რამდენიმე დღის წინ მოგახსენებდით, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, 2012 წლისთვის, ნაკრების მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს ჩანიშნული, რომელთაგან ერთ-ერთი სტივ მაკლარენია...
რამდენიმე დღის წინ მოგახსენებდით, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, 2012 წლისთვის, ნაკრების მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს ჩანიშნული, რომელთაგან ერთ-ერთი სტივ მაკლარენია, კაცი, რომელმაც 2006-07 წლებში ამ ჯოჯოხეთში უკვე გაიარა. დღეს ინგლისელების ეროვნულ გუნდს სათავეში იტალიელი ფაბიო კაპელო უდგას, მაგრამ მას კონტრაქტის ვადა ევროპის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ეწურება და აცხადებს, რომ როგორ შედეგსაც არ უნდა მიაღწიოს გუნდმა ამ ტურნირზე, ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

მაკლარენის კანდიდატურას ლონდონში სერიოზულად რომ განიხილავენ თავად სერ ტრევორ ბრუკინგმა დაადასტურა, თუმცა თავად 49 წლის სპეციალისტმა ხელები გაასავსავა:

"მესროლეთ, ოდესმე ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე კიდევ თუ ვიფიქრო" – უთქვამს მაკლარენს მეგობრებისთვის და ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ვერ მიაღწია წარმატებას, ჯგუფში ჩარჩა და მწვრთნელს შეურაცხყოფათა საშინელი ნიაღვარი დაატყდა თავს. ფოტო, სადაც დამარცხებული მაკლარენი წვიმაში, ქოლგით ხელში დგას, ხელმოცარულობისა და საცოდავობის სიმბოლდ იქცა. მაგრამ, მას მისი ბედის ბორბალი წაღმა დატრიალდა. ჯერ იყო და ჰოლანდიაში გადაბარგდა, სადაც "ტვენტე" ქვეყნის ჩემპიონი გახადა, შემდეგ კი ბუნდესლიგის სიმაღლეს უწია – "ვოლფსბურგს" ჩაუდგა სათავეში და გუნდს ხელი დაატყო.

მაკლარენის ერთ-ერთმა მეგობარმა "დეილი მეილს" უთხრა:

"სტივმა ფარ-ხმალი არ დაყარა და თავისი კარიერა ძალიან კარგად წარმართა. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ, რა დიდებული შედეგები ჰქონდა მას ინგლისის ნაკრების მწვრთნელობამდე და რა კარგი შედეგები აქვს მას მერეც, დავინახავთ, რომ ამ კაცს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. მას მხოლოდ ერთადერთი, რამ უნდა, თავი დაანებონ და კლუბში მუშაობა აცადონ. სტივს, როგორც საკლუბო მწვრთნელს საუცხოო რეპუტაცია აქვს".

და მართლაც, მაკლარენს უსახური "ტვენტეს" ჰოლანდიის ჩემპიონად გადასაქცევად მხოლოდ ორი წელიწადი დასჭირდა, ხოლო "ვოლფსბურგმა" ცუდი სტარტის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა.

ზემოხსენებულმა მეგობარმა დასძინა: "შესაძლოა ბევრმა ვოლფსბურგელთა სტარტი რომ დაინახა მცდარი დასკვნები გააკეთა, მაგრამ სტივმა გუნდში ბევრი რამ შეცვალა და როგორც ხედავთ, დღევანდელი "ვოლფსბურგის" უწინდელთან შედარება აღარ შეიძლება. მაკლარენი ჯერ "ტვენტეს" ფანების გმირად იქცა, დღეს კი გერმანული კლუბის გულშემატკივრებს უყვართ და მხარსაც უჭერენ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, სტივის გეგმებში ინგლისის ნაკრების გაწვრთნა არ შედის".

კაცმა რომ თქვას, მაკლარენის ასეთმა რეაქციამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფები სულაც არ გაახარა, რადგან მათ სამწვრთნელო საქმეში მდგომ საუკეთესო თანამემამულეებზე, როგორც ჩანს, მაინც და მაინც დიდი წარმოდგენა არ აქვთ. მათი ეჭვით, ისეთი სპეციალისტებისთვის, როგორებიც ჰარი რედნაპი და სემ ელერდაისი არიან ნაკრების ჩაბარება არ ივარგებს.

ზემოხსენებული სერ ტრევორ ბრუკინგის აზრით, მწვრთნელის გარდა პრობლემა ისიცაა, რომ პრემიერლიგაში უცხოელ ფეხბურთელთა დიდი შესევაა, რაც ინგლისელი მოთამაშეების კვალიფიკაციას დაბლა სწევს. ბრუკინგი ამბობს, რომ ამას სახელფასო ბეგარის გაზრდით ეშველება.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე