიზეზი. გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზეც ბევრი უნდა ვიმუშავოთ".
როგორც ირკვევა, არმიელებს ამჟამად ფიზიკური დატვირთვები აქვთ და, ალბათ, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ ბევრი ისეთი ტყორცნა ვერ გამოიყენეს, მაღალი დონის კალათბურთელი ხშირ შემთხვევაში რომ აგდებს. ამას დავუმატოთ, რომ ფეისონი და უილსონი ახალი ჩამოსულები არიან და გუნდთან შეთამაშება სჭირდებათ.
რამდენად საკმარისია დარჩენილი დრო ერთ მუშტად შესაკვრელად და სათანადო კონდიციების მისაღწევად, ამას ნოემბრის დასაწყისში ვნახავთ: "არმია" ევროჩელენჯის გახსნით შეხვედრას 7 ნოემბერს ისრაელში "ჰაპოელთან" ჩაატარებს.
მეოთხე პერიოდი წინა სამისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. თუ მანამდე გუნდებს ქულების მოგროვება უჭირდათ, ბოლო 10 წუთში თითქმის იმდენი ქულა ვიხილეთ, რამდენიც საწყის ორ მეოთხედში ერთად.
შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამის მქონე "არმიელებთან" ბოლომდე "საჭიდაოდ" ძალა არ ეყოთ შსს-ს კალათბურთელებს.
კოტე ტუღუშის შეგირდებმა მეოთხე რაუნდში ჩაგდებული 29 ქულიდან 21 სამქულიანი ტყორცნების შედეგად მოაგროვეს. დაუჯერებელია? ქრონოლოგიას გადახედეთ:
IV პერიოდი
9:42 ა. ბოისა (არმია) 3ქ - 42:39
8:35 ვონი (შსს აკადემია) 3ქ - 42:42
8:16 წივწივაძე (არმია) 3ქ - 45:42
7:52 ბოქოლიშვილი (შსს აკადემია) 2ქ - 45:44
7:38 ა. ბოისა (არმია) 3ქ - 48:44
6:21 გამყრელიძე (არმია) 3ქ - 51:44
5:36 არჩიბეკი (შსს აკადემია) 2ქ - 51:46
5:13 უილსონი (არმია) 3ქ - 54:46
4:56 ლეჟავა (შსს აკადემია) 3ქ - 54:49
4:56 არჩიბეკი - არასპორტული შენიშვნა
4:56 მილეიჯი (არმია) 1+1ქ - 56:49
4:41 უილსონი (არმია) 2ქ - 58:49
3:58 მილეიჯი (არმია) 2ქ - 60:49
3:01 ბოქოლიშვილი (შსს აკადემია) 3ქ - 60:52
1:55 მილეიჯი (არმია) 3ქ - 63:52
1:39 ბექაური (შსს აკადემია) 2ქ - 63:54
1:17 ვონი (შსს აკადემია) 1+1 - ორივე ააცილა
0:55 მილეიჯი (არმია) 3ქ - 66:54
0:43 პრუეტი (შსს აკადემია) 3ქ - 66:57
0:10 უილსონი (არმია) 2ქ - 68:57
დუდუ დადიანის მემორიალი. ფინალი
16 ოქტომბერი. სპორტის სამინისტროს დარბაზი
არმია-შსს აკადემია 68:57
15:10, 11:14, 13:15, 29:18
არმია წთ ქ მ პ შ ჩ დ ფ
ლაშა გამყრელიძე 26 13 2 4 4 1 0 3
ანატოლი ბოისა 23 8 4 3 0 0 1 1
ვლადიმერ ბოისა 29 5 11 2 4 1 0 3
დავით უგრეხელიძე 15 2 4 1 1 0 0 4
კურტის მილეიჯი 27 14 1 2 0 2 1 0
ბექა წივწივაძე 14 6 5 1 0 0 0 1
იოაკიმ შელბომი 17 4 8 1 2 1 0 3
დავით საყვარელიძე 7 0 1 0 4 0 0 1
მარკუს ფეისონი 6 2 1 1 1 0 0 0
ლემეინ უილსონი 23 12 3 2 0 0 1 0
ლაშა ფარღალავა 13 2 0 0 0 0 0 1
შსს აკადემია წთ ქ მ პ შ ჩ დ ფ
დეონტა ვონი 39 9 3 8 2 0 0 1
ბესიკ ლეჟავა 26 13 4 2 4 1 0 3
მერაბ ბოქოლიშვილი 35 9 2 2 1 1 0 1
ილია ლონდარიძე 7 2 5 0 2 1 0 0
ჩად პრევიტი 35 5 10 2 3 2 1 4
დავით იმნაძე 5 1 4 0 0 0 0 0
აკაკი ლომოური 8 0 1 0 0 0 0 1
ზვიად ანთაძე 4 0 0 0 0 0 0 0
ბექა ბექაური 11 2 0 0 0 0 0 1
კირკ არჩიბეკი 31 16 5 2 3 0 0 3
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
"დუდუ დადიანის მემორიალში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და მოხარულნი ვართ, რომ დებიუტი თასის აღებით აღვნიშნეთ.
"შსს აკადემიას" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, თუმცა, ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც სამომავლოდ გამოსასწორებელი გვაქვს".
ლაშა გამყრელიძე შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა და სპეციალური პრიზიც გადაეცა:
"ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. სამი პერიოდის განმავლობაში უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს მაინც ვიმარჯვეთ.
ფიზიკურად ვემზადებით და ამიტომაც ვერ ვუჩვენეთ საუკეთესო თამაში. ამ ეტაპზე მთელი ყურადღება ევროჩელენჯზე გვაქვს გადატანილი და ვიმედოვნებ, ამ შეჯიბრებისთვის სათანადო ფორმაში ვიქნებით.
კარგი შემადგენლობა გვყავს და "არმიაში" მეც იმიტომ დავრჩი, რომ ევროჩელენჯზე წარმატებით თამაში და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.
დადიანის მეორიალში ასპარეზობა და გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვისაც. მოხარული და მადლობელი ვარ საუკეთესო კალათბურთელად დასახელებისთვის".
გეორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემიას" მწვრთნელი):
"სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და მოგების რეალური შანსიც გვქონდა, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ჩვენმა ბიჭებმა ვერ შეძლეს "არმიის" კალათბურთელების, კურტის მილიჯის და ანატოლი ბოისას შეჩერება, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩააგდეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა