19-21 ოქტომბერს დაღესტნურ ხასავიურტში ინტერნაციონალური თასი თამაშდება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა მიწვეული
19-21 ოქტომბერს დაღესტნურ ხასავიურტში ინტერნაციონალური თასი თამაშდება თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა მიწვეული.

ჩვენები იქ, დავით ხურციას ხელმძღვანელობით, შესუსტებული შემადგენლობით გამოვლენ - 55-სა და 84-ში მონაწილე არ გვეყოლება, სხვა წონებში კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), დავით ბერძენიშვილი, მალხაზ ქურდიანი (ორივე - 66), დავით ხუციშვილი, იაკობ მაქარაშვილი (74), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გიორგი საკანდელიძე (120) იჭიდავებენ. ამჯერად დაღესტანში არ მიდის დავით მარსაგიშვილი (84), რომელმაც ვარჯიშზე ფეხი იტკინა.

ადრე ამ ტურნირს საკონტინენტთაშორისო თასი ერქვა და გუნდური პრინციპით ტარდებოდა. წლეულს კი სახელთან ერთად ფორმატიც შეიცვალა და პირად პირველობაში იმართება.

ცხადია, შეჯიბრება კვლავაც კომერციული სტატუსისაა და მედალოსნებისთვის საპრიზო ფონდიცაა დაწესებული, შესაბამისად, 5000, 3000 და 1000 დოლარი. ჯერჯერობით მონაწილეთა შემადგენლობა ცნობილი არაა, მაგრამ, სავარაუდოდ, ძლიერი ტურნირი იქნება - უცხოელებს რომ თავი დავანებოთ, შეჯიბრებას მარტო რუსი და დაღესტნელი ფალავნები ეყოფა გასაძლიერებლად.

თუმცა ახლა ჩვენი ფედერაცია ამ ტურნირზე ბევრად სერიოზული საქმითაა დაკავებული - საარჩევნო-საანგარიშო ყრილობისთვის ემზადება.

ფედერაციას არჩევნები გაისად ივნისში უწევდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში ბევრი რამე შეცვალა და გამონაკლისი არც ეს ფედერაციაა - მოგეხსენებათ, მას პარლამენტარი კახა გეწაძე მართავს, ხელისუფლებიდან მისი გუნდის წასვლამ კი მასაც გადადგომისკენ უბიძგა.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ გვითხრა, ჯერ ფედერაციის საანგარიშო სესია ჩატარდება, რომელიც ახალი არჩევნების თარიღს დანიშნავს.

ჯორბენაძის თქმით, საანგარიშო სხდომა არ იქნება ტრადიციული, ანუ მხოლოდ წლევანდელი სეზონის შეჯამება, არამედ იქ გეწაძის და მისი გუნდის მთელ 8-წლიან საქმიანობას მიმოიხილავენ.

ჯორბენაძისავე თქმით, გეწაძე ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თვითონ მას კი, როგორც გენერალურ მდივანს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ წარადგენს კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.

ფედერაციის სხვა ხელმძღვანელთაგან ცნობილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე პოსტზე დარჩენას აპირებს, სხვებს კი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

ვინ მიიღებს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან მხოლოდ კულუარული კანდიდატურები არსებობს, თუმცა მოელიან, რომ ფედერაციის შემადგენლობაც ძირფესვიანად შეიცვლება და მწვრთნელთა კორპუსიც საფუძვლიანად გადახალისდება.

იმედია, რეფორმების განმსაზღვრელი პროფესიონალიზმი გახდება და ისეთ ცვლილებებს არ მივიღებთ, რაც ამ ფედერაციაში რამდენიმე წლის წინ ერთხელ უკვე ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე